თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრები. პირველ დღეს, „სტუ-იმედმა” 44:27 დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი”, ხოლო „პეგასმა” 45:38 სძლია „გორს”. სხვა სიტყვებით, პირველ დღეს გაიმარჯვეს გუნდებმა, რომლებიც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და რომელთაც მეორე დღეს მეტოქეები გაცვალეს. სენსაცია არც მეორე დღეს მომხდარა: „პეგასმა” 34:30 აჯობა „სპორტუნის”, ხოლო „სტუ-იმედმა” 46:30 მოუგო „გორს”. ამის მიუხედავად,...
რაფა ზღაპარში არ შეუშვეს
ჩოგბურთის გურმანები ხელებს იფშვნეტდნენ დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ერთბაშად სამი გენიოსის ხილვის იმედად, მაგრამ ეს იმედი დომინიკ ტიმმა ჩაკლა. 26 წლის ავსტრიელმა რაფაელ ნადალს დიდი მუზარადის ზედიზედ 7 ნახევარფინალისგან შემდგარი სერია 4 საათზე დიდხანს გაგრძელებულ თრილერში შეაწყვეტინა – 7:6, 7:6, 4:6, 7:6. ძნელი სათქმელია, ამით ჩოგბურთმა მოიგო თუ წააგო, მაგრამ ერთი სუპერშოუ კი მოვისაკლისეთ. რაფას...
ლივერპულმა სასწრაფოდ უნდა წააგოს
პრემიერლიგაში ინტრიგა მოკლეს. იურგენ კლოპმა და ალბათ ისტორიაში ყველაზე დაბალასებულმა „ლივერპულმა“ ყველა მეტოქეს სკალპი ახადა და ახლა სტატისტიკასღა ებრძვის. სხვა რა დავარქვათ იმას, რაც ხდება? 16-ქულიანი ჰანდიკაპი „სიტისთან” და ერთი მატჩიც თადარიგში, 23 ტურში მოპოვებული 22 გამარჯვება და ერთადერთი ფრე… მერე? შეძლებს კლოპის გუნდი სეზონის 101 ქულით ჩამთავრებას და „სიტის“ 100-ქულიანი შედეგის გაუმჯობესებას? შეძლებს „ლივერპული“...
ის მოკვდება! ის ნამდვილად მოკვდება!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა ედ ვუდვორდის სახლს მაშხალები და ბოლის მფრქვეველი ყუმბარები დაუშინეს. ეს ჩეშირში მოხდა, სადაც რადიკალებმა, რომლებიც თავს „კაცებს შავებში” უწოდებენ, კლუბის ამერიკელი მეპატრონეების, გლეიზერების წინააღმდეგ აქცია გამართეს. თავდამსხმელთა რაოდენობა ოციდან ოცდაათამდე გახლდათ. მათ ტრადიციული შავი ტანსაცმელი ეცვათ და თავს ბალაკლავები ეხურათ, სახეებს მალავდნენ. დღეს „კარაბაოს თასზე” მანჩესტერული დერბია. პროტესტიც, ალბათ, საგანგებოდ დაამთხვიეს წინა...
ბექა!
„ის ჩვენი გუნდის სული და გული იყო, ლიდერი მინდორზე და გასახდელში. ახლა კლუბში მოვლენების განვითარების ორი გზაა: ან ტრაგედიით შეძრული „გროლე“ განადგურდება, ან ეს დრამა ჩვენს ბიჭებს უფრო მეტად შეკრავს ერთ მუშტად, ისინი ბექას ნაცვლად, განსაკუთრებული სულისკვეთებით ითამაშებენ და მის ხსოვნას წარმატებებს მიუძღვნიან“, – ასე გამოეხმაურა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ავტოკატასტროფაში დაღუპვას გუნდის თავკაცი ჟან-კრისტოფ...
შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო
“არ ვარ მზად, მაგრამ, აჰა, მაინც აქ ვზივარ. ვზივარ და ვცდილობ. რამდენჯერაც დავიწყე წერა, იმდენჯერ ტირილმა მაჯობა. მახსენდები შენ, ჯიდი და ის ძმობა, ჩვენ რომ გვქონდა. კვირას დილით თურმე ბოლოჯერ გავიგონე შენი ხმა – ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. გპირდები, რომ გავაგრძელებ შენს მემკვიდრეობას “ლეიკერსში”, სანამ ისევ არ შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო” – ეს სიტყვები...
მილიონერები მეორე ასეულიდან
ხშირად ჩვენი ფეხბურთელები წუწუნებენ, რომ მათ კარიერას და სატრანსფერო ღირებულებას საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბალი რეიტინგი აფერხებს, ანუ FIFA-ს რეიტინგის პირველი ასეულის მაჩანჩალა საქართველოდან ფეხბურთელებს ან ყურადღებას არ აქცევენ, ან სათანადოდ არ აფასებენ. გადავწყვიტეთ, ეს მითი დავამსხვრიოთ. გვინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ იმ ფეხბურთელთაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, ვისი ეროვნული გუნდებიც მსოფლიო რეიტინგის მეორე ასეულში არიან. პოზიციის შემდეგ მითითებულია...
ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე
ისე მოხდა, რომ გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა მიერ გატანილი ორი ლელოდან ერთი ჩვენი ნაკრების ყოფილმა წევრმა გაიტანა, ხოლო მეორე – მომავალმა ბორჯღალოსანმა. ვეტერანით დავიწყოთ: ირაკლი მირცხულავა 31 წლისაა და ბორჯღალოსანთა შორის რამდენიმე მატჩი აქვს გამართული. ფოთელი მარჯვენა ბურჯი დღესდღეობით ფრანგულ პრო დ 2-ში მოასპარეზე „ოიონას“ ღირსებას აგერ უკვე მეოთხე სეზონია იცავს და მთელი ეს ხანი...
შუა თითები
„მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ იტალიურ რესტორანში „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაინახა და ორივე ხელის შუა თითი აჩვენა. ეს ამბავი, ჩეშირში, ჰეილ ვილიჯში მოხდა და ჩასაფრებულმა ინგლისელმა პაპარაცებმა გადაიღეს. 29 წლის ესპანელი მეკარე და 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 2009-2011 წლებში, მადრიდის „ატლეტიკოში” თანაგუნდელები იყვნენ და დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ. დე ხეა და აგუერო...
ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია
ჯერ სულ ცინცხალი ამბავი: როჯერ ფედერერი ხუთსეტიანი თრილერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და შეიქნა უხუცესი 1977 წლის შემდეგ, ვისაც ამ ეტაპზე გაუღწევია. მის მეტოქეს კი ქება და დიდება: ამერიკელი ტენის სანდგრენი აქამდე მსოფლიოს მე-100 ჩოგანი იყო და მეოთხედფინალში გასვლით 44-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ნახტომი მაშინ გენახათ, როჯერისთვისაც რომ მოეგო. არადა, რა ახლოს იყო!!!...









