კვირას, 20 ოქტომბერს, პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასპინძლობს და მანჩესტერელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი პრობლემის წინაშეა: დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა დროულად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ. 15 ოქტომბერს, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში (1:1) დე ხეა მე-60 წუთზე შეცვალეს. ის მოედანზე დაეცა. არადა, ორთაბრძოლაში არ მონაწილეობდა — მიგორებული ბურთისთვის ფეხი უნდა დაერტყა. ესპანელმა თამაშის გაგრძელება...
წელი: 2019
ბითაძე – 14
მართალია, ჯერ მხოლოდ NBA-ს წინასასეზონო დაპირისპირებები მომდინარეობს, თუმცა ახალბედა მოთამაშეებისთვის რეგულარული გათამაშებისთვის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ეს იდეალური შანსია. ამ შანსით პირველივე შესაძლებლობისას ისარგებლა გოგა ბითაძემ. 19 წლის ქართველ ცენტრს, რომელიც „ინდიანა პეისერსმა“ ზაფხულში დრაფტზე აირჩია, „მინესოტასთან“ (111:119) სასტარტო ხუთეულში ადგილი არ შეხვედრია, თუმცა ჯამში 24 წუთი ითამაშა და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა – ბითაძემ...
მაესტრო ტოკიოში
ერთი პერიოდი ტოპ ჩოგბურთელებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა პრიორიტეტულად არ ითვლებოდა. სამეფო სპორტი ზაფხულის ოლიმპიადის ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, ვიდრე 1924 წელს თამაშების პროგრამიდან არ ამოიღებდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩოგბურთი ხუთ რგოლში 1988 წელს სეულში დაბრუნდა და დღემდე მისი განუყრელი წევრია მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე მეჩოგნეები რატომღაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას...
მსოფლიო ქვიშაში
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ მსოფლიო ქვიშის საინაუგურაციო თამაშებზე, სადაც ქვიშის ჭიდაობაში ოთხკაციანი გუნდით წარდგენილმა საქართველოს ნაკრებმა დასაწყისშივე წარმატებას მიაღწია. 14 ოქტომბერს მედლების კომპლექტი გათამაშდა 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ორივე შემთხვევაში ფინალებამდე გაიკვალეს გზა ლევან ქელეხსაშვილმა და დავით მარსაგიშვილმა. ქელეხსაშვილმა (70 კგ), რომელიც A ჯგუფში გამოდიოდა, პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი 1:0 დაამარცხა, შემდეგ მასპინძელი...
პასუხი ტაბლოზე ეწერა
ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6! ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. სტერლინგმა ორჯერ შეაგდო. დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა. როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში...
გიომ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა
18 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. „მონპელიეს” მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს ნაკრების ყმაწვილი მარჯვენა ინსაიდი დიდ ასპარეზზე გასვლისთვის მზად არის. შეხვედრა, რომელშიც გიომ მონაწილეობა მიიღო დასრულდა 29:27 — „მონპელიემ” სტუმრად დაამარცხა პოლონური „კელცე”. ეს გახლდათ ფრანგული კლუბის ზედიზემ მესამე გამარჯვება ევროპის უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში. „კელცესთან” ცხოვრებაძე თამაშში 24-ე წუთზე ჩაერთო და ტაიმის...
რატომ ვერ მივაწექით?
შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14...
მთვარე და მარათონი
კენიელი მორბენლის ელიუდ კიპჩოგეს წყალობით, კაცობრიობა ახალ საფეხურზე ავიდა. ლეგენდარული კენიელი ვენაში საგანგებოდ მოწყობილ მარათონულ გარბენში 2-საათიანი ნიშნულიდან გამოვიდა – კიპჩოგემ 42,195 კილომეტრი 1 საათში, 59 წუთსა და 40,2 წამში გაირბინა. აღსანიშნავია, რომ კენიელის მსოფლიო მიღწევა ოფიციალური რეკორდების ნუსხაში მაინც ვერ შევა, რადგან შესაბამისი შედეგები მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაზე არ აღინუსხება. კიპჩოგემ, რომელიც რეკორდს...
არ მინდა წითელი
განთქმული ბალერონი ვახტანგ ჭაბუკიანი რომ ცოცხალი იყოს, ქართველებს სხვა გზა არ გვექნებოდა – უნდა მივსულყავთ მხცოვან მაესტროსთან და მისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა გვეთხოვა. რას ვიზამთ? ფეხბურთი ასეთი გზით მიდის – მალე ჩვენი სტადიონის ნაცვლად ქართველ ფანოაბს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოგვიწევს სიარული, რადგან საფეხბურთო მატჩები სწორედ იქ გაიმართება. ვთქვათ...
იგივე, ოღონდ ნულებით…
ირლანდიას ისევ ვერ მოვუგეთ. როგორც იტყვიან, ნავსი ვერ გავტეხეთ. მაგრამ არც დავმარცხდით. ეს ირლადიის ნაკრებთან „ჯვაროსნების“ მე-11 შეხვედრა გახლდათ, აქედან 9 წავაგეთ, ეს კი მეორე ფრე იყო. პრესტიჟის მატჩი გახლდათ. ჩვენებს ცუდად არ უთამაშიათ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუმატეს. მოინდომეს, იბრძოლეს, ბურთის ფლობაშიც აჯობეს მეტოქეს, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ. ქართველებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, მაგრამ...









