Breaking News

Month: January 2020

265 ქალზე იძალადა. 300 წელი მიესაჯა

გაგაოცათ სათაურმა? არაფერი გამოგონილი. აშშ – ის სპორტული ტანვარჯიშის ნაკრებში გამეფებული ძალადობის ისტორია ბომბივით გასკდა. ბრალდებული კი ნაკრების ექიმი ლარი ნასარი გახლავთ. ახლა ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს, მაგრამ ნასარის წინააღმდეგ ჩვენება 265-მა გოგონამ მისცა. სექსიალური ძალადობა კონვეერულად ხდებოდა. დაზარალებულთა შორის ოლიმპიური ჩემპიონებიც არიან: სიმონე ბაილსი, ალექსანდრა რაისმანი, გაბრიელე დუგლასი და მაკკაილა მაროუნი. ბრალდებულს ჯამში 300…

Read more

წყალი, ბურთი და ერთი შანსი

ახლახანს, ბუდაპეშტში, წყლაბურთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა რომ დადებითად შეფასდა უკვე ითქვა და დაიწერა. ქართველმა წყალბურთელებმა, კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ იასპარეზეს და ყოველ ჯერზე უკეთესი შედეგით გამოირჩნენ. რევაზ ჩომახიძის შეგირდებისგან ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება სპეციალისტების მხრიდან სენსაციად შეირაცხა, რამაც საქართველოს ნაკრებს საუკეთესო 12 გუნდში გაუკვალა გზა. ქართველმა წყალბურთელებმა საბოლოოდ ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულეს…

Read more

კლოპის ლივერპული vs სერ ალექსის იუნაიტედი

ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „ვესტ ჰემთან” 2:0 გაიმარჯვა და ახლა სტატისტიკურად უფრო წინ არის, ვიდრე 1999 წელს ტრებლის მომგები „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. იურგენ კლოპის გუნდი საოცარ ფორმაშია. ის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 19 ქულით უსწრებს. არადა, სადაცაა 30 წელი შესრულდება მას მერე, რაც მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან. დღეს „ლივერპულს” 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ჩემპიონატის…

Read more

კორონავირუსმა სპორტს შეუტია

სპორტის პროფოსერობა ან მისი თავგადაკლული ქომაგობა სულაც არ უნდა იყოს საჭირო იმის ცოდნისთვის, რომ 2020 ოლიმპიური წელია. 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ფორუმზე საასპარეზოდ ათასობით სპორტსმენი შეიკრიბება, თუმცა მათ დიდ ნაწილს ტოკიოში გამგზავრების უფლება ჯერ არ გაუნაღდებიათ. ივნისის შუა რიხვებამდე, რიგ სპორტის სახეობებში სალიცენზიო შეჯიბრებია დაგეგმილი და ათლეტებმაც მთელი მსოფლიოდან სწორედ იქ…

Read more

ბრუნო ფერნანდეში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ხუთი პორტუგალიელი

ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ შეაყვარა. 25 წლის პორტუგალიელმა მანკუნიანელებთან ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფერნანდეშის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგი” „ოლდ ტრეფორდიდან” 55 მილიონ გირვანქას მიიღებს. თანხა ასე განაწილდება: 46,6 მილიონი ახლავე, 4,2 მილიონი იმის მიხედვით, თუ როგორ მოერგება ფეხბურთელი ახალ გუნდს და 4,2 იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. ხოლო თუ ბრუნო…

Read more

რუმინეთამდე საქართველო

შაბათს, 1 თებერვალს, საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატში ჩაებმება. ბორჯღალოსანთა პირველი მეტოქე რუმინეთის ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირზე ჩვენი მორაგბეების ტრადიციული და უმთავრესი კონკურენტია. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება, დასაწყისი 18:00 საათზე. ამასობაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რომელსაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს, სამატჩო რაზმი გამოაქვეყნა.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 1.მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი…

