წელი: 2019

Home 2019
ანდრეს ინიესტას წერილი ფერნანდო ტორესს
ჩანაწერი

ანდრეს ინიესტას წერილი ფერნანდო ტორესს

  დღეს, იაპონიის ჯეი ლიგაში „საგან ტოსუმ“ „კობესთან“ 1:6 წააგო. ეს გახლდათ შესანიშნავი ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის ბოლო შეხვედრა. კარიერა დასრულდა. მატჩის წინ კი გავრცელდა ესპანეთის ნაკრებში მისი თანაგუნდელისა და ცხოვრებაში მეგობრის, ანდრეს ინიესტას ემოციური გამოსათხოვარი წერილი, რომლის სრულ თარგმანსაც გთავაზობთ. „რა უცნაურია. ოღონდ, არ მითხრა, რომ ასე არ არის, ფერნანდო. ძალიან უცნაურია. უცნაური და...

ბასილაშვილის უხერხული წილი
ჩანაწერი

ბასილაშვილის უხერხული წილი

რამდენიმე დღეც და ჩოგბურთის ქომაგები ნირვანაში გადაეშვებიან. სამეფო სპორტის მილიონობით გულშემატკივრიდან ვისაც გაუმართლებს და ექნება ბედნიერება ბილი ჯინ კინგის უნიკალურ კომპლექსში მატჩებს თვალ-ყური ადგილიდან მიადევნონ უკეთეს, ალბათ, ვერც ინატრებენ, უმეტესობას კი პოპკორნის მომარაგება და ტელევიზორის წინ რბილ სავარძელში ყოფნა მოუწევს. მოკლედ, 26 აგვისტოს,  ნიუ ორკში წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება – ამერიკის ღია პირველობა იწყება,...

სარი მინუს ორით იწყებს
ჩანაწერი

სარი მინუს ორით იწყებს

მაურიციო სარის პნევმონია ანუ ფილტვების ანთება დაუდგინეს, რის გამოც მას „იუვენტუსის“ პირველი ორი თამაშის გამოტოვება მოუწევს. რამდენადაც ცნობილია, იტალიელი მწვრთნელი ცუდად წინა შაბათს შეიქნა, მაგრამ მას მერე საქმეში ექიმები ჩაერიენ და მისი საქმე უკეთაა. მეორე მხრივ, ტურინული გუნდისთვის ცუდია, რომ სარიმ მთელი კვირის ვარჯიშები გააცდინა და ახლა ზედაც ორი თამაშის გაცდენა მოუწევს. „ბებერი ქალბატონი“ სერია...

ჩოგბურთის ბეთჰოვენი
ჩანაწერი

ჩოგბურთის ბეთჰოვენი

კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე. ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და შეგირდის შესახებ ვითარებას აცნობს, რათა მათ სახეზე გაკვირვება არ აღებეჭდოთ, თუმცა ATP ტურში მომუშავე მსაჯთაგან...

მილტონ ჰეიგი საქართველოს…
ჩანაწერი

მილტონ ჰეიგი საქართველოს…

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას „შევარდენის“ ბაზაზე განაგრძობს. ბორჯღალოსნებმა ღია ვარჯიში გამართეს და წინა შეკრებებისგან განსხვავებთ, თბილისურ ეტაპზე ძირითადად ბურთით ვარჯიშობენ. ეს გასაგებიცაა – უკვე 27 აგვისტოს მილტონ ჰეიგის რაზმი „მიხეილ მესხზე“ სამხრეთაფრიკულ ფრენჩაიზ „საუზერნ კინგსს“ დაუხვდება, ხოლო 31-ში „დინამო არენაზე“ ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ტიერ 1-ის წარმომადგენელს. შოტლანდიის ნაკრები ქართველებივით გამალებით ემზადება ოთხწლეულის მთავარი...

კონტეს გადაკიდება, მტერს!
ჩანაწერი

კონტეს გადაკიდება, მტერს!

„ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასავლეთლონდონური კლუბის წინააღმდეგ ახალ სასამართლო დავას იწყებს. არადა, პირველი პროცესი მან უკვე მოიგო და საკომპენსაციო თანახა 9 მილიონი გირვანქაც მიიღო. კონტესა და „ლურჯებს” შორის წამოწყებული ახალი დავის ამბავი საზოგადოებას „თაიმსმა” ამცნო. გაზეთმა დაწერა, რომ 50 წლის იტალიელმა კლუბს ინგლისის „შრომითი მოწყობის ტრიბუნალში” უჩივლა. წინასწარი მოსმენა გასულ პარასკევს ყოფილა, განაჩენს კი...

სწრაფად, ძვირად და გარანტიით
ჩანაწერი

სწრაფად, ძვირად და გარანტიით

კეილორ ნავასის კარიერაში ის დრო დაბრუნდა, როდესაც კოსტა რიკელს მეორე მეკარეობა არ უნდოდა და „რეალიდან“ წასვლას ითხოვდა. ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ნავასი ყოველთვის პირველ ნომრად ჰყავდა, განაცხადა, რომ ამიერიდან „თეთრების“ მთავარი გოლკიპერი ტიბო კურტუა იქნება. ზიდანმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ სეზონში მეკარეების როტაციას აღარ აპირებს. „რეალის“ სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტებმა იციან, რომ ნავასს ახალი კლუბი უნდა უპოვნონ...

პოპოვიჩის თავის ტკივილი
ჩანაწერი

პოპოვიჩის თავის ტკივილი

სპორტის ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია, ალბათ, კალათბურთში აშშ-ს ნაკრების  მთავარკაცობაა. აბა როგორია, მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში მოთამაშე ასობით უმაღლესი დონის პროფესიონალიდან 12 ისეთი აარჩიო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობის გარანტი იქნება. ეს თავის ტკივილი გრეგ პოპოვიჩსაც აწუხებს, რომელსაც ეროვნულ გუნდში ამჟამად 13 კალათბურთელი ჰყავს გამოძახებული, ჩინეთში კი 12 უნდა გაემგზავროს. „ურთულესი მისია მაკისრია. ძალიან რთულია კალათბურთელს ნაკრებიდან...

თმის ყალყზე დასაყენებელი ამბავი
ჩანაწერი

თმის ყალყზე დასაყენებელი ამბავი

გარი ლინეკერმა გასულ შაბათს, გადაცემაში Match Of The Day (დღის მატჩი) ჩვეულებისამებრ იხუმრა და მორიგ სკანდალში ამოჰყო თავი. ხალხმა „ბი-ბი-სის” საჩივრები მოაყარა. აქვე მოგახსენებთ თუ შეგახსენებთ, რომ წარსულში შესანიშნავი ინგლისელი თავდამსხმელი ლინეკერი „ბი-ბი-სის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანია. მისი გასამრჯელო წელიწადში 1,75 მილიონ გირვანქას უდრის. ახლა, თავად ხუმრობის შესახებ. პირდაპირ ციტატა მოვიტანოთ: „წლეულს პრემიერლიგის ძლიერი სტარტი გვაქვს....

თბილისელებმა გარეულთა ჯავრი შინაურებზე იყარეს
ჩანაწერი

თბილისელებმა გარეულთა ჯავრი შინაურებზე იყარეს

ქართული გუნდებისთვის ევროტურნირები  დასრულდა და თბილისური კლუბები ეროვნულ ლიგას დაუბრუნდნენ. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე მარცხის მერე, შიდა სარბიელზე გადმორთულმა ელიგის ფავორიტებმა თავი გამარჯვებებით დაიმშვიდეს. “დინამოს” პრინციპული მეტოქე ჰყავდა. წყალტუბოში, “26 მაისზე”, თბილისელები “ტორპედოს” დაუპირისპირდნენ. ქუთაისურ კლუბში მომხდარი მოვლენების გამო, პროტესტის ნიშნად “ტორპედოს” ქომაგები იშვიათად თუ შესძახებდნენ და სიჩუმის ამხსნელი ბანერიც გადმოფინეს. ამ ყველაფრის გამო, ქართულ...