ევროლიგაზე „არსენალს” „რენთან” 1:3 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა „მეთოფეთა” მეორე გოლის დროს, როდესაც ეინსლი მეიტლანდ-ნაილსმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩაწოდებული ბურთი ფრანგული გუნდის კარში შეაგდო.
გაგიკვირდებათ და ეპიზოდის მთავარი გმირი გახდა ცნობილი მესუთ იოზილი. ასე მოხდა: ობამეიანგი მარცხენა ფრთიდან შევიდა „რენის” საჯარიმოში და ბურთი კარის გადასწვრივ ჩააწოდა. იოზილი ამ შეტევის დროს საჯარიმოში იყო, მაგრამ რატომღაც შეტევა დასრულებულად ჩათვალა, ხელი ჩაიქნია, ობამეიანგს ზურგი აქცია და… წამის მერე გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ პასი, რომელსაც სავარაუდოდ ის უნდა გამოხმაურებოდა მეიტლანდ-ნაილსმა გოლად გადააქცია. ანუ, ობამეიანგი და მეიტლანდ-ნაილსი თამაშში ბოლომდე იყვნენ ჩართულები, იოზილი კი არა.
ამ მომენტმა BT Sport-ის სტუდიაში დიდი მხიარულება გამოიწვია. წამყვანმა ჯეიკ ჰამფრიმ მომხდარზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება და თქვა:
„ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა უცებ გამოეთიშა მოვლენებს იოზილი. ეს ძალიან სასაცილო იყო, ასე არ არის?”
„დიახ, მე ამ ეპიზოდმა ძალიან გამახალისა, — უპასუხა „არსენალის” ოდინდელმა მცველმა მარტინ კიოუნმა, რომელიც გადაცემაში ექსპერტად იყო მიწვეული, — განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეიტლანდ-ნაილსი, რომელმაც კონცენტრაცია არ დაკარგა და გოლი გაიტანა. ყმაწვილი ბოლომდე იყო ეპიზოდში ჩართული, იოზილი კი არა”.
მეორე ექსპერტმა, „მეთოფეთა” ყოფილმა თავდამსხმელმა ჯონ ჰართსონმა კი გერმანელი შედარებით დაინდო:
„ეს ეპიზოდი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი მაგალითია. ყურადღება არასდროს უნდა მოადუნო, თამაშიდან არ უნდა გაითიშო, თუმცა, ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ იოზილმა მაინც კარგად ითამაშა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
