გაგიგიათ ხელჩართულ ჩხუბში კაცს გამეტებით მუშტები უბრაგუნო და თან ცდილობდე სხვები გააშველო? თუ არა, მაშინ აგერ ბატონო, ინებეთ. ამ ინციდენტის მონაწილე კი არც მეტი არც ნაკლები, თანამედროვეობის და ალბათ, ზოგადად სპორტის ერთ-ერთი ლეგენდარული წარმომადგენელი უსეინ ბოლტი გახლდათ. ყოფილი იამაიკელი სპრინტერი აქტიურ სპორტს რომ შეეშვა არახალი ამბავია. შემდეგ მან თითქოს პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში სცადა და...
წელი: 2019
უცნობები პარკინგიდან
„ისინი ისე თამაშობდნენ, გეგონება თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე პაბის ავტოსადგომზე გაიცნეს ერთმანეთი, — წერს „სანი” ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებზე, — ისინი ჰგავდნენ უცხო ადამიანებს, გამოუცდელ ხალხს, რომლებსაც ხელი დაავლეს და ევრო 2020-ის შესარჩევში სათამაშოდ შეყარეს”. შესარჩევ შეჯიბრებებში 43 თამაშიანი, ათწლიანი (ასე უფრო ხმამაღლა ჟღერს) დაუმარცხებელი, ამაყი სერია ჩეხეთთან შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა...
მომავალ შეხვედრამდე…
3 ოქტომბერს, ფიჯის ნაკრებთან საკვანძო მატჩის წაგების შემდეგ ბორჯღალოსნებს კრიტიკის სოლიდური ტალღა დაატყდათ თავს. იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ ავსტრალიელებთან დასკვნით დაპირისპირებამდე დარჩენილ 8 დღეში ქართველებმა თავის ახალზელანდიელ მწვრთნელთან ერთად ამ მარცხიდან დასკვნების გამოტანა მოახერხეს და „ვოლაბებთან“ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. …შიზუოკაში წვიმდა და ამ ფაქტორმა ავსტრალიელებს სწრაფი თამაშის აწყობაში ხელი შეუშალა. შეხვედრის პირველი მეოთხედი ბორჯღალოსნებმა დაცვაში...
მესი კაპიტანია, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი
მადრიდში გაიმართა გალა-დაჯილდოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა „ბარსელონას” ვეტერანი მცველი ჟერარდ პიკე იყო. ეს გახლდათ ამერიკული ჟურნალის „ესკვაირის” საღამო, სადაც პიკეს ერთ-ერთი ჯილდო გადასცეს. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ საღამოზე „ბლაუგრანას” ვარსკვლავს მრავალ სხვადასხვანაირ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. ერთ-ერთი მათგანი ნეიმარის „რეალში” შესაძლო გადასვლას ეხებოდა. პიკემ თქვა: „შეშინებულები არ ვყოფილვართ, მაგრამ შანსი იმისა, რომ ნეიმარი „რეალში”...
ცისფერი გოგონა
2019 წლის 10 ოქტომბერი ქალებს ირანში, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ. „თავი ახლაც სიზმარში მგონია. ტრიბუნაზე ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. რამდენიმე წელი მუშაობა ტელევიზორთან მიხდებოდა, ახლა კი შესაძლებლობა მაქვს ფეხბურთს ცოცხლად ვუყურო,“ – ამბობს ირანელი საფეხბურთო ჟურნალისტი რაჰა პურბახში. გაგიკვირდათ სპორტულ ჟურნალისტს სტადიონზე ვინ არ უშვებდაო? დიახ, ზუსტად 40 წლის მანძილზე ირანში...
ხუთი რგოლი უკრინა – ბელარუსს?
მსგავს პრეცენდენტს ადგილი ჯერ არ ჰქონია, მაგრამ რაღაც ხომ ცხოვრებაში ყოველთვის პირველად ხდება. კი ბატონო, ყოფილა შემთხვევები ფეხბურთში, კალათბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებისთვის რამდენიმე ქვეყანას რომ ერთად უმასპინძლია და ეს უკვე აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ეს ახალი ხილი იქნება. …ჯერ არაფერია ბეჭედდასმული, უფრო მეტიც, მხოლოდ იდეის დონეზეა და არც...
ზე უნდა იყოს ზე
ჟოზე მოურინიუმ „ლიონი” უარით გაისტუმრა. „რეალის” ყოფილი თავკაცი თურმე პრემიერლიგაში დაბრუნებას აპირებს. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი შარშან დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს და მას მერე ვერა და ვერ შეარჩია ახალი კლუბი. მანჩესტერამდე, 2013-2015 წლებში ის „ჩელსიში” მუშაობდა. ამ პერიოდში მოუ მეორედ ხელმძღვანელობდა დასავლეთლონდონელთა გუნდს და ჩემპიონიც გახადა. პირველად, 2004-2007 წლებში, „განსაკუთრებულის” ხელმძღვანელობით „ლურჯებმა” ორჯერ მოიგეს პრემიერლიგის ტიტული. „ლიონის”...
იცანით პეტრ ჩეხი?
„გუილდფორდ ფენიქსი” ინგლისური ჰოკეის გუნდია, რომელშიც ცნობილი პეტრ ჩეხი ითამაშებს. თავად გუილდფორდი ქალაქია ლონდონიდან 40 კილომეტრში, „ფენიქსი” კი მეორე ლიგის სამხრეთ დივიზიონში გამოდის და კვირას „სვინდონ ვაილდქეთს” ხვდება. მაგრამ, დავანებოთ თავი ვის და სად ხვდება გუილდფორდის ჰოკეის გუნდი, რადგან საეჭვოა მომავალში ჩვენ მისი თამაშები გავაშუქოთ. აქ მთავარი ჩეხის ამბავია. ოთხშაბათ საღამოს, სპორტული საზოგადოება გააოცა ცნობამ...
რებეკა, შე ბოზო
უეინ რუნის მეუღლე კოლინმა ჯეიმი ვარდის თანამეცხედრე რებეკა ჯაშუშობაში ამხილა. როგორც აღმოჩნდა, ვარდის გულის ვარდმა, რუნების საცვალი მზის სინათლეზე გამოჰფინა, ანუ, ჭორიკანა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს მიჰყიდა და ამით ხელიც გვარიანად მოითბო. „ის ჩემიანად მიმაჩნდა, ვმეგობრობდით და ბოროტად ისარგებლა ჩემი ნდობით. მას წვდომა ჰქონდა ჩემს იმ პროფილთან, სადაც მხოლოდ ძალიან შინაურები მყავდა დამატებული,” – განაცხადა...
არგენტინასთან თამაში გერმანული კუთხით
გთავაზობთ გერმანული „შპორტ ბილდის” წერილს დორტმუნდში გამართული გერმანიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრის შესახებ. ჟურნალმა შემოიღო რუბრიკა Replay. ამ რუბრიკის მიზანი გერმანელი მკითხველისთვის შეხვედრის მთავარი მომენტების შეხსენებაა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტების ამხანაგურ შეხვედრაში და მის ირგვლივ იყო რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, რომლის გამოყოფაც შეიძლება. პირველი, რასაც გერმანულმა გამოცემამ ხაზი გაუსვა მარიო გიოტცეს...









