ერთი ნაბიჯი ოლდ ტრაფორდამდე

Home კატეგორიის გარეშე ერთი ნაბიჯი ოლდ ტრაფორდამდე
ერთი ნაბიჯი ოლდ ტრაფორდამდე
მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი უპირობო ლიდერი საული ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერიც კლუბს ფინანსური კრიზისის დაძლევაში სერიოზულად წაადგება.
25 წლის ნახევარმცველი ლონდონურ „ჩელსის“ სურდა, მაგრამ მადრიდელები კონტრაქტში გამოსასყიდად მითითებულ 150 მილიონს ფეხს არ უცვლიდნენ.
ნათქვამია, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯმენტმა საათის მექანიზმივით იმუშავა და მიზანთან ერთ ნაბიჯშია.
კლუბებმა პრაქტიკულად უკვე შეათანხმეს ტრანსფერი. „ატლეტიკო“ საულის სანაცვლოს დაახლოებით 70 მილიონ ევროს მიიღებს. ბუნებრივია, მადრიდელებს თანხა ეცოტავებათ, მაგრამ პრაქტიკულად მიძინებულ სატრანსფერო ბაზარზე მეტის მიღება წარმოუდგენელი იყო.
Saul to be offered mega Atletico contract extension | MARCA English

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".