წელი: 2019

Home 2019
ბასილაშვილი ჰამბურგში მეოთხე ნომრად მიბრუნდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ჰამბურგში მეოთხე ნომრად მიბრუნდა

ტურნირი, რომელსაც ჩოგბურთის და ზოგადად სპორტის ქართველი ქომაგი ელოდა დაიწყო. რა თქმა უნდა, ჰამბურგის საჩოგბურთო შეჯიბრი მასტერსებისგან, მით უფრო დიდი სლემებისგან შორს დგას, მაგრამ მაინც საკმაოდ წარმომადგენლობითია და 500 სარეიტინგო ქულას იძლევა. რატომ ველით? მისი ბოლო გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ, რომელსაც ტიტულის დაცვა მართებს, რაც იმაზე უფრო რთულია, ვიდრე შარშან გაჩემპიონება იყო. მიუხედავად იმისა, რომ...

უჟმური, ამპარტავანი, და უზრდელი „მანჩესტერ სიტი”
ჩანაწერი

უჟმური, ამპარტავანი, და უზრდელი „მანჩესტერ სიტი”

„მანჩესტერ სიტი” ჩინეთში იყო, მაგრამ, ვაი, ასეთ ყოფნას — კომუნისტური ქვეყნის სახელმწიფო მედიამ პრემიერლიგის ჩემპიონს სულ ქედმაღალი და უპატივცემულო უწოდა. საინფორმაციო სააგენტო „ჟინჰუამ”, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ცხადია ხელისუფლების აზრს გამოხატავს, „ქალაქელებზე” დაწერა, რომ ისინი ფულს არიან დახარბებულები და სხვა ფასეულობები არ გააჩნიათ. სტატიას ჰქვია: „ჩინელი გულშემატკივრის სიყვარული „მანჩესტერ სიტისადმი” მათსავე ქვეყანაში დაუფასებელი დარჩა”. მასში...

ბაქოში ჯერ ვერცხლია
ჩანაწერი

ბაქოში ჯერ ვერცხლია

აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენს შორის ქართველებიც არიან. ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები საკუთარ ძალებს მოსინჯავენ მძლეოსნობაში, ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, ძიუდოში და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის იბრძოდნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები 45 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში. პრიზიორთა შორის არიან ქართველი...

ისტორიული ხელფასის ზღვარზე
ჩანაწერი

ისტორიული ხელფასის ზღვარზე

გარეთ ბეილი ისტორიულ წინადადებას განიხილავს — მას შეუძლია გახდეს ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც კვირაში მილიონ გირვანქას მიიღებს. მილიონი გირვანქა 1,25 მილიონ დოლარს ან 1,1 მილიონ ევროს უდრის. ყველაფერი კი „რეალის” მწვრთნელის ზინედინ ზიდანის განცხადებას მოჰყვა. ფრანგმა თქვა, ბეილი მადრიდიდან რაც მალე წავა, მით უკეთესი იქნებაო და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩინური სუპერლიგის კლუბმა...

როგორ გალახეს კიტა
ჩანაწერი

როგორ გალახეს კიტა

პროფესიონალურ კრივს არაერთი სახელოვანი და დაუმარცხებელი მოჩხუბარი ჰყოლია, მხოლოდ მაიკ ტაისონის ან ფლოიდ მეივეზერის ხსენება რად ღირს. უპრიანი იქნება თუ მათ რიცხვში მენი პიკაიოსაც ჩავწერთ. ის თანამედროვე  პროფესიონალური კრივის მართლაც რომ გამორჩეული წარმომადგენელია. ისე, რაღა თანამედროვეობის, ფილიპინელი სპორტსმენი ხომ უკვე 40 წლის გახლავთ და რინგზე მუშტების ქნევა პროფესიად გასულ საუკუნეში გაიხადა. მოკლედ, მენი პიკაიო საშუალო...

მესი: ბოდიში!
ჩანაწერი

მესი: ბოდიში!

ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებმა რომ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანა, ფეხბურთის ქომაგს შეხსენება არ სჭირდება. ისიც კარგად გეხსომებათ, მასპინძლებმა ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს და საფეხბურთო კუთხით უმთავრეს მტერ არგენტინის ნაკრებს 2:0 რომ მოუგეს, ფინალში კი პერუ დაამარცხეს. არგენტინელებს არც ის უნდა დავიწყებოდათ, რომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია...

როჯერის კორიდა
ჩანაწერი

როჯერის კორიდა

ის ლეგენდაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. არა მხოლოდ ჩოგბურთის, საერთოდ სპორტის. ამიტომაც ჰქონდა, აქვს და ექნება აუარებელი შეთავაზებები მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საჩვენებელ მატჩებში და ვეჭვობთ, ეს მისი დიადი კარიერის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, ის ხომ როჯერ ფედერერია. შვეიცარიელ მაესტროს უამრავი საჩოგბურთო რეკორდი დაუმხია და მათი ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. სადაც უნდა იყოს, მის თამაშებს ყოველთვის ათასობით ადამიანი...

რატომ წავიდა რონალდინიო ბარსელონაში?
ჩანაწერი

რატომ წავიდა რონალდინიო ბარსელონაში?

ზუსტად 16 წლის წინ, 2003 წლის 20 ივლისს, ბრაზილიელმა ჯადოქარმა რონალდინიომ ბარსელონას მიაშურა და ისტორიის დაწერა დაიწყო, თუმცა შეიძლებოდა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო. თურმე, მსოფლიოს ჩემპიონს, ოქროს ბურთის და ჩემპიონთა ლიგის მომგებს სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერში“ გადასვლას სულ 48 საათი აშორებდა, როცა საქმეში კატალონიელები ჩაერთვნენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. “ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მოსაგვარებელი...

ტატიშვილს გულით  წაუგია
ჩანაწერი

ტატიშვილს გულით  წაუგია

ამას წინათ ვწერდით, წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე, სარეკორდო საპრიზო ფონდი – 57 მილიონი დოლარი იქნებაო. რა თქმა უნდა, ეს კოლოსალური თანხა, ტურნირის ყველა ეტაპზე, ერთეულთა თანრიგში, წყვილთა თუ შერეულ წყვილთა შორის გამარჯვებულ-დამარცხებულებზე გადანაწილდება და ცხადია, შესაბამისი რაოდენობის იქნება… დიდ სლემებზე  წმინდა სპორტულის გარდა სხვა წესებიც მოქმედებს, რასაც სპორტსმენთა მხრიდან მაყურებლების პატივისცემა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება...

ბურთი ახტა-დახტა და…
ჩანაწერი

ბურთი ახტა-დახტა და…

ალჟირმა აფრიკის თასი მოიგო. ეგვიპტეში, ფინალურ შეხვედრაში, მან 1:0 მოუგო სენეგალს და ისტორიაში მეორედ (29 წლიანი „შიმშილის” შემდეგ) დაეუფლა კონტინენტის მთავარ სანაკრებო ჯილდოს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბაღდად ბუნეჯამ მე-2 წუთზე გაიტანა. გოლი ერთგვარად ალჟირელთა იღბლის თუ სენეგალელთა უიღბლობის ელემენტს შეიცავდა. იხილეთ ქვემოთ ვიდეო და დაგვეთანხმებით, რომ ისეთი რიკოშეტი, ამ ეპიზოდში რომ მოხდა, ჩვეულებრივ არ ხდება...