გუშინ „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” 3:1 მოუგო, მაგრამ რაჰიმ სტერლინგს მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთზე იმდენი ლაპარაკი არ დასჭირვებია, რამდენიც პორტუგალიელი თანაგუნდელის ბერნარდო სილვას დაცვა. რა სჭირდა სილვას სტერლინგის დასაცავი? საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში სახუმარო (თვითონ ასე ეგონა) ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთ მხარეს „სიტის” ფრანგი მცველის ბენჟამენ მენდის ბავშვობის ფოტო იდო, ხოლო...
წელი: 2019
მიზანი: ურუგვაისთან მოგება ბონუსით
კვირას, თბილისის დროით დილის 9:15-ზე დაიწყება მატჩი, რომელზეც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მიჯაჭვული: საქართველო ურუგვაის წინააღმდეგ. შეხვედრა იაპონიის ქალაქ საიტამას სარაგბო სტადიონზე გაიმართება და მას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება. როგორც მოგეხსენებათ, რაგბი სპორტის იმ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ლოგიკურ შედეგს ძალიან დიდი ალბათობა აქვს და ამ თვალსაზრისით, რაგბი მართლაც გამორჩეულია – ძლიერი პრაქტიკულად ყოველთვის ერევა...
მესის The Best ფიფამ მოტყუებით აჩუქა
გასაგებია: ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი აღიარა, მაგრამ კითხვის ნიშნები იმავე დღეს გაჩნდა. ნიკარაგუას ნაკრების კაპიტანი ხუან ბარერა ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ მიუღია ელექტრონული ფოსტით საარჩევნო ბიულეტენი და მით უმეტეს, ლეო მესი არ აურჩევია. მეორე, ვინც გააპროტესტა, სუდანელთა ნაკრების მწვრთნელი ზდრავკო ლუგარუშიჩია. ადამიანი ამტკიცებს, ლეო სამეულშიც არ შემიყვანია და ჩემს ანკეტას გადასწორების კვალი...
გოდინი: ინტერში ნიჩაბი მიჭირავს
ამ ზაფხულს დიეგო გოდინი „ინტერში” გადავიდა და ამით მისი თავგადასავალი „ატლეტიკოში” დასრულდა. ხუთი ტურის შემდეგ „ინტერი” სერია „ა”-ს ცხრილს სათავეში რომ მოექცა, ამაში, ურუგვაელის დიდი დამსახურებაც არის. გადასავლის მიზეზი: მილანელებმა მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მადრიდელებმა — არა. და აი, იტალიაში გადაბარგებულმა გოდინმა ესპანურ „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. — როგორ მოგეწონათ მილანში? რა...
მაინც ლაშა! აქაც ლაშა!
რა ვთქვა? რა დავწერო? დარჩა რამე ეპითეტი ან აღმატებულ რეგისტრში ჩამოყალიბებული ფრაზა, რომელიც აქამდე ლაშა ტალახაძის მიმართ არ გვითქვამს? ჰოდა: ჩავიდა, საკუთარ თავს გაეჯიბრა, სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, სამი ოქროს მედალი აიღო, ზედიზედ მეოთხედ ავიდა ძალოსნობის ჯომოლუნგმაზე და გეგონება, არაფერი ისეთი არ მომხდარაო, ფიცარნაგი დატოვა. 484 კილოგრამი ორჭიდში ირანელი ალი რეზას რეკორდის დამხობასაც ნიშნავს. წონითი...
რატომ დასაჯეს „ბარსელონა“
კატალონიურმა „ბარსელონამ“ ფრანგი ფორვარდის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერისას რეგლამენტი დაარღვია, რის გამოც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბი დააჯარიმა. თუმცა ჯარიმა სიმბოლურია – მხოლოდ 300 ევრო და ეს მაშინ, როდესაც რეგულაციების დარღვევამ კლუბს სავარაუდოდ, 80 მილიონი ევროს ეკონომიის საშუალება მისცა. „ბარსელონას“ წინააღმდეგ ფედერაციაში საჩივარი გრიზმანის ყოფილმა კლუბმა, მადრიდის „ატლეტიკომ“ შეიტანა. მადრიდელები იმის გამო იყვნენ უკმაყოფილოები, რომ, მათი აზრით,...
პოგბა ისევ გაქცევაზეა
„სანი” წერს, ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ პოლ პოგბას მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და იანვარს როგორც არასდროს ისე ელის, „მანჩესტერ იუნაიტედიდან” რომ გაიქცესო. საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ „კარაბაოს თასის” მეთექვსმეტედფინალში, სადაც მანჩესტერელებმა „როჩდეილი” პენალტებით დაამარცხეს, ფრანგი კაპიტნობის ღირსადაც არ ჩათვალეს. ეშლი იანგისა და დავიდ დე ხეას არყოფნაში სამკლავური 21 წლის ალექს ტუანზებეს შეაბეს. გარდა ამისა, მსოფლიოს...
ცოტაც და ჩაიშლებოდა…
უეფას თასზე თბილისის „დინამო“ სტუმრად ნორვეგიული „მიოლდეს“ რომ ეთამაშებოდა, არბიტრმა ძირითად დროს 10 წუთი დაამატა და ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა რადიომიმღები სიმწრით კინაღამ დალეწა, რადგან ჩვენებს საშინაო მატჩი 2:1 ჰქონდათ მოგებული, გასვლაზე კი 0:0 იყო და სანერვიულო არ იკლებდა. საბოლოოდ მატჩი ასევე მორჩა, მაგრამ გასაკვირი გასაკვირი მსაჯის დამატებული დრო გამოდგა – იმხნად 90 წუთზე 10-ის დამატება წარმოუდგენენლი გახლდათ....
ვენგერს მანჩესტერში უნდა
არსენ ვენგერმა „მანჩესტერ იუნაიტედს” საოცნებო სამსახური უწოდა. მეტიც, ორი ათწლეულის განმავლობაში „იუნაიტედის” დიდმა მოქიშპემ თქვა, რომ ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენა ამ გუნდს მსოფლიო გრანდებში დააბრუნებს. ინგლისური გაზეთი „მირორი” წერს, რომ „არსენალის” ლეგენდარული თავკაცისგან „იუნაიტედზე” ასე ლაპარაკი მოულოდნელი და გასაკვირი იყო. მეტიც, beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგი თურმე გატაცებით და აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. მაა უთქვამს, რომ ოლე გუნარ...
მოიგონ და, შენი ვარ…
ახლახანს, რუსეთის თასის 1/16 ფინალში, „ზენიტი“ სტუმრად „ენისეის“ დაუპირისპირდა. წყვილის ფავორიტი, რა თქმა უნდა, სანქტ-პეტერბურგული გუნდი იყო და მათაც 2:1 იმარჯვეს. ბუნერბივია, კრასნოიარსკელ ქომაგებს საყვარელი გუნდის ტურნირიდან გამოთიშვა ეწყინებოდათ, მაგრამ ალბათ განსკუთრებით გულდაწყვეტილი ერთი გულემატკივარი – კონსტანტინ ეფრამეევი იქნებოდა. დაბალ ლიგაში მოთამაშე „ენისეის“ „ზენიტთან“ გამარჯვების შემთხვევაში დიდად ხომ გაიხარებდა და შემდეგ უცნობ ლამაზმანთან ვნებიან ღამესაც...