Read more

გადადეს

დღეს 30 იანვარია, მაგრამ რაგბის კავშირის მომდევნო ოთხწლეულის თავკაცის ვინაობას დღეს ვერ შევიტყობთ. რატომ? იმიტომ რომ კავშირის გამგეობამ არჩევნების თარიღი 30 იანვრიდან 24 თებერვლამდე გადაწია. რა გახდა ამ მოულოდნელი გადავადების მიზეზი? არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამგეობაში შევიდა განცხადებები არჩევნების ორი მონაწილისგან. ბაჩო ხურციძე არჩევნების წესდების ნიუანსებში გასარკვევად ითხოვდა დამატებით დროს, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს ეს პერიოდი…

Read more

ვერ მოხნა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ბადის პირველი ნახევარფინალი მეტისმეტად ადვილად პროგნოზირებადი აღმოჩნდა. 38 წლის როჯერ ფედერერს წილისყრაშივე გაუმართლა და ნახევარფინალამდე ისე იარა, ტოპ 40-დან არავინ შეხვედრია. იმათთანაც კაი ჯახირი დასჭირდა და მეოთხედფინალში სასწაულებრივ გადარჩენილი 7 მატჩბოლი რომ ვახსენოთ, ესეც საკმარისია. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველმეჩოგნის ტიტულის დაბრუნებას ეშურება, დიდებულ ფორმაშიცაა და ყველა მეტოქე მოსრა. ჩანს, მობერებული როჯერიც…

Read more

სკამებს გლეჯდნენ და ისროდნენ

განრისხებული ოლე გუნარ სულშერი იმ ხულიგნებს მოსდგა, რომლებმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელს ჩირქი მოსცხეს, „ეტიჰედზე” სკამები აგლიჯეს და მეტოქე გუნდის სექტორს დაუშინეს — „კარაბაოს თასის” ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი შედგა, „სიტის” „იუნაიტედმა” სტუმრად 1:0 მოუგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდა წაგებული და გავარდა. ფინალში „სიტი” „ასტონ ვილას” შეხვდება. უპირველეს ყოვლისა კი ნორვეგიელმა იმ რადიკალური გჯუფის წევრები გაკიცხა,…

Read more

შავები პირველად მანჩესტერმა ჩაიცვა

ვინ გავიდა პირველი საფეხბურთო მოედანზე შავი ფორმით? „მანჩესტერ იუნაიტედი.“ ეს 1992 წელს, პრემიერლიგის დაარსების შემდეგ მოხდა. მანამ გუნდებს შავ ფერზე ტაბუ ჰქონდათ, რათა მაყურებელს მსაჯები და ფეხბურთელები არ არეოდათ. ეს აკრძალვა 1888 წლიდან მოქმედებდა. პრემიერლიგაში მსაჯებს უფლება მისცეს, შეერჩიათ საკუთარი უნიფორმის ფერი მეტოქე გუნდების ფორმიდან გამომდინარე. მანკუნიანელთა შავი ფორმა პოპულარობის ზენიტში ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ აიყვანა….

Read more

ჯერი ბათუმსა და ქუთაისზეა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრები. პირველ დღეს, „სტუ-იმედმა” 44:27 დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი”, ხოლო „პეგასმა” 45:38 სძლია „გორს”. სხვა სიტყვებით, პირველ დღეს გაიმარჯვეს გუნდებმა, რომლებიც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და რომელთაც მეორე დღეს მეტოქეები გაცვალეს. სენსაცია არც მეორე დღეს მომხდარა: „პეგასმა” 34:30 აჯობა „სპორტუნის”, ხოლო „სტუ-იმედმა” 46:30 მოუგო „გორს”. ამის მიუხედავად,…

Read more

რაფა ზღაპარში არ შეუშვეს

ჩოგბურთის გურმანები ხელებს იფშვნეტდნენ დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ერთბაშად სამი გენიოსის ხილვის იმედად, მაგრამ ეს იმედი დომინიკ ტიმმა ჩაკლა. 26 წლის ავსტრიელმა რაფაელ ნადალს დიდი მუზარადის ზედიზედ 7 ნახევარფინალისგან შემდგარი სერია 4 საათზე დიდხანს გაგრძელებულ თრილერში შეაწყვეტინა – 7:6, 7:6, 4:6, 7:6. ძნელი სათქმელია, ამით ჩოგბურთმა მოიგო თუ წააგო, მაგრამ ერთი სუპერშოუ კი მოვისაკლისეთ. რაფას…

