ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „არსენალმა“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დუბლით გამოირჩა ალეკსანდრ ლაკაზეტი, ერთიც პიერ ემერიკ ობამეიანგმა შეაგდო.
თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ „მეთოფეების“ ქომაგები შვეიცარიელი შუახაზელის გრანიტ ჯაკას თამაშმა აღაშფოთა. აფეთქდა სოციალური ქსელი. რას აღარ უწოდებენ. პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ ფეხბურთელადაც კი მოიხსენიეს.
მიზეზი პირველი გოლის ეპიზოდისას მისი ინერტულობა გახლდათ, თითქოს გულგრილად უყურებდაო როგორ ურტყამდა ბურთს თავს მუკტარ დიაჰაბი.
ერთმა ქომაგმა მას „საშინელი“ უწოდა, მეორემ „ერთუჯრედიანი.“ მესამე წერს: „დავითვალე, 13 წუთის განმავლობაში ჯაკამ ოთხჯერ დაკარგა ბურთი. იდიოტი!“
ზოგიერთ ტვიტში ქომაგები ამტკიცებენ: ვალენსიელებმა კარგად იცოდნენ ჯაკას სისუსტის ამბავი და შეტევის მთავარი აქცენტი სწორედ მის მხარეს გააკეთესო.
ერთი წერს: „ჯაკა, ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ხარ პრემიერლიგის ისტორიაში. აღარ მინდა ზაფხულიდან შენი ჩემს გუნდში ხილვა.“
გასაგებია, შეცდომები დაუშვა, მაგრამ ასეთი აგრესია? ნეტავ რას ერჩიან…
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…