„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს.
იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული და მის აგენტ მინო რაიოლასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული „მარსელიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მიმდინარე სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 5 ბურთი გაიტანა.
„ბალო“ რის „ბალო“ იქნებოდა „თავისებურები“ კორონაკარანტის დროსაც არ ჩაეტარებინა. მაგალითად Football Italia-ს უთხრა, კარანტინის პირველ სამ დღეს მუყაოს ვჭამდი და კედლების კუთხეების მოკვნეტას ვცდილობდი, რადგან საჭმლის მომზადება არ ვიცი. მერე საკვების გამოწერა მოვახერხე და მოვისვენეო.
„ბოლო დღეებში კინაღამ გავგიჟდი, რადგან მარტო დავრჩი. გოგონა ნეაპოლში მყავს, ვაჟი – ციურიხში. დედა ასაკშია და მიხედვა სჭირდება. ძმებიც კარანტინში არიან თავიანთ ოჯახებთან ერთად.“ – დასძენს „ბალო.“
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
