გახსოვთ „სანტა ბარბარა“? ოთხმოცდაათიან წლებში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული, პუპულარული და ამავდროულად დაუსრულებელი სერიალი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა. დაახლოებით იგივეს გვაგონებს კონორ მაკგრეგორის და ხაბიბ ნურმაგომედოვის შორის გაჩაღებული კატა-თაგვობანა. ირლანდიელი და დაღესტნელი მებრძოლების ღია ომს, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო, დასასრული არ უჩანს და მას შემდეგ რაც ხაბიბიმ კონორი გემრიელად მიბეგვა, შემდეგ არც მისი გულშემატკივრები...
მწვრთნელია თუ მრტყმელი?
ეს ამბავი თურქეთში მოხდა. ნახეთ, რა დღეში აგდებს ფეხბურთელებს ქაისერი მეისუსფორის მწვრთნელი ჰალიტ კურტი. მართალია, ახალაზრდული გუნდია, მაგრამ ეს რას ცვლის? ჰალიტ კურტი გასახდელში გაცეცხლდა და ბიჭებს დაერია. სხვათა შორის, ეს მწვრთნელი ადრეც გაეხვა სკანდალში, ოღონდ მაშინ 11 წლის ბავშვებს სცემდა. ასევე, მსაჯები არ უყვარს და თამაშების დროს ხმამაღლა ლანძღავს. ჰალიტ კრტს, ალბათ, დისკვალიფიკაციას მისცემენ....
ჩაკვეტაძის ახალი ცხოვრება
საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. მოსალოდნელი კი იყო, რომ ბელგიელთა ჩვენიანი შემტევი უახლოეს ზამთარს თუ არა, ზაფხულში მაინც გამოიცვლიდა კლუბს, მაგრამ გიორგიმ სხვანაირად არჩია… ჩაკვეტაძეს 2022 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება და ისიც წლეულს აპრილში გაახანგრძლივა, ასე რომ, წლეულს მეორედ შეიცვალა შეთანხმება. იგივე სახის კონტრაქტი და ამავე ვადის გააფორმა „გენტის“...
სამხრეთი და ჩრდილოეთი იოკოჰამაში გამოჩნდება
ისე მოხდა, რომ იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში ის ოთხი გუნდი გავიდა, რომელთაც ამ წარმატებას სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ სულ სხვა საკითხია, თუ ვინ როგორ სტილში და რის ხარჯზე იმარჯვა თავის მეტოქეზე მეოთხედფინალურ ჯახში. სჯობს მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ. თავდაპირველად ერთმანეთს ინგლისი და ავსტრალია დაუპირისპირდნენ. ქალაქ ოიტას „ბანკ დოუმზე“ შეკრებილმა თითქმის 37-მა ათასმა...
არა მესითა ხოლო მოიგებს ბარსელონა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში, სტუმრად გატანილი გოლებით ვერ დაიკვეხნის. ისევ მესი თუ შეაგდებსო, ამბობს გამოცემა და მაგალითად პრაღაში ჩატარებული ბოლო თამაში მოყავს. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო. ორი გოლიდან ერთი მესიმ შეაგდო, მეორე კი… ჩეხებმა თავიანთ კარში გაიტანეს. სტუმრად უგოლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლუის სუარესი ყოფილა. აგერ უკვე...
ის ბრუნდება…
როგორც იქნა, ეღირსა… ახალი წელი ვის არ უყვარს, მაგრამ ის 2020 წლის დადგომას განსაკუთრებულად აღტკინებული დაელოდება. ჯერ მისი მეტოქის ვინაობა საჯაროდ არ გაცხადებულა, UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი ინტრიგას ტოვებს, თუმცა ეს ამბავი მას დიდად არ ანაღვლებს, რადგან ამბობს რომ ვინც არ უნდა იყოს, მოწინააღმდეგეს ოქტაგონიდან გააქრობს. სამაგიეროდ თარიღი უკვე ოფიციალურად გაცხადდა. კონორ მაკგრეგორი თავის მორიგ...
ჩელსი ამნისტიის მოლოდინში
„ჩელსი” დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო აკრძალვას მოუხსნიან და ფეხბურთელთა საიანვრო ბაზრისთვის ემზადება. ფრენკ ლემპარდს მთავარ მიზნად ტამი აბრაჰამისთვის სამარქაფო თავდამსხმელის შეძენა დაუსახავს. დასავლეთლონდონელთა თავკაცი ორ ვარიანტს განიხილავს: „ბორნმუთის” ვარსკვლავს კალუმ უილსონსა და ლაიპციგელ ტიმო ვერნერს შორის არჩევს. კიდევ, „სტემფორდ ბრიჯზე” ვილიანის შესაცვლელად სხვა გარემარბის მოყვანაზე ფიქრობენ. 31 წლის ბრაზილიელი ახალი ხელშეკრულების დადებას თურმე არ აპირებს, ზაფხულში...
კვაზი სეხნია
ადრე ათიანი, თავიუფალი მხატვარი, ყველა გუნდს ჰყავდა, თუმცა დრომ მოიტანა და ესთეტიკა რაციონალიზმმა დაჩაგრა – დღეს ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ტექნიკურად სრულყოფილმა ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაიკავეს ადგილი. ხავიმ და ინიესტამ მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ მოქნილობას შეუძლია ველური და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი დაამარცხოს. ესპანეთმა და „ბარსელონამ“ ერთ დროს სცადეს მთელი მსოფლიოსთვის ეკარნახათ, რომ...
ნახევარფეხბურთელი
ზაფხულში, 27 წლის ბრაზილიელის ფილიპე კოუტინიუს „ბაიერნში” გადასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. „ალიანც არენაზე” მას იმედით შეეგებენ. კოუტინიუ „რეკორდმაისტერს” „ბარსელონამ” მიაქირავა, „ბარსამდე” კი თავდამსხმელი „ლივერპულში” გამოდიოდა, სადაც ბრწყინავდა. ჩემპიონთა ლიგაში, პირეუსის „ოლიმპიაკოსთან” ბავარიელთა 3:2 გამარჯვების შემდეგ, ვეტერანმა გერმანელმა დიტმარ ჰამანმა კოუტინიუ გააკრიტიკა. მან თქვა: „ჩემი აზრით, ის მიუნხენელთა გუნდში უცხო სხეულია. მე მის კარგად ნათამაშევს ვერ...
ტერ შტეგენმა გვარები არ დაასახელა
მარკ ანდრე ტერ შტეგენი გაბრაზებული გახლდათ. მიზეზი: „ბარსელონამ” პრაღის „სლავიას” ჩემპიონთა ლიგაში ლაღად კი არ მოუგო (2:1), ცხრა პირი ოფლი ღვარა და ფანტაზიით ვერ დაიკვეხნიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელმა მეკარემ Movistar-ს მისცა ინტერვიუ. 27 წლის ფეხბურთელმა თქვა: „გაბრაზებული ვარ, რადგან ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. არადა, ჩვენ კარგად ვიცით, როგორც შეგვიძლია თამაში. რასაკვირველია, საბოლოოდ 3 ქულა...