Read more

ლივერპულმა სასწრაფოდ უნდა წააგოს

პრემიერლიგაში ინტრიგა მოკლეს. იურგენ კლოპმა და ალბათ ისტორიაში ყველაზე დაბალასებულმა „ლივერპულმა“ ყველა მეტოქეს სკალპი ახადა და ახლა სტატისტიკასღა ებრძვის. სხვა რა დავარქვათ იმას, რაც ხდება? 16-ქულიანი ჰანდიკაპი „სიტისთან” და ერთი მატჩიც თადარიგში, 23 ტურში მოპოვებული 22 გამარჯვება და ერთადერთი ფრე… მერე? შეძლებს კლოპის გუნდი სეზონის 101 ქულით ჩამთავრებას და „სიტის“ 100-ქულიანი შედეგის გაუმჯობესებას? შეძლებს „ლივერპული“…

Read more

ის მოკვდება! ის ნამდვილად მოკვდება!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა ედ ვუდვორდის სახლს მაშხალები და ბოლის მფრქვეველი ყუმბარები დაუშინეს. ეს ჩეშირში მოხდა, სადაც რადიკალებმა, რომლებიც თავს „კაცებს შავებში” უწოდებენ, კლუბის ამერიკელი მეპატრონეების, გლეიზერების წინააღმდეგ აქცია გამართეს. თავდამსხმელთა რაოდენობა ოციდან ოცდაათამდე გახლდათ. მათ ტრადიციული შავი ტანსაცმელი ეცვათ და თავს ბალაკლავები ეხურათ, სახეებს მალავდნენ. დღეს „კარაბაოს თასზე” მანჩესტერული დერბია. პროტესტიც, ალბათ, საგანგებოდ დაამთხვიეს წინა…

Read more

ბექა!

„ის ჩვენი გუნდის სული და გული იყო, ლიდერი მინდორზე და გასახდელში. ახლა კლუბში მოვლენების განვითარების ორი გზაა: ან ტრაგედიით შეძრული „გროლე“ განადგურდება, ან ეს დრამა ჩვენს ბიჭებს უფრო მეტად შეკრავს ერთ მუშტად, ისინი ბექას ნაცვლად, განსაკუთრებული სულისკვეთებით ითამაშებენ და მის ხსოვნას წარმატებებს მიუძღვნიან“, – ასე გამოეხმაურა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ავტოკატასტროფაში დაღუპვას გუნდის თავკაცი ჟან-კრისტოფ…

Read more

შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო

“არ ვარ მზად, მაგრამ, აჰა, მაინც აქ ვზივარ. ვზივარ და ვცდილობ. რამდენჯერაც დავიწყე წერა, იმდენჯერ ტირილმა მაჯობა. მახსენდები შენ, ჯიდი და ის ძმობა, ჩვენ რომ გვქონდა. კვირას დილით თურმე ბოლოჯერ გავიგონე შენი ხმა – ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. გპირდები, რომ გავაგრძელებ შენს მემკვიდრეობას “ლეიკერსში”, სანამ ისევ არ შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო” – ეს სიტყვები…

Read more

მილიონერები მეორე ასეულიდან

ხშირად ჩვენი ფეხბურთელები წუწუნებენ, რომ მათ კარიერას და სატრანსფერო ღირებულებას საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბალი რეიტინგი აფერხებს, ანუ FIFA-ს რეიტინგის პირველი ასეულის მაჩანჩალა საქართველოდან ფეხბურთელებს ან ყურადღებას არ აქცევენ, ან სათანადოდ არ აფასებენ. გადავწყვიტეთ, ეს მითი დავამსხვრიოთ. გვინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ იმ ფეხბურთელთაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, ვისი ეროვნული გუნდებიც მსოფლიო რეიტინგის მეორე ასეულში არიან. პოზიციის შემდეგ მითითებულია…

Read more

ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე

ისე მოხდა, რომ გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა მიერ გატანილი ორი ლელოდან ერთი ჩვენი ნაკრების ყოფილმა წევრმა გაიტანა, ხოლო მეორე – მომავალმა ბორჯღალოსანმა. ვეტერანით დავიწყოთ: ირაკლი მირცხულავა 31 წლისაა და ბორჯღალოსანთა შორის რამდენიმე მატჩი აქვს გამართული. ფოთელი მარჯვენა ბურჯი დღესდღეობით ფრანგულ პრო დ 2-ში მოასპარეზე „ოიონას“ ღირსებას აგერ უკვე მეოთხე სეზონია იცავს და მთელი ეს ხანი…

