„ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი მილანის „ინტერის“ სამიზნე გახდა. დიდი შანსია, რომ „ნერაძურის“ ზაფხულში ლაუტარო მარტინესი გამოაკლდეს, ამიტომ თავდამსხმელის ყიდვა აუცილებლად დასჭირდება. მილანელები თვლიან, რომ ვერნერი მათი გუნდისთვის მისაღები კანდიდატურაა.
რატომაც არა… ვერნერი 24 წლის არის და კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს; გოლების გატანა შეუძლია – მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ვერნერმა 37 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასიც გააკეთა; დღევანდელი საბაზრო ფასებით, მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის დიდი თანხა არ ღირს – 64 მილიონი ევრო.
თუმცა, „ინტერი“ არ არის ერთადერთი გუნდი ვისაც ტიმოს ხელში ჩაგდება უნდა. მთხოვნელთა შორის არიან: „ლივერპული“, მიუნხენის „ბაიერნი“, ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ვერნერს „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
