ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს ნამდვილი პრესინგი მოუწყო — რა საჭიროა ახალი მწვრთნელის გარეთ ძებნა, თუკი გუნდს ისედაც ექვსიდან ექვსი თამაშის მომგები კაცი ხელმძღვანელობს? თან, „იუნაიტედის” დროებითმა თავკაცმა ბოლო შეხვედრა არც მეტი არც ნაკლები „ტოტენჰემ ჰოთსპურს” მოუგო, გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობს მაურისიო პოჩეტინიო — მწვრთნელი, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებოდა. მოიაზრებოდა?...
წელი: 2019
გული არ გაიტეხო, გიორგი!
ბოლო წამზე გიორგი ცხოვრებაძეს კვიპროსელთა კარში პენალტი რომ შეეგდო, თამაში 25:25 დამთავრდებოდა და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ არ გამოვიდა. და მაინც, შეუძლებელია საყვედური წამოგვცდეს 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელმაც ამ გადამწყვეტ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, ქართველთაგან ცხოვრებაძის შემდეგ ყველაზე მეტი ირაკლი ჩიქოვანს...
ოძეკების შავი დღე
უცნაურად დაიწყო ტოლიოში ხაცუ-ბაშო. სუმოს ელიტის ექვსი წევრიდან ოთხი დამარცხდა და მათ შორის ჩვენი ლევან გორგაძეც. ტოჩინოშინმა რვა დღის წინ თეძოს კუნთი დაიზიანა და ამ ბაშოზე შარშანდელივით ტრიუმფს ნამდვილად არ ველით. ლევანის ამოცანა დადებითი ბალანსის დაფიქსირება იქნება. დღეს ლევანმა მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუძის მიძალებას ვერ გაუძლო. ხვალ ლევანის მეტოქე ნიშიკიგი იქნება, ვისთანაც აქამდე გამართული ოთხი შერკინებიდან ქართველმა...
ვინ შარდავს „ოლდ ტრეფორდის” კაბინეტებში?
„მანჩესტერ იუნაიტედის” თანამშრომლები, რომელთაც ოფისები ლეგენდარულ სტადიონ „ოლდ ტრეფორდზე” აქვთ, შეწუხდნენ — თავზე შარდი ეწვეთებათ. გამოსავალი? მათ პოლიეთილენის რულონები შეიძინეს და თამაშის დღეებში მაგიდებს აფარებენ. საიდან გაჩნდა განვითარებული ქვეყნის მდიდარი კლუბის ცნობილი სტადიონის კაბინეტებში შარდი? საიდან და, მატჩების დღეებში სტუმარ გულშემატკივართათვის გამოყოფილი ტირიბუნის ახლომახლო ტუალეტები დატვირთვას ვეღარ უძლებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სათასო შეხვედრების დროს, რადგან...
საქართველომ მეორეც მოიგო
საქართველოს ნაკრებმა მალტაში, ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო. ამჯერად ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანს აჯობეს 30:25. მალტასთან თამაშისგან განსხვავებით ქართველებისთვის მეორე შეხვედრა იოლი გასეირნება არ გამოდგა. ამის დასტური თუნდაც პირველი ტაიმის ანგარიშია — 16:15 საქართველოს სასარგებლოდ. თან, ტაიმის ბოლო გოლი ჩვენებმა სასტვენამდე 2 წამით ადრე გაიტანეს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე...
სად არიან დიდები?!
„ფენერბაჰჩე“ – თურქეთის 19-გზის ჩემპიონი, სუპერლიგის ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. არც ტრადიციული ბობოლები „ბეშიქთაში“ და „გალათასარაი“ არიან პირველ სამეულში… სამაგიეროდ, ლიდერი „ბაშაკშეჰირია,“ მეორე – „ტრაბზონსფორი,“ მესამე კი „მალათასფორი“… უცნაური განლაგებაა არა? მაგრამ სწორედ ეს განლაგებაა იმის მაჩვენებელი, რომ თურქულ სუპერლიგას – თავსართი „სუპერ,“ უკვე ზედმეტად მოუჩანს. შეიძლება ჩემპიონი ისევ რომელიმე ბობოლა გახდეს, მაგრამ ეს სურათს...
ანატოლი მილჩენკო: ბორჯომი-სოხუმი-უემბლი
ზემოაღნიშნული სათაურით გამოიცა წიგნი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო მსაჯად აღიარებული, ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილი და სოხუმში დავაჟკაცებულ და დაქორწინებულ უკრაინელ-ქართველის, ანატოლი მილჩენკოს (1938-2011) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წიგნის ავტორები არიან ჟურნალისტები თენგიზ პაჭკორია და დემიკო ლოლაძე. ავტორები მადლობას უხდიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს კახა ჭუმბურიძეს, რომელთა მხარდაჭერითა და...
საქართველომ შესარჩევი მოგებით დაიწყო
მალტაზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპი მასპინძლებთან 48:21 გამარჯვებით დაიწყო. B ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, კვიპროსი და აზერბაიჯანი. კვიპროსმა აზერბაიჯანს 25:17 მოუგო. ჯგუფის გამარჯვებული შემოდგომაზე შესარჩევი შეჯიბრების მეორე, ფლეი-ოფის ეტაპზე გადავა. მალტის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველებს აშკარად შეეძლოთ შეხვედრის კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგება. ყველაზე მეტი, 11 გოლი, ქართული...
მასპინძელი – ევროპა, ფავორიტი – ევროპა
გერმანიასა და დანიაში ხელბურთის მსოფლიო პირველობა დაიწყო. ქებული ქალაქები: კოპენჰაგენი, ჰერნინგი, ბერლინი, ჰამბურგი, მიუნხენი და კიოლნი ოთხ ჯგუფად დაყოფილ 24 ნაკრებს მასპინძლობენ. ადრეც შეგვინიშნავს და გავიმეოროთ: ხელბურთი ევროპისაა და წლევანდელ ტიტულსაც ალბათ ბებერი კონტინენტის რომელიმე ნაკრები ირგუნებს. 2019 წლის ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით მოხვდნენ დანია და გერმანია, “მწვანე ბარათით” – იაპონია და ყურადღება: კორეის გაერთიანებული...
ნიკას გზა მელბურნში
წილი ნაყარია. ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-19 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კრისტოფერ იუბენქსთან შეხვედრით იწყებს. 22 წლის ამერიკელი რეიტინგის 171-ე ნომერია და წესით, ნიკას დიდი პრობლემები ვერ უნდა შეუქმნას. ბასილაშვილი გამარჯვების შემთხვევაში სავარაუდოდ არგენტინელ გვიდო ანდრეოზიზე გავა. არგენტინელი 27 წლისაა და მე-80 ჩოგანია. შესაბამისად, ვერც დიდი წარმატებებით დაიკვეხნის. ორი წრე ნიკამ აუცილებლად უნდა...
