სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა.
გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან” წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი” აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს” ვერ აჯობა.
დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კარგი საქმიანი ურთიერთობაა და დე ლიხტის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლამ შესაძლოა პოლ პოგბას პირიქით გადაბარგებას შეუწყოს ხელი.
იტალიურ კლუბს დე ლიხტი 75 მილიონი ევრო დაუჯდა, შემდეგ კი 20 წლის მოთამაშე ტრავმებმა გააწამა. შეწყვეტილ სეზონში მან მხოლოდ 15-ჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.
ამასობაში კი „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა (ეტყობა სიმწრისგან) კარანტინის დროს სახლში დარჩენილ ფეხბურთელებს მოუწოდა, ეზოებში ცოლები ჩაიყვანონ და ბურთის ჩაწოდება დაავალონ, ხოლო თვითონ დარტყმები დაამუშაონ.
„მე ბავშვებთან ერთად გავდიოდი ხოლმე ბაღში და საგოლე დარტყმას ვამუშავებდი. თავდამსხმელი კარში დარტყმაზე სულ უნდა მუშაობდეს.
ჩემი ფეხბურთელების უმეტესობას ეზოიანი სახლები აქვთ, ფართობის ნაკლებობას არ უჩივიან. ჰოდა, გაიყვანონ იმ ეზოებში თავიანთი ცოლები და მეგობარი გოგონები. ცოლებმა ბურთი ჩააწოდონ, ფეხბურთელებმა კი დაარტყან”.
მაინც, რა უქნა კორონამ მსოფლიო ფეხბურთს…
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
