კატალონიური გამოცემა „სპორტი” „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” „ბეტისთან” დამარცხების თემას უბრუნდება და ყურადღებას მასპინძელთა ორი წამყვანი ფეხბურთელის, ჟერარდ პიკესა და ლუის სუარესის მატჩისშემდგომ კამათზე ამახვილებს.
მართალია, ორივე ცდილობდა პირზე ხელი აეფარებინა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო, თუ რაზე შელაპარაკდნენ, მაგრამ კამერებმა მაინც მოახერხეს მათი ტუჩების მოძრაობის დაფიქსირება და დადგინდა, რომ დავის საგანი უხეირო პასი გახლდათ.
„სპორტი” წერს, რომ სუარესმა პიკეს თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი გაახსენა, როდესაც მცველმა მას პასი ვერ მიაწოდა — ბურთი დაკარგა. პიკეს ამბავი კი მოგეხსენებათ, პასუხის გასაცემად სიტყვების მოძებნა არ გაუჭირდებოდა.
„ახლა პასის გამო მდებ ბრალს? შენ რა, მაშაყირებ?” — უპასუხა მან.
ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე პიკეს ნახევარმცველ არტურო ვიდალთანაც ჰქონდა კამათი. ცენტრალურ მცველს ძალიან უნდოდა გოლის გატანა და უკეთესი პოზიციაში მყოფ ჩილელს პასი არ მიაწოდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