Read more

შუა თითები

„მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ იტალიურ რესტორანში „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაინახა და ორივე ხელის შუა თითი აჩვენა. ეს ამბავი, ჩეშირში, ჰეილ ვილიჯში მოხდა და ჩასაფრებულმა ინგლისელმა პაპარაცებმა გადაიღეს. 29 წლის ესპანელი მეკარე და 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 2009-2011 წლებში, მადრიდის „ატლეტიკოში” თანაგუნდელები იყვნენ და დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ. დე ხეა და აგუერო…

Read more

ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია

ჯერ სულ ცინცხალი ამბავი: როჯერ ფედერერი ხუთსეტიანი თრილერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და შეიქნა უხუცესი 1977 წლის შემდეგ, ვისაც ამ ეტაპზე გაუღწევია. მის მეტოქეს კი ქება და დიდება: ამერიკელი ტენის სანდგრენი აქამდე მსოფლიოს მე-100 ჩოგანი იყო და მეოთხედფინალში გასვლით 44-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ნახტომი მაშინ გენახათ, როჯერისთვისაც რომ მოეგო. არადა, რა ახლოს იყო!!!…

Read more

იურგენ, რასაც თქვენ აკეთებთ, ეგოიზმია!

იურგენ კლოპმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ერთგვარი ბოიკოტირება სცადა, რაზეც გამწარებული კაცის პასუხი მიიღო. „ლივერპულის” თავკაცი უარს ამბობს, როგორც მწვრთნელმა, პირადად მიიღოს მონაწილეობა „შრუსბერისთან” საპასუხო შეხვედრაში და თამაშზე ჭაბუკთა გუნდის გაშვებას აპირებს. გერმანელის ასეთი დამოკიდებულება ბევრს არ ესიამოვნა, ვინაიდან „ლივერპულსა” და „შრუსბერის” შორის გამარჯვებულს მეხუთე რაუნდში „ჩელსი” ელოდება. მერსისაიდელებს „შრუსბერის” წინააღმდეგობის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. შესაბამისად,…

Read more

საფრანგეთში ქართველი მორაგბე დაიღუპა

საფრანგეთში ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. “გროლეს” 27 წლის მოთამაშე “ლავორთან” მატჩზე მიდიოდა, როდესაც ავტოკატასტროფაში მოყვა. მომხდარის გამო მატჩი აღარ ჩატრადა. სარბიელელები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბექა ბურდიაშვილის დაღუპვის გამო.  

Read more

ესპანეთი!

სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ესპანეთის ხელბურთელ კაცთა ნაკრები გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, ვინც ევროპის უძლიერესის ტიტული შეინარჩუნა. აქამდე ეს მხოლოდ შვედებს მოეხერხებინათ 2002 წელს. 17 769 მაყურებლის წინაშე ესპანელებმა ხორვატებს 22:20 მოუგეს. რაც ევროები ტარდება, ფინალში ამაზე დაბალი ანგარიში მხოლოდ ორჯერ იყო. იბერიელთა გამარჯვებას სანტანდერში დაბადებულმა ყირგიზმა მარჯვენა ინსაიდმა ალექს დუიშებაევმა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე…

Read more

ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე

ესპანელებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ბუდაპეშტიდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ მიდიან. უნგრეთის დედაქალაქში, ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა გარდა ქალთა შორისაც მიმდინარეობდა და ჩემპიონობა სწორედ ესპანელმა მანდილოსნებმა იზეიმეს, რომლებმაც ფინალში რუსები დაჯაბნეს. ვაჟებში კი პირველობა უნგრეთმა გაიფორმა. მასპინძლებმა, რომლებიც წყალბურთის სამშობლოდან კი მიიჩნევიან და სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები გააჩნიათ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეცამეტედ…

Read more

კობი ბრაიანტი დაიღუპა!

