ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა… არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა გამოთვლილიო. ეტყობა, ყველაფერი უკვე ისე იყო წამხდარი, რომ მათემატიკა აღარ შველოდა. ჩვენში ამას აჭრას ეძახიან. რომ...
წელი: 2018
ლევან ყენია მწვრთნელობას აპირებს
წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ყენიამ ბოლოს ჩეხეთის „სლავიაში“ ითამაშა, 2016 წლის აგვისტოს… ფეხბურთელი, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იყო, მუდმივად ტრავმებს ებრძვის. იყო დრო, „შალკეში“ ყენიას რაკიტიჩი სკამზე ჰყავდა გადასმული, ხორვატმა ჩვენიანთან კონკურენციას ვერ გაუძლო და მწვრთნელი ფელიქს მაგათი, ახლა ბარსელონელ ნახევარმცველს მოედანს არ აკარებდა. ჯერ ყენია იყო, მერე რაკიტიჩი…...
თქვენ რას იზამდით დემბელეს ადგილზე?
20 წლის ოსმან დემბელემ ფრანგულ „ონზ მონდიალს” ინტერვიუ მისცა. გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადასულ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გერმანული კლუბიდან წასვლას. დემბელემ, რომელიც ესპანეთში გადასვლისთანავე დაშავდა და მას მერე თამაშის ნაცვლად მკურნალობს, უპასუხა: „ვნანობ და არც ვნანობ. ზაფხულზე ვფიქრობდი, რომ იცნების ახდენის საშუალება მეძლეოდა და ის ხელიდან არ უნდა გამეშვა....
Air Dp ანუ დელ პიეროს ბრენდი ინგლისში
ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ იმას, რაც ფეხბურთელობის წლებში დააკლდა, ახლა, 43 წლისა აინაზღაურებს — ლაპარაკია ინგლისში დამკვიდრებაზე. „იუვენტუსის” ლეგენდამ და თავისი ეპოქის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა 11 წელიწადი ტურინულ კლუბში გაატარა; კარიერის დასაწყისში ორი წელიწადი თამაშობდა „პადოვაში”, ბოლოს კი ავსტრალიასა და ინდოეთშიც აგორა ბურთი. პრემიერლიგაში არასდროს ყოფილა. კარიერის დამთავრების შემდეგ „პინტურიჩომ” გლამურულ-სპორტული ტანსაცმლის ხაზი...
სხვა ოლიმპიადა…
ზამთრის ოლიმპიადა დამთავრდა. ნორვეგიის ნაკრებმა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. სკანდინავიელებმა ჯამში 39 მედალი (14 ოქროს, 14 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს) მოიპოვეს. თუ გვათვალისწინებთ, რომ პიონჩანგში სულ მედლების 102 კომპლექტი გათამაშდა, გამოდის, რომ ნორვეგიელებმა მედლების თითქმის 13 პროცენტი მოიგეს. მანამდე რეკორდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ეკუთვნოდა –...
მესი და ვალვერდე ინიესტამ გააშველა?
ესპანურ „დონ ბალონზე” დაყრდნობით მსოფლიო მას-მედიაში გავრცელდა ხმა, რომ „ბარსელონას” მთავარ ვარსკვლავ ლეო მესის და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს კონფლიქტი მოუვიდათ. დაპირისპირებულებს შორის კაპიტანი ანდრეს ინიესტა ჩადგაო, წერენ ინტერნეტ პორტალები. მიზეზი: მესის სურს, რომ ვალვერდემ დენის სუარესი ხშირად ათამაშოს. „დონ ბალონი” წერს, რომ არგენტინელს არ მოსწონს, როგორი დამოკიდებულება აქვს ვალვერდეს სუარესის მიმართ. ნახევარმცველმა სეზონი კარგად დაიწყო,...
გაზაფხულდა, ვიწყებთ…
თითქმის 28 წელი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით ადამიანიდან, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ასე უღიმღამო მომავალი თუ ექნებოდა ეროვნულ ჩემპიონატს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს. წლიდან წლამდე გაუთავებელი მოლოდინი, ამაოდ გაცემული ავანსები ქომაგთა თუ სპორტულ...
სანამ ეს კაცი „ბაიერნშია”, იქ ჩემი ფეხი არ იქნება!
ლუის ვან გაალისა და „ბაიერნის” გზები შვიდი წლის წინ, 2011-ში გაიყო, მაგრამ ჰოლანდიელს ბავარიული კლუბი დღემდე უყვარს. „რასაკვირველია, მიყვარს. „მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, კომერციული კლუბია. „ბაიერნი” მისგან ძალიან განსხვავდება. აქ შეფები ყოფილი ფეხბურთელები კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი არიან, რომელთაც ზუსტად იციან რა უნდათ. მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი...
იდგნენ და სციოდათ
ინგლისში თოვს, ცივა, ტრასებზე საცობებია. მსაჯის დამატებული უმოქმედობის წუთებიღა აკლდა „ტოტენჰემის” გულშემატკივარს. „უემბლიზე” ხალხმა ღრიანცელი მორთო: „როჩდეილთან” განმეორებითი სათასო შეხვედრის (6:1) პირველ ტაიმში, მეტიც — 25 წუთში, მსაჯმა პოლ ტიერნიმ ოთხჯერ შეაჩერა თამაში, რათა თავისი გადაწყვეტილების სისწორე ვიდეორეფერისთან შეემოწმებინა. ასეთ დროს ტელემაყურებელი კიდევ ერთობა, ტრიბუნაზე კი მოსაწყენი პაუზაა. „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო გაბრაზდა: „ეტყობა...
ვიდრე ძოფი გაიღვიძებს
ტოკიოში 1999 წლის 7 დეკემბერი იყო, თბილისში, ბევრსაათიანი სხვაობის გამო მგონი, ჯერაც 6 დეკემბერი იდგა. დროში ამ სხვაობამ, უფრო სწორად კი იმან, რომ კარგად არ გამოვითვალეთ, ერთ კარგ კაცს ძილი დაუფრთხო – „სარბიელის“ რედაქციიდან ტოკიოში ინტერვიუსთვის რომ დავრეკეთ, რესპოდენტს უკვე ღრმად და იმედია, ტკბილადაც ეძინა… სატელეფონო ხაზის აქეთა მხარეს ჩვენი კობა ინასარიძე იყო, იქით -„სკუადრა...









