მეოთხე ჯახი და მეოთხე მარცხი. არადა ტოჩინოშინს ოთხივე მეტოქესთან აქამდე გამართულ ბრძოლებში დადებითი ბალანსი ჰქონდა. აშკარად სერიოზული პრობლემები აქვს ჩვენს ფალავანს და ეს მხოლოდ ბარძაყის კუნთის ტრავმასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. საფირმო მარცხენა ჩავლების მოპოვებისასაც კი ლევანი შიშის ზარს ვეღარ სცემს მეტოქეებს. ნაკლები შანსია, მან ამ ბაშოზე დადებით ბალანსს უწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტის...
წელი: 2019
ნიკოლოზი რავალია?! ბეჭზე დადო ტრავალია
არის! პროგრამა-მინიმუმი შესრულებულია. ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობაზე შარშან მესამე წრეში გასვლისთვის მიღებული ქულები ჰქონდა დასაცავი და ამ ამოცანას თავი იტალიელი სტეფანო ტრავალიას ძლევით გაართვა. მსოფლიოს 108-ე ჩოგანი ტრავალია კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ამას ნიკას არასტაბილური თამაში დაერთო და ხუთსეტიანი თრილერიც შედგა. სიტუაცია მესამე სეტიდან დაიძაბა. ნიკა ყოველი სეტის სტარტზე ახერხებდა ბრეიკის შესრულებას და უპირატესობის მიღებას,...
უორიორზის ახალი რეკორდი – 51 ქულა პირველ მეოთხედში!
დღეს დილით „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერთა შეხლაში სტუმრად „დენვერ ნაგითსი“ 142:111 დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი ენბიეის ისტორიაში, მატჩის საწყის მეოთხედში 51 ქულის დაგროვება რომ შეძლო. აქამდელი რეკორდი – 50 ქულა – ზიარად ეპყრა ხუთს კლუბს, რომელთაგან უკანასკნელმა – „ფინიქს სანზმა“ – ეს თამასა 1990 წლის 10 ნოემბერს დალაშქრა. „მეომრებმა“ პირველ პერიოდში 10...
სულშერმა თქვა სიტყვა სისულელე
ოლე გუნარ სულშერს პირველად წამოსცდა წინამორბედის ჟოზე მოურინიუს კრიტიკა: ტაქტიკას, რომელიც მას „მანჩესტერ იუნაიტედში” მემკვიდრეობით ერგო, სულელური უწოდა. ნორვეგიელმა, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” დროებით მიიყვანეს, გუნდს ზედიზედ ექვსი თამაში მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი 18 დეკემბრის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც მოურინიუ „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინგლისურმა პრესამ ყურადღება მიაქცია, რომ სულშერი აქამდე ფრთხილად იყო, ცდილობდა...
დიდი მეკარის განცხადება
პეტრ ჩეხმა გამოაცხადა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ 20 წლიან პროფესიულ კარიერას ასრულებს. „არსენალის” 36 წლის მეკარე ამბობს, რომ მანამდე კიდევ ერთი ჯილდოს მოპოვების იმედი აქვს. ჩეხმა „ტვიტერზე” დაწერა: „უკვე 20 წელი გავიდა, რაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, შესაფერისი დროა იმის გამოსაცხადებლად, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელის კარიერას დავასრულებ. პრემიერლიგაში 15 სეზონი გავატარე და ამ...
ტოჩი ვეღარ ყოჩობს
თუ სტატისტიკას არ ჩავუღრმავდით, ძნელად გაგვახსენდება, ლევან გორგაძეს ასეთი სტარტი ჰქონოდეს. ზედიზედ მესამე მარცხი ნამდვილად მეტისმეტია. ასეთ პირობებში ტურნირის მოგება კი არა, სავალდებულო 8 მოგების მოპოვების ამბავიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასევე სამივე ჯახი წააგეს იოკოძუნა კისენოსატომ და ოძეკი გოეიდომ. წაგება (თითო) მოასწრეს იოკოძუნა კაკურიუმ და ოძეკი ტაკაიასუმ. ერთადერთი, ვისაც ფავორიტთაგან ძვრა ვერ უყვეს,...
ის ისე ერკვევა ფეხბურთში, როგორც…
კვირას, სევილიაში „ბეტისთან” სტუმრობისას „რეალს” ხუთი ფეხბურთელი აკლდა: ტონი კროოსი, ლუკას ვასკესი, გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო და მარკოს ლორენტე. აი, ისკო კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და სანტიაგო სოლარიმ წამითაც არ შეუშვა მოედანზე. არადა, მადრიდელებმა მართალია გაიმარჯვეს (2:1), მაგრამ დიდი სილაღით ვერ გამოირჩეოდნენ — გაუჭირდათ. რატომ იჯდა ისკო სათადარიგოთა სკამზე? რაიმე დასჯის ფორმაა ასეთი? ზოგი ამბობს,...
რა სჭირს ტოჩინოშინს?
ქართველი ფალავანი ხაცუ-ბაშოს სტარტზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ამჯერად ლევანმა აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ნიშიკიგისთან ვერ გააწყო ვერაფერი. შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ სტარტია, როცა რიგით მაეგაშირებსაც ხვდება, მერე კი როგორც ოძეკის, ყველა იოკოძუნასთან, ოძეკისთან და კომუსუბისთანაც მოუწევს საკუთარი სტატუსის დამტკიცება. ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ლევანმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ბრძოლა. ტიტულს დაცვა ჭირდება და...
ავსტრალია ქართულად დაიწყო
თბილისში ძველით ახალი წლის სუფრები აქა-იქ ჯერაც აულაგებელი იყო, როცა მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრით გაიხსნა. ტურნირზე მე-19 ნომრად განთესილი ჩვენებურის მეტოქე კრისტოფერ იუბენქსი მსოფლიოში მხოლოდ 171-ეა, მაგრამ ვინც ნიკას იოლ გამარჯვებას ელოდა, იმედები გაუცრუა. თავად განსაჯეთ: 23 ეისი ის ნორმაა, ჯონ ისნერი ან ივო კარლოვიჩიც რომ მოაწერენ ხელს. კრიტიკული მომენტი მესამე სეტში...
ქართველებს შანსი მაინც აქვთ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევრო 2022-ზე მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს. მართალია, გუნდმა პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და როგორც გამარჯვებული ფლეი-ოფში ვერ მოხვდა, მაგრამ შეჯიბრების ფორმატი მოწყალეა. კერძოდ, A ჯგუფის გამარჯვებულ ლუქსემბურგსა და B ჯგუფის გამარჯვებულ კვიპროსს შესარჩევის მეორე ეტაპზე უნდა დაემატოს კიდევ ერთი გუნდი, რომლის ვინაობა „ჩელენჯ ტროფიზე” გაირკვევა. „ჩელენჯ ტროფიში” კი ჯგუფებში...