თვე: აპრილი 2020

Home 2020 აპრილი
ივნისის შუიდან ივლისის ბოლომდეო
ჩანაწერი

ივნისის შუიდან ივლისის ბოლომდეო

პრემიერლიგის შეფები შეწყვეტილი სეზონის დამთავრებას ივლისის ბოლოს აპირებენ. უეფასა და სხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან ვიდეოთათბირისას მათ ბოლო დღედ 31 ივლისი ახსენეს. ეს გადაწყვეტილება, შეთანხმება თუ თარიღი უეფას საშუალებას მისცემს ევროთასები აგვისტოში ჩაატაროს. თავის მხრივ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა ფეხბურთის ბოსებს რჩევა მისცა, როდესაც შეწყვეტილ სეზონს განაახლებთ, ხალხს ტელერეპორტაჟებში ფულს ნუ გადაახდევინებთო. ინგლისის...

რაული ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო
ჩანაწერი

რაული ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო

გთავაზობთ მორიგ ისტორიას ესპანური გაზეთის „მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ეს გახლავთ სახალისო ისტორიების კრებული, რომლებიც ხსენებული გამოცემის ჟურნალისტებმა თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ან ვერ გამოაქვეყნეს. დღეს გვინდა გიამბოთ, როგორ დაარიგა ლეგენდარულმა რაულმა ბრაზილიელ კაკას ჭკუა. 2009-10 წლების სეზონის მეორე წრე მიმდინარებოდა, როდესაც რაული დაშავდა. მან 10 აპრილს „ელ კლასიკოში”...

WHO what?
ჩანაწერი

WHO what?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა უეფას, რომ ყველა საერთაშორისო შეჯიბრება მომავალი წლის ბოლომდე გადადოს. „ჯანმოს“ ექსპერტთა აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება კორონავირუსის პანდემიის მეორე და მომდევნო ტალღების თავიდან აცილება. ეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ვიდეოზარისას გაჟღერდა, რომელიც გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უეფაში შევიდა. ხსენებულ ვიდეოზარს წინ უძღვოდა უეფას მიერ მისი წევრი ასოციაციებისთვის დაგზავნილი რეკომენდაცია, ჩაამთავრონ მიმდინარე სეზონი...

ბარსელონა კამპ ნოუს სახელს ყიდის
ჩანაწერი

ბარსელონა კამპ ნოუს სახელს ყიდის

„ბარსელონა“ თავისი ლეგენდარული სტადიონის სახელს ყიდის – მიღებული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება. „ჩვენ გლობალური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ამიტომ ჩვენ მტკიცედ და მშვიდად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მოვიჩნევთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენების აუცილებლობას კორონავირუსთან ბრძოლაში. ისტორიაში პირველად, ვიღაცას „კამპ ნოუსთვის“ სახელის გადარქმევა შეეძლება, მიღებული შემოსვალი კი...

არსენალს ლიგაში რა უნდა?
ჩანაწერი

არსენალს ლიგაში რა უნდა?

უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...

ეშმაკი სესკი
ჩანაწერი

ეშმაკი სესკი

„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” რამდენიმე ისტორია უკვე გაგაცანით. კორონავირუსის პანდემიის გამო შინ გამოკეტილ ხალხს მადრიდული გაზეთი საინტერესო ამბებით ახალისებს, რომელთა მოყოლაც თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო ან უბრალოდ თავი აარიდა. დღეს გვინდა სესკ ფაბრეგასის „არსენალიდან” „ბარსელონაში” გადასვლა გავიხსენოთ. შესავალში გაზეთი წერს, რომ „ბარსელონას” ხშირად აბრალებენ, თითქოს ცნობილ(!) ფეხბურთელებთან, რომლებიც კატალონიურმა კლუბმა...

სანამ კორონა გადივლიდეს – 6
ჩანაწერი

სანამ კორონა გადივლიდეს – 6

დღეს საღიმილო ისტორიების რუბრიკაში ყველაზე უფრო უცნაური, ხანდახან კი სულელური დისკვალიფიკაციების შემთხვევებს გავიხსენებთ სიკეთისთვის დაისაჯა გერმანელი ბობსლეიტის მანუელ მახატუს სახელმა 2014 წელს მსოფლიო სპორტული მედიის ფურცლები მოიარა. სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე მახატუმ საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია და მისი „ბობის“ ახალთახალი ციგურები რუს ალექსანდრ ზუბკოვს ათხოვა. ზუბკოვმა ორადგილიანი და ოთხადგილიანი „ბობებით“ შეჯიბრებაში ორი ოქრო მოიპოვა, გერმანიის ბობსლეისტთა...

გვინდა 11 ანწუხელიძე!
ჩანაწერი

გვინდა 11 ანწუხელიძე!

2003/2004 წლების სეზონის თბილისის „თბილისი“ თავისი ლამაზი ფეხბურთით… იმ გუნდს 31 წლის გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. იქიდან მოყოლებული, დევდარიანი ყოველთვის საინტერესო პერსონა იყო ქართულ ფეხბურთში. საკამათო და ბევრისთვის მიუღებელი იყო ხოლმე მისი აზრი, მაგრამ  ხმამაღლა საუბარს მაინც არ ერიდებოდა. რამდენიმე თვის წინ, დევდარიანმა მწვრთნელ თემურ ფოცხვერიასთან ერთად ჩამოაყალიბა ინდივიდუალური მომზადების ცენტრი „ფეოლა“, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ...

5 წლის სკაუტი
ჩანაწერი

5 წლის სკაუტი

ინგლისური „ლიდსის“ 5 წლის ქომაგმა დენიელ ოტენმა წერილი მისწერა „ბრაიტონის“ პრეზიდენტს და სთხოვა, მის საყვარელ გუნდში დატოვოს 22 წლის მცველი ბენ უაიტი, რომლის იჯარასაც სეზონის ბოლოს გასდის ვადა. „პატივცემულო პრეზიდენტო, მე 5 წლის ვარ და „ლიდსს“ ვქომაგობ. ამ წერილს გწერთ, რომ მოგითხროთ თქვენს ფეხბურთელზე, რომელიც ჩვენს გუნდში თამაშობს. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და ბენი უაიტი...

ჩოგბურთის სამი არსენა მარაბდელი
ჩანაწერი

ჩოგბურთის სამი არსენა მარაბდელი

თანამედროვე ჩოგბურთის სამმა ლეგენდამ მოწინავე ასეულის წევრ კოლეგებს მიმართა. ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის იდეა მარტივია: დაეხმარონ რეიტინგში დაბალ საფეხურებზე მდგომ ჩოგბურთელებს, კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი უმუშევრობის (შესაბამისად – უშემოსავლობის) დაძლევაში. რეიტინგში ადგილების მიხედვით, ელიტის თითოეულმა წევრმა არცთუ დიდი თანხა უნდა გაიღოს: 1-5 ადგილი – 30 000 $; 6-10 ადგილი – 20 000$; 10-20...