აქამდე გავრცელებული ხმები, რომ ლეო მესის „ბარსელონას“ დატოვებდა, შოკისმომგვრელი იყო კლუბის გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ვარსკვალის კლუბში დარჩენის მცირე იმედს მაინც იტოვებდნენ. თუმცა, დღეს არგენიტინელი ფეხბურთელი კორონავირუსის ტესტირებაზე არ გამოცხადდა, რითაც ქომაგი კიდევ უფრო პესიმისტურად განაწყო. „ბარსელონას“ კაპიტანს შემოწმება უნდა გაევლო, მაგრამ ამაოდ ელოდნენ…
გავრცელდა ცნობა, რომ მესიმ „ბარსელონას“ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, სადაც არგენტინელი გარკვევით ამბობს, რომ კლუბის ფეხბურთელი აღარ არის და ამჟამინდელი კონტრაქტის დაუყოვნებლივ გაწყვეტას ითხოვს.
მოკლედ, კლუბისა და ფეხბურთელის გზები გაყრის საშიშროება დღითიდღე მატულობს. ხელმძღვანელობა კი, მის შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს. ხოსეპ მარია ბართომეუმ მხოლოდ ბრძანება გასცა, რომ „ბლაუგრანას“ აღმასრულებელი დირექტორები და მენეჯერები მესის თაობაზე სხვა კლუბებისაგან შეთავაზებები არ მოისმინონ.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მესი რომელიმე კლუბთან შეთანხმებას მიაღწევს, „ბარსასაგან“ იმავე პასუხს ნამდვილად ვერ მიიღებს. ბართომეუს თქმით, მესისთან მხოლოდ კონტრაქტის გახანგრძლივების თემაზე ისაუბრებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
