მოვიგეთ! საქართველო ესტონელებთან მათ პარკეტზეც კი ფავორიტი იყო და დაიცვა კიდეც სტატუსი. ვერ ვიტყვით, ფრენა-ფრენითო, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. ილიას ზუროსს მწირი დრო ჰქონდა გუნდის დასაგეშად და თუ იმასაც დავამატებთ, რომ ტალინს საქართველო უპირველესი ვარსკვლავის გარეშე ესტუმრა, მოგებას მეტი ფასი დაედება. „ბასკონიამ“ თორნიკე შენგელია არ გამოუშვა. სხვა შემთხვევაში, ეგებ ჩვენი ფედერაცია უფრო კატეგორიულიც ყოფილიყო, მაგრამ…
როგორც მოგახსენეთ, „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრის ამბავი გაირკვა: თამაში მადრიდში, „სანტიგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ბუენოს აირესის გუნდებმა პირველი შეხვედრა 2:2 დაასრულეს, მეორე კი „რივერ პლეიტის” ხულიგანი ფანების გამო ვერ ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მადრიდში გადმოტანილ შეხვედრას სდევს ბილეთების განაწილებაა. ამ ასპექტის მოგვარება ორგანიზატორებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიანდეს. გადაწყდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრების უპირატესობა…
ზარი მოდით, ჩარლი როუზს ველაპარაკოთ. უფრო სწორად, გავიხსენოთ ის, რასაც ჩარლი როუზი გვიამბობდა, სანამ ცოცხალი იყო. ჩარლი ძველი დროების პრომოუტერი გახლდათ და ბროდვეიზე პატნემ ბილდინგში ჰქონდა კანტორა, საიდანაც მსუბუქი წონის მოკრივეთა ბედს განაგებდა და მატჩების გამართვას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ როუზი მძიმე წონის საქმეებში არ ერეოდა, სწორედ ის აღმოჩნდა მონაწილე ერთი დიდი შერკინების მზადებისა, რომელიც…
„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება! „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” მეორე კონტინენტური დაპირისპირება ბუენოს აირესიდან 9600 კილომეტრით გადაიტანეს. მიზეზი: განრიგით დანიშნულ დღეს, „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელები დაასახიჩრეს. არგენტინის პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო უსაფრთხოების დაცვა და როგორც…
ქართული საჭიდაოს ნახერხის სუნი ჩაგისუნთქავთ? დოლისა და ზურნის აკომპანიმენტზე გული აგჩქარებიათ? ქართული ჭიდაობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ გართობა-სანახაობა. იმავდროულად საბრძოლო ხელოვნებაც იყო და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ბოლო ათწლეულებში თითქმის გაქრა საჭიდაოს მოწყობისა და კონკრეტული სოფელ-ქალაქის ტურნირის გამართვის ტრადიცია. ამის მიუხედავად, ქართული ჭიდაობა კვებავდა და კვებავს ჩვენს ლეგენდარულ ფალავნებს განუმეორებელი ილეთებით, მერე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაპონურ ძიუდოში თუ…
საქართველომ მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი პირი ქალბატონი იქნება. სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით აირჩია, ანუ: მიუხედავად კონსტიტუციით საკმაოდ შეზღუდული აღმასრულებელი ფუნქციებისა, მისი ლეგიტიმაცია საკმაოდ მაღალია. და რა შუაშია „სარბიელი“? რა საერთო აქვს სპორტულ გამოცემას დიდ პოლიტიკასთან? ახლავე მოგახსენებთ. ბევრი სხვა ფუნქციისგან თავისუფალ პრეზიდენტს, სურვილის…
ინგლისის ქალაქ სტოკში, „bet365 სთედიუმზე”, ჩემპიონშიფის გუნდების „სტოკ სიტისა” და „დერბი ქაუნთის” შეხვედრაში, სტუმართა ნახევარმცველმა ბრედლი ჯონსონმა მასპინძლების ვარსკვლავს ჯო ალენს მაისურზე უკბინა. როგორც ჩანს მეტოქე წესიერად ვერ მოიხელთა, თორემ მაისურზე კბენა რა ბედენაა. ამბობენ, რომ ალენს სწრაფმა რეაქციამ უშველა. ინციდენტი ტელევიზორშიც გამოჩნდა. მომხდარს წინ სტოკელი პიტერ ეტებოს გაძევება უძღოდა. მან რიჩარდ კიოს წინააღმდეგ იუხეშა….
