„ბარსელონა” მესის გარეშე ჩემს გუნდს არაფრით სჯობსო, ასე თქვა „ვილიარეალის” მწვრთნელმა ხავი კალეხამ. ამ ორი გუნდის შეხვედრა „კამპ ნოუზე” „ბარსამ” მოიგო – 2:1. მესიმ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, შესვენების შემდეგ კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა. ის ოსმან დემბელემ შეცვალა.
სანამ მოედანზე იყო, არგენტინელმა ანტუან გრიზმანს მიაწოდა საგოლე პასი. გრიზმანმა მიმდინარე სეზონში „ბარსას” მაისურით მესამე გოლი შეაგდო.
„მესი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მართალია, მას ფეხის ტკივილი აწუხებდა, მაგრამ როდესაც ის მოედანზეა, მის გუნდსა და მეტოქეს შორის განსხვავებაა. მესის გარეშე კი „ბარსელონა” ასეთ უპირატესობას ვერ ფლობს. ჩვენ ვიცით, როგორ გავაჩეროთ ეს გუნდი როდესაც მას მესი არ ჰყავს. დასაწყისში კი, სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს ვიზამდით. ვერც თავს დავიცავდით უკეთ. ამიტომ, შედეგით უკმაყოფილო ვართ, ხოლო თამაშით კმაყოფილი”, — თქვა კალეხამ.
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ამჯერად მესის ის ტრავმა კი არ გაუმიზეზდა, რომელსაც ბოლოხანს მკურნალობდა, არამედ მან სხვა ადგილი დაიზიანა. უფრო დაწვრილებით შემდგომი გამოკვლევების მერე გახდება ცნობილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
