„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ და ერთ-ერთი კაპიტანი ჟერარდ პიკე ამ დღეებში ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ბოლო დროს პიკე, საჯაროდ, ისეთ თემებს შეეხო, რომ პოზიციებს გარკვევა და ვითარებას განმუხტვა სჭირდება. კერძოდ, ვეტერანმა გასულ კვირაში ორჯერ ახსენა „ბარსას” დირექტორატი და საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდი სეზონისწინა შეკრებებს აშშ-სა და იაპონიაში გადის. „ზაფხულობით ჩვენ...
წელი: 2019
სირთულეები მეშვიდე ცაზე
ამ ზაფხულს, „რეალში” რომ გადავიდა, ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თქვა ახლა კი მეშვიდე ცაზე ვარო, მაგრამ დაიწყო სეზონი და გაირკვა, რომ მეშვიდე ცაზე ყოფნა გაცილებით ძნელია, ვიდრე მას წარმოედგინა. გასულ შაბათს „რეალის” ახალი მეშვიდე ნომერი მადრიდულ დერბიში დიდი მოწადინებით ჩაება, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. „მარკა” წერს, რომ „ატლეტიკოს” წინააღმდეგ აზარმა 77 წუთი დაჰყო მოედანზე და მთელი...
ტრანსფერის საფასური სიკვდილის შემდეგ
ფიფამ საფეხბურთო კლუბ „კარდიფს“ ფრანგული „ნანტის“ სასარგებლოდ 5.3 მილიონი ფუნტის გადახდა დააკისრა. ეს არგენტინელი ემილიანიო სალას ტრანსფერის საფასურია. ფეხბურთელი 28 წლის ასაკში იმ დროს დაიღუპა, როდესაც ახალ კლუბში მიემგზავრებოდა. ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე სალა „ნანტიდან“ „კარდიფში“ გადავიდა. კლუბები 15-მილიონიან ტრანსფერზე შეთანხმდნენ. პირველი ტრანში კარდიფელებს 27 თებერვლამდე უნდა გადაეხადათ. ტრაგედიის შემდეგ „კარდიფმა“ ფული არ გადაიხადა, რის...
სულშერი გაბრაზდა, რომ მსაჯი მის სასარგებლოდ შეცდა
გუშინ, „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „არსენალმა” 1:1 ითამაშეს. მასპინძლები სკოტ მაკტომინეიმ პირველი ტაიმის ბოლო წამებში, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდზე გვინდა შევჩერდეთ. ეს იყო გოლი, რომელშიც ვიდეორეფერი ჩაერია და რომელმაც მანჩესტერელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გააბრაზა. საქმე ის გახლავთ, რომ ობამეიანგმა ბურთი აბსოლუტურად...
ქვიშის კარიერის გენერლები
ეს საფეხბურთო მინდორიც თითქოს ცხოველთა სამყაროს დაუპყრია. ამ სპორტსაც ჰყავს თავისი მირონცხებული მეფეები. ასეთებს ვერანაირი საფეხბურთო მოღვაწე ვერ შეეხება – ვერ მოერევა და იმიტომ. როგორც მზე, ზუსტად ასეთივე ხელუხლებენი არიან, მატერიალურ სამყაროს არ ეკუთვნიან – უკვე ხელოვნების მარადიულ სამყოფელს შეუერთდნენ. ზოგიერთს ავაზასავით ფრთხილი სიარული და მოქნილობა ახასიათებს, რომ მოგეპარება და ისე გაგგუდავს, მის მოსვლასაც ვერ...
ექვსქულიანამდე სამქულიანი…
მაშ ასე, ბოლო, ეროვნული ლიგის მეოთხე წრეც დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის „დინამომ“ მოულოდნელად გასავარდნ ზონაში მყოფ „სიონთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, თითქოს თბილისელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ნახევარი საათის თავზე, გიორგი კუხიანიძემ თავურით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ეყოთ. ბოლო წუთები კი ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის საბედისწერო...
დედოფალმა სახელი შეიცვალა
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) კონგრესის გადაწყვეტილებით მმართველი ორგანოს სახელი და ლოგო შეიცვალა. „მსოფლიო მძლეოსნობა“ – ასეთი იქნება ახალი საფირმო სახელი, ხოლო აბრევიატურის WA (World Athletics), რომლის ოფიციალურად გამოყენებასაც 6 ოქტომბრიდან, დოჰაში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუდგებიან. IAAF-ის საბჭოს, რომელმაც რებრენდინგთან დაკავშირებით წინადადება ივნისში წამოაყენა, რამდენიმე მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ზოგიერთი ფრანგულენოვანი დელეგატი აცხადებდა, რომ ახალი...
აგინა და შერჩა
AS წერს, რომ შარშან „ბარსელონასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში მსაჯის შეურაცხყოფისთვის დიეგო კოშტას რვათამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო 2015 წელს, ჟერარდ პიკე „ბარსა” – „ატლეტიკის” შეხვედრაში არბიტრის დედის გინებისთვის ოთხი თამაშით დაისაჯა. მაშ, რატომ შერჩა ხახვივით სერხიო რამოსს შაბათს, მადრიდულ დერბიში, თანამსაჯის ლანძღვა? რამოსს უთქვამს „ის ბოზი, ვინც შენც მუცლით გატარაო”… ეს ამბავი „ატლეტიკოს” სათადარიგოთა სკამთან მოხდა და თვით...
კოუტინიუ მიულერს ავიწროებს
„ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ „პადერბორნს” სტუმრად 3:2 მოუგო, რისთვისაც იმაზე მეტი წვალება მოუხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „რეკორდმაისტერის” გამარჯვებაში მთავარი წვლილი ფილიპე კოუტინიუმ შეიტანა. „ბარსელონასგან” იჯარით შეძენილმა ბრაზილიელმა პირველი გოლი სერჟ გნაბრის გაატანინა, მეორე თავად შეაგდო და მართალია, მესამეში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ბავარიელთა ფაქტობრივად ყველა შეტევის სულისჩამდგმელი იყო. ამრიგად, ბუნდესლიგის ბოლო ორ შეხვედრაში კოუტინიუმ ოთხ გოლში...
33:7 – მიზანი მიღწეულია!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წარმატებით შეასრულა მისია, რომელიც მას ურუგვაისთან მატჩზე დაეკისრა – ბონუსით, ანუ მინიმუმ 4 ლელოს გატანის გზით მოგება და მეტოქის 7-ქულიან დისტანციაზე არმიშვება. 33:7 – ესაა შედეგი, რომელმაც ქართველთა 5 ლელო და 26-ქულიანი უპირატესობა დაიტია, ანუ ბორჯღალოსნებმა ამოცანა გადაჭარბებით შეასრულეს. მატჩისწინა ფონი კი სულაც არ იყო ქართველების სასარგებლოდ, რადგან სასტარტო მატჩში ჩვენმა გუნდმა...









