„კამპ ნოუზე” „ბარსელონასა” და „რეალის” შეხვედრა 0:0 დასრულდა, მაგრამ მადრიდელებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მათ სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს.
ორივე ეპიზოდში საქმე სტუმრების ფრანგი ცენტრალური მცველის რაფაელ ვარანის წინააღმდეგ წესების დარღვევას ეხებოდა. ერთი ეპიზოდი უფრო აშკარა იყო — ლაპარაკია ივან რაკიტიჩის მიერ ვარანის მაისურით დაჭერასა და დაგდებაზე.
ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, ახლა კი მას-მედიის ექსპერტმა ანდუხარ ოლივერმა ეპიზოდი ასე შეაფასა:
„რასაკვირველია, რაკიტიჩმა ვარანი დაქაჩა. აქ ყველაფერი აშკარა იყო. ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანდა, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო. საინტერესოა, სად იყო ამ დროს ვიდეორეფერი?”
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ეს უკვე ვარანისა და მისი თანამემამულის კლემენტ ლენგლეს ორთაბრძოლას ეხება. ამ ეპიზოდში ვარანს ფეხზე ლენგლეს ქაცვების კვალიც კი დარჩა, თუმცა ოლივერმა ასე თქვა:
„ბარსელონელი პირდაპირ ქაცვებით წავიდა, მაგრამ მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მსაჯს ამ ეპიზოდში პენალტი უნდა დაენიშნა”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
