Breaking News

Day: January 25, 2020

ამ ბიჭმა ევროპა ააფეთქა

ვინ არის საიდან მოვიდა ერლინგ ჰოლანდი? „დორტმუნდის“ ახალწვეულზე მთელი ევროპა ლაპარაკობს. „ზალცბურგიდან“ „დორტმუნდში“ 20 მილიონ ევროდ გადაბარგებული 19 წლის თინეიჯერი დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე განხილვადი თემაა. აქამდე მხოლოდ შვიდმა ფეხბურთელმა შეძლო ტოპ-5 ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სამჯერ გაეტანა. ბოლოს ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაახერხა. ჰოლანდმა კი არც სადებიუტო ჰეთ-თრიქი იკმარა და მომდევნო შეხვედრაში (24 იანვარს, კიოლნთან) დუბლი…

Read more

მესია თუ მესია?

„სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებდა და ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გიორგი ჩაკვეტაძესთან საუბარიც მოვასწარი: – გიო, მე და ჩემს კოლეგებს ხანდახან გაზვიადება და გაღმერთება გვიყვარს. აკეთე ის, რაც გიყვარს და ასეთი თუ უფრო მაგარი პრიზები თავისით მოვა. ეს საუბარი ჯანო ანანიძესა და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის კონტრაქტის გაწყვეტამ გამახსენა. ჯანოც და გიოც ხომ ის ფეხბურთელები არიან, თავის დროზე…

Read more

რუსეთს ქართველი დააკლდა

ბექა მიქელთაძემ ყაზანის “რუბინი” დატოვა. ამის შესახებ 22 წლის ფეხბურთელმა საკუთარ Instagram-ზე დაწერა: „მადლობა ყველას. წარმატებები „რუბინს“. მიქელთაძე რუსეთის თათარსტანში 2019 წლის ზაფხულში, ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ გადავიდა, მან გუნდთან ერთად თურქეთში მიმდინარე ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი გუნდს გამოემშვიდობა. თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „რუბინში“ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. „რუბინში“…

Read more

სამი კანდიდატის ამბავი

მოგეხსენებათ, 30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართება, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება. ჰოდა, პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობაც უკვე საბოლოოდ გაირკვა. მომდევნო 4 წლის, ანუ ერთი სრული სარაგბო ციკლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირს უხელმძღვანელებს შემდეგი სამი ფუნქციონერიდან ერთ-ერთი: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე ან ირაკლი აბუსერიძე. ამ წერილში ვეცდებით, სამივე კანდიდატის შანსები მოკლედ მიმოვიხილოთ და შევაფასოთ. ბაჩო…

Read more

ტოჩინოშინის დაღმასვლა

10 დღის შემდეგ, ტოჩინოშინს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა და, მიუხედავად ტრავმისა, რას ვიფიქრებდით, რომ შემდეგი ოთხი ორთაბრძოლიდან ოთხივეში დამარცხდებოდა. სუმოში ასეა, რაც ბაშოს ბოლოსკენ მიდიხარ, უფრო რთულ მოწინააღმდეგეები გხვდება, მაგრამ ექს-ოძეკისგან მაინც მეტს ელოდები. ექს-ოძეკების ჯახი, შეიძლება ასეც მოვიხსენიოთ ტაკაიასუსა და ტოჩინოშინის შერკინება. ერთ დროს სუმოს თავში მდგარნი, დღეს ისე მძლავრად ვეღარ გამოიყურებიან. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი იგებდა…

Read more

ქართველი ქალების დაძაბული ბურთაობა

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის მორიგ მატჩებს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ დღეს „ქარიშხალამ” მოუგო „სამტრედიას” 30:27, ხოლო „პეგასმა” სძლია „აჭარას” 24:17. საინტერესო გამოდგა „ქარიშხალასა” და „სამტრედიის” შეხვედრა, რომელიც ბოლომდე დაძაბული გახლდათ. მეორე დღის მატჩები კი ასე დასრულდა: „სამტრედია” – „პეგასი” 25:20, „ქარიშხალა” – „აჭარა” 23:20. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. 7 თამაშიდან 14 ქულით ლიდერობს „ქარიშხალა”….

Read more

არნახული სიგიჟე სტოკჰოლმში

ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის პირველი ფინალისტის გამოვლენას, სტოკჰოლმის „ტელე 2 არენის” გადავსებულ 16 ათასიან დარბაზში ორი დამატებითი დრო დასჭირდა: ხორვატებმა ნორვეგიას 29:28 მოუგეს და ისტორიაში მესამედ გავიდნენ ევროს ფინალში. გამარჯვების გოლი დაცვის სპეციალისტმა ჟელიკო მუსამ გაიტანა. ძირითადი დროის პირველ ტაიმში, ნაქებ ნორვეგიას, რომლის სწრაფი, კომბინაციური თამაში 9 იანვრიდან მოყოლებული საყოველთაო აღტაცებას იწვევდა, ხორვატების თავგადაკლული, შეუვალი…

Read more