თვე: იანვარი 2020

Home 2020 იანვარი
იურგენ, რასაც თქვენ აკეთებთ, ეგოიზმია!
ჩანაწერი

იურგენ, რასაც თქვენ აკეთებთ, ეგოიზმია!

იურგენ კლოპმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ერთგვარი ბოიკოტირება სცადა, რაზეც გამწარებული კაცის პასუხი მიიღო. „ლივერპულის” თავკაცი უარს ამბობს, როგორც მწვრთნელმა, პირადად მიიღოს მონაწილეობა „შრუსბერისთან” საპასუხო შეხვედრაში და თამაშზე ჭაბუკთა გუნდის გაშვებას აპირებს. გერმანელის ასეთი დამოკიდებულება ბევრს არ ესიამოვნა, ვინაიდან „ლივერპულსა” და „შრუსბერის” შორის გამარჯვებულს მეხუთე რაუნდში „ჩელსი” ელოდება. მერსისაიდელებს „შრუსბერის” წინააღმდეგობის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. შესაბამისად,...

საფრანგეთში ქართველი მორაგბე დაიღუპა
ჩანაწერი

საფრანგეთში ქართველი მორაგბე დაიღუპა

საფრანგეთში ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. “გროლეს” 27 წლის მოთამაშე “ლავორთან” მატჩზე მიდიოდა, როდესაც ავტოკატასტროფაში მოყვა. მომხდარის გამო მატჩი აღარ ჩატრადა. სარბიელელები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბექა ბურდიაშვილის დაღუპვის გამო.  

ესპანეთი!
ჩანაწერი

ესპანეთი!

სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ესპანეთის ხელბურთელ კაცთა ნაკრები გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, ვინც ევროპის უძლიერესის ტიტული შეინარჩუნა. აქამდე ეს მხოლოდ შვედებს მოეხერხებინათ 2002 წელს. 17 769 მაყურებლის წინაშე ესპანელებმა ხორვატებს 22:20 მოუგეს. რაც ევროები ტარდება, ფინალში ამაზე დაბალი ანგარიში მხოლოდ ორჯერ იყო. იბერიელთა გამარჯვებას სანტანდერში დაბადებულმა ყირგიზმა მარჯვენა ინსაიდმა ალექს დუიშებაევმა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე...

ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე
ჩანაწერი

ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე

ესპანელებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ბუდაპეშტიდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ მიდიან. უნგრეთის დედაქალაქში, ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა გარდა ქალთა შორისაც მიმდინარეობდა და ჩემპიონობა სწორედ ესპანელმა მანდილოსნებმა იზეიმეს, რომლებმაც ფინალში რუსები დაჯაბნეს. ვაჟებში კი პირველობა უნგრეთმა გაიფორმა. მასპინძლებმა, რომლებიც წყალბურთის სამშობლოდან კი მიიჩნევიან და სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები გააჩნიათ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეცამეტედ...

კობი ბრაიანტი დაიღუპა!
ჩანაწერი

კობი ბრაიანტი დაიღუპა!

ეპოქა დამთავრდა… ლეგენდა წავიდა… სიტყვები ზედმეტია… მსოფლიო პრესა მოულოდნელმა ამბავმა მოიცვა, ლეიკერსისა და NBA-ს ლეგენდა, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამერიკელი სუპერვარსკვლავი პირადი ვერტმფრენით სამ ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩამოვარდა და მასთან მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ჯერ სულ ესაა…

კაპიტნის ანტირეკორდი
ჩანაწერი

კაპიტნის ანტირეკორდი

ერთი  ქართული ფილმის არ იყოს, „ბარსელონას“ შემოლაწუნება ჭირდება. ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ, დიდად ვერც მისი შემცვლელი კიკე სეტიენი ბრწყინავს. მართალია, სეტიენმა გუნდი ჯერ მხოლოდ სამჯერ დამოძღვრა, რომელთაგან ორში იმარჯვა, მაგრამ ვაი ასეთ მოგებებს. კატალონიური გრანდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და აგერ ლა-ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიასთან“ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა – 0:2. ბუნებრივია, ეს კიკე სეტიენის...

ტამაში შარშია
ჩანაწერი

ტამაში შარშია

დოჰაში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე ერთერთ უმთვარეს საკითხად, გერმანული ტელეარხის ARD-ის ჟურნალისტის ხაიო ზეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტური ფილმში IWF-ის რეპუტაციის შემლახავი ბრალდებების განხილვა იყო გატანილი. იქვე გადაწყდა შექმნილიყო დამოუკიდებელ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს და გაარკვიოს გერმანული ტელეარხიდან წამოსულ ბრალდებათა საფუძველი. გარდა ამისა, IWF-ის პრეზიდენტს ტამაშ აიანს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 90 დღით შეუჩერდა უფლებამოსილება,...

ბოსმანი და მზიური საქართველო
ჩანაწერი

ბოსმანი და მზიური საქართველო

ჟან მარკ ბოსმანის სახელი გაგეგონებათ – უმისოდ დღეს სუფრა არ გაიშლება ევროპაში. იმსიშორეს გაუვარდა სახელი, რომ ყველას უნდა ეს საოცარი ახალგაზრდა კაცი დაპატიჟოს. ძველ და კურთხეულ დროში კი საქმე ისე იყო, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაშით თუ გაიცნობდი. მისი სახელი მისსავე თამაშე იყო დამოკიდებული, თორემ კარიერის დასრულების შემდეგ ესა თუ ის მოთამაშე აღარავის ახსოვდა. ვინც ალღოს...

დღეს იქნება სამამულო ომი
ჩანაწერი

დღეს იქნება სამამულო ომი

სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ევრო 2020-ის ბოლოსწინა დღე გერმანიისა და პორტუგალიის მატჩით გაიხსნა. ეს იყო შეხვედრა 5-6 ადგილებისათვის, რომლის ბედიც უკანასკნელ წამს არა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყდა. გერმანიამ მოიგო 29:27 და საბოლოო რეიტინგში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. პორტუგალია მეექვსეა. ორი წლის წინ წინ, ევრო 2018-ზე გერმანელები მეცხრეზე იყვნენ. პორტუგალიისთვის მეექვსე ადგილი ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი...

ამ ბიჭმა ევროპა ააფეთქა
ჩანაწერი

ამ ბიჭმა ევროპა ააფეთქა

ვინ არის საიდან მოვიდა ერლინგ ჰოლანდი? „დორტმუნდის“ ახალწვეულზე მთელი ევროპა ლაპარაკობს. „ზალცბურგიდან“ „დორტმუნდში“ 20 მილიონ ევროდ გადაბარგებული 19 წლის თინეიჯერი დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე განხილვადი თემაა. აქამდე მხოლოდ შვიდმა ფეხბურთელმა შეძლო ტოპ-5 ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სამჯერ გაეტანა. ბოლოს ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაახერხა. ჰოლანდმა კი არც სადებიუტო ჰეთ-თრიქი იკმარა და მომდევნო შეხვედრაში (24 იანვარს, კიოლნთან) დუბლი...