10 დღის შემდეგ, ტოჩინოშინს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა და, მიუხედავად ტრავმისა, რას ვიფიქრებდით, რომ შემდეგი ოთხი ორთაბრძოლიდან ოთხივეში დამარცხდებოდა. სუმოში ასეა, რაც ბაშოს ბოლოსკენ მიდიხარ, უფრო რთულ მოწინააღმდეგეები გხვდება, მაგრამ ექს-ოძეკისგან მაინც მეტს ელოდები.
ექს-ოძეკების ჯახი, შეიძლება ასეც მოვიხსენიოთ ტაკაიასუსა და ტოჩინოშინის შერკინება. ერთ დროს სუმოს თავში მდგარნი, დღეს ისე მძლავრად ვეღარ გამოიყურებიან.
ურთიერთშეხვედრებში იაპონელი იგებდა 11:8-ს და, სამწუხაროდ, მის აქტივს კიდევ ერთი შეემატა. მან უპირატესობა ტაჩი-აიზევე (თავდაპირველი შეჯახება) მოიპოვა და ქართველი დოჰიოს დაანარცხა.
ტოჩინოშინის ბალანსი ამჟამად 5:8-ზე აქვს, ხვალ კი დიდი ტურნირის ბოლო დღე ელოდება…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
სიახლეები11/10/2026 | 00:32შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სიახლეები10/10/2026 | 16:14მძიმეში უმედლოდ…
სიახლეები09/10/2026 | 23:16სულამანიძის წითელი არშია
