იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ გაიხსენა, თუ როგორ იწყებდა მუშაობას ეროვნულ გუნდში. ეს 2018 წელს მოხდა.
„ჩემს მისვლამდე ნაკრების გაწვრთნა არავის უნდოდა. მთხოვეს და დავთანხმდი. ბევრს ეშინოდა რთულ სიტუაციაში მოხვედრა. ფეხბურთი ბევრი კომპონენტები შედგება. ამიტომაც უნდა იყო უფრო თვითდაჯერებული და მეტი ნდობა უნდა გამოუცხადო ახალგაზრდა ფეხბურთელებს. დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებენ.
იტალია კარგი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა მოგება ყოველთვის რთულია – მაშინაც კი, თუ შენზე სუსტ მეტოქეს ეთამაშები. ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რაც წინამორბედებისგან განსხვავებული იქნებოდა. ადრე ვცდილობდით გვეთამაშა კარგად და გაგვეკეთებინა, რაც შეგვეძლო. ჩემი ჩანაფიქრი განსხვავებული იყო, გულშემატკივრები უფრო ახლოს გვყოლოდა“, – განაცხადა მანჩინიმ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