ეპოქა დამთავრდა… ლეგენდა წავიდა… სიტყვები ზედმეტია… მსოფლიო პრესა მოულოდნელმა ამბავმა მოიცვა, ლეიკერსისა და NBA-ს ლეგენდა, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამერიკელი სუპერვარსკვლავი პირადი ვერტმფრენით სამ ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩამოვარდა და მასთან მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ჯერ სულ ესაა…

Read more

კაპიტნის ანტირეკორდი

ერთი  ქართული ფილმის არ იყოს, „ბარსელონას“ შემოლაწუნება ჭირდება. ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ, დიდად ვერც მისი შემცვლელი კიკე სეტიენი ბრწყინავს. მართალია, სეტიენმა გუნდი ჯერ მხოლოდ სამჯერ დამოძღვრა, რომელთაგან ორში იმარჯვა, მაგრამ ვაი ასეთ მოგებებს. კატალონიური გრანდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და აგერ ლა-ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიასთან“ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა – 0:2. ბუნებრივია, ეს კიკე სეტიენის…

Read more

ტამაში შარშია

დოჰაში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე ერთერთ უმთვარეს საკითხად, გერმანული ტელეარხის ARD-ის ჟურნალისტის ხაიო ზეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტური ფილმში IWF-ის რეპუტაციის შემლახავი ბრალდებების განხილვა იყო გატანილი. იქვე გადაწყდა შექმნილიყო დამოუკიდებელ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს და გაარკვიოს გერმანული ტელეარხიდან წამოსულ ბრალდებათა საფუძველი. გარდა ამისა, IWF-ის პრეზიდენტს ტამაშ აიანს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 90 დღით შეუჩერდა უფლებამოსილება,…

Read more

ბოსმანი და მზიური საქართველო

ჟან მარკ ბოსმანის სახელი გაგეგონებათ – უმისოდ დღეს სუფრა არ გაიშლება ევროპაში. იმსიშორეს გაუვარდა სახელი, რომ ყველას უნდა ეს საოცარი ახალგაზრდა კაცი დაპატიჟოს. ძველ და კურთხეულ დროში კი საქმე ისე იყო, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაშით თუ გაიცნობდი. მისი სახელი მისსავე თამაშე იყო დამოკიდებული, თორემ კარიერის დასრულების შემდეგ ესა თუ ის მოთამაშე აღარავის ახსოვდა. ვინც ალღოს…

Read more

დღეს იქნება სამამულო ომი

სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ევრო 2020-ის ბოლოსწინა დღე გერმანიისა და პორტუგალიის მატჩით გაიხსნა. ეს იყო შეხვედრა 5-6 ადგილებისათვის, რომლის ბედიც უკანასკნელ წამს არა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყდა. გერმანიამ მოიგო 29:27 და საბოლოო რეიტინგში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. პორტუგალია მეექვსეა. ორი წლის წინ წინ, ევრო 2018-ზე გერმანელები მეცხრეზე იყვნენ. პორტუგალიისთვის მეექვსე ადგილი ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი…

Read more

ამ ბიჭმა ევროპა ააფეთქა

ვინ არის საიდან მოვიდა ერლინგ ჰოლანდი? „დორტმუნდის“ ახალწვეულზე მთელი ევროპა ლაპარაკობს. „ზალცბურგიდან“ „დორტმუნდში“ 20 მილიონ ევროდ გადაბარგებული 19 წლის თინეიჯერი დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე განხილვადი თემაა. აქამდე მხოლოდ შვიდმა ფეხბურთელმა შეძლო ტოპ-5 ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სამჯერ გაეტანა. ბოლოს ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაახერხა. ჰოლანდმა კი არც სადებიუტო ჰეთ-თრიქი იკმარა და მომდევნო შეხვედრაში (24 იანვარს, კიოლნთან) დუბლი…

Read more

მესია თუ მესია?

„სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებდა და ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გიორგი ჩაკვეტაძესთან საუბარიც მოვასწარი: – გიო, მე და ჩემს კოლეგებს ხანდახან გაზვიადება და გაღმერთება გვიყვარს. აკეთე ის, რაც გიყვარს და ასეთი თუ უფრო მაგარი პრიზები თავისით მოვა. ეს საუბარი ჯანო ანანიძესა და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის კონტრაქტის გაწყვეტამ გამახსენა. ჯანოც და გიოც ხომ ის ფეხბურთელები არიან, თავის დროზე…

Read more

რუსეთს ქართველი დააკლდა

ბექა მიქელთაძემ ყაზანის “რუბინი” დატოვა. ამის შესახებ 22 წლის ფეხბურთელმა საკუთარ Instagram-ზე დაწერა: „მადლობა ყველას. წარმატებები „რუბინს“. მიქელთაძე რუსეთის თათარსტანში 2019 წლის ზაფხულში, ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ გადავიდა, მან გუნდთან ერთად თურქეთში მიმდინარე ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი გუნდს გამოემშვიდობა. თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „რუბინში“ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. „რუბინში“…

Read more

სამი კანდიდატის ამბავი

მოგეხსენებათ, 30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართება, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება. ჰოდა, პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობაც უკვე საბოლოოდ გაირკვა. მომდევნო 4 წლის, ანუ ერთი სრული სარაგბო ციკლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირს უხელმძღვანელებს შემდეგი სამი ფუნქციონერიდან ერთ-ერთი: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე ან ირაკლი აბუსერიძე. ამ წერილში ვეცდებით, სამივე კანდიდატის შანსები მოკლედ მიმოვიხილოთ და შევაფასოთ. ბაჩო…

Read more

ტოჩინოშინის დაღმასვლა

10 დღის შემდეგ, ტოჩინოშინს ბალანსი 5:5-ზე ჰქონდა და, მიუხედავად ტრავმისა, რას ვიფიქრებდით, რომ შემდეგი ოთხი ორთაბრძოლიდან ოთხივეში დამარცხდებოდა. სუმოში ასეა, რაც ბაშოს ბოლოსკენ მიდიხარ, უფრო რთულ მოწინააღმდეგეები გხვდება, მაგრამ ექს-ოძეკისგან მაინც მეტს ელოდები. ექს-ოძეკების ჯახი, შეიძლება ასეც მოვიხსენიოთ ტაკაიასუსა და ტოჩინოშინის შერკინება. ერთ დროს სუმოს თავში მდგარნი, დღეს ისე მძლავრად ვეღარ გამოიყურებიან. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი იგებდა…

Read more

ქართველი ქალების დაძაბული ბურთაობა

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის მორიგ მატჩებს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ დღეს „ქარიშხალამ” მოუგო „სამტრედიას” 30:27, ხოლო „პეგასმა” სძლია „აჭარას” 24:17. საინტერესო გამოდგა „ქარიშხალასა” და „სამტრედიის” შეხვედრა, რომელიც ბოლომდე დაძაბული გახლდათ. მეორე დღის მატჩები კი ასე დასრულდა: „სამტრედია” – „პეგასი” 25:20, „ქარიშხალა” – „აჭარა” 23:20. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. 7 თამაშიდან 14 ქულით ლიდერობს „ქარიშხალა”….

Read more

არნახული სიგიჟე სტოკჰოლმში

ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის პირველი ფინალისტის გამოვლენას, სტოკჰოლმის „ტელე 2 არენის” გადავსებულ 16 ათასიან დარბაზში ორი დამატებითი დრო დასჭირდა: ხორვატებმა ნორვეგიას 29:28 მოუგეს და ისტორიაში მესამედ გავიდნენ ევროს ფინალში. გამარჯვების გოლი დაცვის სპეციალისტმა ჟელიკო მუსამ გაიტანა. ძირითადი დროის პირველ ტაიმში, ნაქებ ნორვეგიას, რომლის სწრაფი, კომბინაციური თამაში 9 იანვრიდან მოყოლებული საყოველთაო აღტაცებას იწვევდა, ხორვატების თავგადაკლული, შეუვალი…

Read more

სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?

ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ. რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება. უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი…

Read more

როჯერის რთული მეასე

„ერთი პერიოდი იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, პრესკონფერენციაზე თუ რა ახსნა უნდა მომეძებნა მარცხისთვის,“ – იტყვის მოგვიანებით როჯერ ფედერერი. გენიალურ შვეიცარიელ მეჩოგნეს თავის მართლება აღარ დაჭირდება. ყველაზე კრიტიკულ მომენტში „რკინის როჯერმა“ გააკეთა ის, რაც თავისი არაჩვეულებრივი კარიერის მანძილზე ხშირად გაუკეთებია და ავსრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში გავიდა. ჯონი მილმანს კი ქება და ქება ეკუთვნის. აშკარაა, რომ…

Read more

კოცნა და ცრემლი

„ყველაზე საშინელი მომენტი, რაც კორტზე გადამიტანია,“ – ეს რაფა ნადალის სიტყვებია. ავსტრალიის ღია პირველობაზე ფედერიკო დელბონისთან შეხვედრისას (ესპანელმა 6:3, 7:6, 6:1 მოიგო) რაფამ უხერხულად მიიღო ბურთი და მსაჯის კოშკურასთან მდგომ გოგონას თავში მოარტყა. ნადალი მაშინვე გოგონასთან მივარდა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგადაა, ნამატჩევს კი მას და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა: “მაპატიეთ. შემთხვევითობა იყო, ანიტა…

Read more

საქართველომ ათეული დახურა

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა რიგით 34-ე ევრო პირველობაზე, საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩის მოგებასთან და შესაბამისად საუკეთესო 9 გუნდში მოხვედრასთან ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ არ გამოვიდა, რაც ალბათ გამოცდილების ნაკლებობასთან ერთად, მეტოქის შეუპოვრობით და ხასიათის სიმტკიცით იყო გამოწვეული. გერმანელები რომ ნებისმიერ სპორტში მედგრად დგანან და რაც უნდა ცუდად მისდიოდეთ საქმე ყურებს არასოდეს ყრიან, არახალი ამბავია. მათ ეს…

Read more

ტოჩი უარყოფითში წავიდა

ჰაცუ ბაშოს მეცამეტე დღეს, სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. არც ველოდით, რომ გოეიდო ამ შერკინებაში მონაწილეობას მიიღებდა, რადგან მაკე-კოში (უარყოფით ბალანსი) უკვე დაფიქსირებული ჰქონდა და რეიტინგის მხრივ ასპარეზობის გაგრძელება ვერანაირ შედეგს მოუტანდა. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ქართველს 18:10-ს ამარცხებდა და, სამწუხაროდ, მისი გამარჯვებების მარაგს კიდევ ერთი შემატა. ოძეკიმ, მარტივად, იორიკირის კიმარიტეთი (ილეთით) ჩვენებური დოჰიოს მიღმა გადაიყვანა. ლევანმა…

Read more

მაინც რუსებთან გატეხეს…

როგორც იქნა, „ბასკონიამ“ რუსული წყევლა მოიშორა. ვიტორიელებმა, ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ 3 წაგებული თამაშის შემდეგ, რომელთაგან ორი მოსკოვის ცეესკასთან და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ განიცადეს, ნავსი გატეხეს და გამარჯვების გემო ისევ რუსულ კლუბთან გაიხსენეს. მცირე მიკროტრავმის შემდეგ „ხიმკის“ თავისი ერთპიროვნული ლიდერი ალექსანდრე შვედი დაუბრუნდა და მან მასპინძლებს 18 ქულა ჩაუგდო, თუმცა „ბასკონიას“ ქომაგთა სასიხარულოდ ეს საბოლოო წარმატებისთვის…

Read more

ისტორიული მედალი საქართველოსთვის

ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია ელენე გედევანიშვილის შემდეგ, რომელიც ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 2010 და 2012 წლებში. ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ვაჟთა ერთეულებში, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! მორისმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა მიიღო, რაც დისციპლინაში მე-3 შედეგია. საბოლოო ჯამშიც მე-3 ადგილზე გავიდა – 246.71…

Read more

მანე, მანე, მანე?

„ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სადიო მანეს ტრავმის შესახებ ილაპარაკა. მანე სტუმრად „ვულვერჰემპტონთან” შეხვედრის 33-ე წუთზე დაშავდა. მერსისაიდელებმა  2:1 მოიგეს. გერმანელმა თქვა, რომ სენეგალელმა კუნთი იტკინა და მან ის თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ „წითლებმა” ანგარიში მე-8 წუთზევე გახსნეს — ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან ჯორდან ჰენდერსონმა თავურით შეაგდო, — იოლად არ მოუგიათ. რაულ…

Read more

ბასილაშვილი: ავსტრალია დამთავრდა, ქულები წავიდა…

90 სარეიტინგო ქულა ავსტრალიაში დამწვარი ტყეებივით დაიფერფლა. პროგრამა მინიმუმიც, რისიც გულშემატკივარს ასე ეიმედებოდა, ვერ შესრულდა. ფერნანდო ვერდასკომ, ის მესამე წრეში თან გაიყოლა. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა და ამით რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებას ვერ აცდება. მეორე ეტაპზე, ქართველმა მეჩოგნემ ვეტერანი ესპანელის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მელბურნის კორტებზე შარშან გამომუშავებული ქულები დაკარგა. ასე რომ…

Read more

წაგებულის გამართლება

ტაკაკეიშო მარტში ოძეკი იქნება, რადგან, ექს-ოძეკებიმ, ტაკაიასუმ და გოეიდომ ჩემპიონის შესაფერისი სუმო ვერ აჩვენეს, ერთადერთი წოდება კი, რომელიც არ ქვეითდება – იოკოძუნაა. გახსოვთ 2019 წლის ჰარუ (მარტის) ბაშო? მაშინ ბრძოლა ოძეკობისთვის შედგა – ტოჩი თუ მოიგებდა, ამ წოდებას შეინარჩუნებდა, თუ წააგებდა – დაქვეითდებოდა. ტაკაკეიშო თუ მოიგებდა გახდებოდა, თუ წააგებდა – ვერა… სამწუხაროდ, მაშინ იაპონელმა მოიგო,…

Read more

58 წლის შემდეგ!

„მანჩესტერ იუნაიტდის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გასაჭირშია — მის გუნდს „ბარნლიმ” მოუგო (2:0), თან „ოლდ ტრეფორდზე”, და პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირა. შონ დაიკის მოთამაშეთაგან გოლები გაიტანეს კრის ვუდმა და ჯეი როდრიგესმა. „იუნაიტედმა” საშინლად ითამაშა. გულშემატკივრები „ოცნებათა თეატრს” საფინალო სასტვენამდე კარგა ხნით ადრე ტოვებდნენ. „ხელები უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ ცუდად ვითამაშეთ, — თქვა…

Read more

ხორვატიის უშიშრობაზე დასკვნას ნორვეგია დადებს

შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში დასრულდა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპი. დარჩა მატჩი 5-6 ადგილებისთვის, ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. მთავარი ეტაპის I ჯგუფში ხორვატიამ კინაღამ მოუგო ესპანეთს, მაგრამ იბერიელებმა ბოლოწამს გაქვითეს — 22:22. შედეგად, პირველი ადგილი ესპანელებს დარჩათ, მეორე კი ხორვატებს. ამ თამაშის შესახებ სხვანაირადაც შეიძლება ითქვას: ქამბექების დიდოსტატმა ხორვატიამ ესპანელებს ექვსქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და…

Read more

ჯანო კუნძულზე

11 წლის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკიდან“ აბარგებულმა ჯანო ანანიძემ კვიპროსს მიაშურა და კარიერას „ანართოზისში“ გააგრძელებს.  საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმც პირობები ჯერ არ გახმაურებულა. ჯანო „ანართოზისში“ თავს უცხოდ არ იგრძნობს, რადგანაც მწვრთნელის გარდა მას კუნძულზე ეროვნულ გუნდში პარტნიორები – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა დახვდებიან. შეგახსენებთ, ჯანო…

Read more

მეზობელი უკან დარჩა

მიჯრით 3 წაგებული მატჩის შემდეგ, განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მერვედფინალში რუსეთთან დრამატულ დაპრისპირებაში მინიმალური ანგარიშით მარცხი რომ იყო, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა თურქეთის ნაკრები დაიბრიყვეს. მეზობლებთან ჩვენები იმთავითვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ის ფაქტი, რომ აუზიდან გამარჯვებულები ამოვიდნენ, სიურპრიზი არავისთვის იყო. 12:6 – ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართველი წყალბურთელების უპირატესობა სოლიდური იყო….

Read more