ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა უეფას, რომ ყველა საერთაშორისო შეჯიბრება მომავალი წლის ბოლომდე გადადოს. „ჯანმოს“ ექსპერტთა აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება კორონავირუსის პანდემიის მეორე და მომდევნო ტალღების თავიდან აცილება. ეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ვიდეოზარისას გაჟღერდა, რომელიც გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უეფაში შევიდა. ხსენებულ ვიდეოზარს წინ უძღვოდა უეფას მიერ მისი წევრი ასოციაციებისთვის დაგზავნილი რეკომენდაცია, ჩაამთავრონ მიმდინარე სეზონი…
„ბარსელონა“ თავისი ლეგენდარული სტადიონის სახელს ყიდის – მიღებული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება. „ჩვენ გლობალური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ამიტომ ჩვენ მტკიცედ და მშვიდად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მოვიჩნევთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენების აუცილებლობას კორონავირუსთან ბრძოლაში. ისტორიაში პირველად, ვიღაცას „კამპ ნოუსთვის“ სახელის გადარქმევა შეეძლება, მიღებული შემოსვალი კი…
უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,…
„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” რამდენიმე ისტორია უკვე გაგაცანით. კორონავირუსის პანდემიის გამო შინ გამოკეტილ ხალხს მადრიდული გაზეთი საინტერესო ამბებით ახალისებს, რომელთა მოყოლაც თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო ან უბრალოდ თავი აარიდა. დღეს გვინდა სესკ ფაბრეგასის „არსენალიდან” „ბარსელონაში” გადასვლა გავიხსენოთ. შესავალში გაზეთი წერს, რომ „ბარსელონას” ხშირად აბრალებენ, თითქოს ცნობილ(!) ფეხბურთელებთან, რომლებიც კატალონიურმა კლუბმა…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes