საქართველოს ნაკრების ღვინისფერი კვართის გახდამ და მის ნაცვლად ასევე ღვინისფერი, ოღონდ ბორდოული ღვინის ფერის კვართის მორგებამ ახალგაზრდა ბორჯღალოსანს ვერაფერი დააკლო. ბოლოლოსწინა შეკრებაზე მილტონ ჰეიგის მიერ დაწუნებულმა ლაშა ტაბიძემ თავის კლუბში გააგრძელა თამაში და თანდათან უკვე „ბორდოს“ მწვრთნელის გული მოიგო. თუკი კრისტოფ ურიოსი 22 წლის ქართველ ბურჯს მანამდე მხოლოდ მარქაფიდან ათამაშებდა, ტოპ 14-ის მე-4 ტურში მან...
წელი: 2019
ესპანური კალათბურთის ევერესტი
ვისაც არ უნდა მოეგო ფინალი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდებოდა. არგენტინა თუ შორეულ 1950 მოპოვებული ოქროთი იწონებდა თავს, ესპანეთს აგერ, 2006 წელს ჰქონდა ნაგემი ტრიუმფი. მარკ გაზოლი ძმასთან NBA-ს ჩემპიონობაში 1:2 კი აგებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობაში აქეთ მოუგო 2:1. სამი მეოთხედის შემდეგ ესპანეთი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო (23:14, 20:17, 23:16). არ ჰგავდა არგენტინა 19 ქულის 10...
ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ოხშივარში
თითქოს ბევრი არაფერია სათქმელი, მაგრამ… გუშინ, ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში „მონპელიემ“ „ვარდარს“ უმასპინძლა. „ვარდარი“ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, „მონპელიე“ — წინა. ფეხბურთზე რომ გადავიყვანოთ, „რეალი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა და ამ რანგის შეხვედრის განაცხადში „მონპელიეს“ 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე ჰყავდა შეყვანილი. „ვარდართან“ გიოს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რაც ლოგიკური გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ „მონპელიეს“ მწვრთნელი პატრის...
საქართველო ელიტაა
პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ ახალ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავსტრალია 2-დან 13 იანვრამდე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომელთა შორის ჩვენი პირველმეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეწყვილე ალექსანდრე მეტრეველიც იქნებიან. ტურნირში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლა კი დამატებით დატვირთვას მისცემს თითოეულ შეხვედრას. ტურნირს ATP Cup ჰქვია და უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ორგანიზატორებმა საპრიზოდ...
სკოლა
ცოტაც და მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩინეთში მიმდინარე ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმი თვალსასეირო და მოლოდინისამებრ საინტერესო დაპირისპირებებით დახუნძლული გამოდგა. იყო სენსაციებიც, რომელთაგან, მართალია კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე მოთამაშე, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების უმედლოდ დარჩენა უნდა გამოვყოთ. მოულოდნელობა იყო საბერძნეთის ნაკრების საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვედრა და იგივე მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტის, ჩეხეთის გუნდის...
ფეხბურთელებო, ქომაგებო, ქურდებო და პოლიციელებო – შევიკრათ!
ჩვენი სტადიონი ჭეშმარიტად ისტორიული არენაა. ვის აღარ უთამაშია აქ? დაპყრობილ-კოლონიური ქვეყნის პირობაზე პაიჭაძის (ძველად, იდიოტურ წესისამებრ ბერიას და ლენინის) სახელობის საფეხბურთო სახლში მართლაც დიდი და დიადი გუნდები გაგვიცნია. ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ნაკრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბებიც არ გვივიწყებდნენ. ხშირად ჩვენს „დინამოს“ ეს ხელს უშლიდა ევროპულ წინსვლაში, მაგრამ სანახაობა მართლაც დაუვიწყარი იყო ხოლმე. თვრამეტი...
მგლების ბუნაგში
ფრენკ ლემპარდი „ჩელსის” გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ პრემიერლიგის ელიტაში დამკვიდრება იოლი აღარ არის. დღეს „ლურჯები” საქართველოს დროით 18 საათზე სტუმრად თამაშობენ „ვულვერჰემპტონთან”. დასავლეთ ლონდონელებს, რომლებიც გასულ სეზონში მესამეზე იყვნენ, მიმდინარე ჩემპიონატში ალბათ კონკურენტები გამოუჩნდება. ზაფხულში, ახალი ფეხბურთელების შეძენაში ფული არ დაიშურეს „მგლებმა” („ვულვერჰემპტონის” მეტსახელია), „ლესტერმა”, „ევერტონმა” და ვესტ ჰემმა”. ლემპარდმა თქვა: „იყო დრო, როდესაც სეზონის დასაწყისშივე...
კვირას ჩინეთში: სამხრეთი თუ ჩრდილოეთი?
ისე გამოვიდა, შუაგულ აზიაში, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებში ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. პირველ ნახევარფინალში ესპანელთა მოხვედრა არავის გაჰკვირვებია, მაგრამ კერკეტ ავსტრალიელებს ამ ეტაპზე არავინ ელოდა, თუმცა ისე მოხდა, ნახევარფინალი კი არა, ავსტრალიელები ფინალთან ერთი ზუსტი ტყორცნის მანძილზე აღმოჩნდნენ. ესპანეთმა ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგო (22:21, 10:16, 19:18, 20:16), მაგრამ აშკარად ჩაგდებული მეორე მეოთხედი...
დაბნელდება მზე იაპონიაში?
სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრის ცნობით, იაპონიის მხრიდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში გაგზავნილი წერილით „იმედგაცრუებას“ გამოხატავს. საუბარია დროშაზე, რომელიც აზიის ბევრ ქვეყანაში იაპონიის მილიტარიზმის სიმბოლოდ არის მიჩნეული. „სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის სახელზე გაიგზავნა წერილი, სადაც სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის გამოყენებასთან მიმართებით ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პოზიციაზე წუხილია...
სენსაცია! კიმ კლაისტერსი კორტზე ბრუნდება
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ოთხი სლემტიტულის მფლობელმა ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა: „ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩემი სამი შვილის მოსიყვარულე დედა ვიყავი და ეს ძალიან მომწონს. ამას გარდა, არანაკლებ მომწონს პროფესიონალი ჩოგბურთელობა. ჰოდა დავფიქრდი: რატომ არ შეიძლება, ეს ორი საქმე ერთმანეთს შევუთავსო?! ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე 2020 წელს“. შეგახსენებთ, რომ პირველი...