მაგნუს კარლსენის საჭადრაკო მსოფლიოს სახურავიდან ჩამოსკუპების მორიგი მცდელობაც ჩაიფუშა – ამ ჯერზე იტალოამერიკელ ფაბიანო კარუანას ვერ ეყო რესურსი. ლონდონში დასრულებული საჩემპიონო მატჩის კლასიკური ნაწილი შემაშფოთებლად თანაბრად მიმდინარეობდა და ერთი მაინც შედეგიანი პარტიის გარეშე, 6:6 დარულდა. თქმა იმის, რომ მხარეები ბრძოლას არ ცდილობდნენ, უტაქტობა იქნება, რამდენიმე პარტიაში 60-70 სვლა გაკეთდა და პრეტენდენტი ზოჯგერ უფრო ახლოს იყოს…
კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულმა „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგაში „ბენფიკას” 5:1 დამარცხების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მას კი არ მოხსნიან, არამედ ფეხბურთელების მხარდაჭერით გაძლიერებულს შემდგომი მუშაობის საშუალებას მისცემენ. „ბენფიკასთან” მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კოვაჩმა თქვა: „გუნდში სულ ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ არიან და ისინი ჩემს მომხრეებს არ ელაპარაკებიან. მე კი უმრავლესობა მიჭერს მხარს და დღევანდელ შეხვედრაში…
გასულ კვირა დღეს დიდი ვნებათაღელვა იყო ინგლისური ჩემპიონშიფის ერთი გამორჩეული შეხვედრისას. „ასტონ ვილამ“ თანაქალაქელ „ბირმინგემს“ უმასპინძლა, ეს კი არასდროს არაა პატარა ამბავი, სატურნირო თვალსაზრისის მიუხედავად და, ასეთ დროს ისიც უმნიშვნელოა, თუ რომელ ლიგაში თამაშობენ ეს გუნდები. 41 200 მაურებელი ჰყავდა ამ მატჩს. დებიუტში დაწინაურებულ სტუმრებს, ვილაპარკელებმა დახვეწილად შემოუტრიალეს თამაში და თვალსასეირო რკენაში 4-2 იმარჯვეს. ამ ოთხიდან…
ჟოზე მოურინიუმ ემოცია ვეღარ მოთოკა და სასმელით სავსე ყუთი „ოლდ ტრეფორდის” გაზონზე დაანარცხა. ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი სიბრაზისგან კი არა, სიხარულისგან გაგიჟდა, მისი გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. „იუნაიტედმა” „იანგ ბოიზი” დაამარცხა 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის წამატებულ დროში მორუან ფელაინიმ გაიტანა. სწორედ ამ გოლმა გამოიწვია პორტუგალიელის ის რეაქცია, რომელმაც ცალკე გულშემატკივრები და ცალკე…
ძლივს არ დავისვენეთ ამ ფეხბურთისგან? აი, ბითური. რა დროს დასვენებაა? აბა? რაღა აბა, „აბა“ არა, „ბონიემი“. დღეს საფრანგეთის პირველობა ხურდება. ვა? „ვა“ კი არა, იმ კვირაში პრემიერლიგა ხურდება და ასე შემდეგ. რაღა დავმალო და ჯორჯიან ჩემფიონშიფიც კი გაიხსნა. ეგ რა არის? აი, თამაშია, ფეხბურთივით. არ გამიგია. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ქვეყანაში თამაშობენ, მაგრამ გავრცელებაც უნდათო. რასა…
იტალიის ქალაქმა გენუამ „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” თავი ლიბერტადორესის თასის საპასუხო შეხვედრის ჩატარების ადგილად შესთავაზა. მიზეზი: ორივე არგენტინული კლუბი ფესვებით გენუას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ „სუპერკლასიკოდ” წოდებული ბუენოს აირესის დერბი ამ შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბს გასცდა და კონტინენტური შეჯიბრების ფინალის სახით მოგვევლინა. პირველ შეხვედრაში „ბოკამ” და „რივერმა” 2:2 ითამაშეს, საპასუხო კი ვერ გაიმართა, რადგან „რივერ პლეიტის”…
დღეს არ ვაპირებდი დაწერას. ხვალ იყოს – ემოციები ოდნავ მაინც რომ ჩაცხრება მეთქი. ვერ ჩაცხრა! ძილიც არ გამეკარა! ქართველმა ძიუდოისტები ერთმანეთს დაერივნენო. ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. ოსაკაშიო. ძიუდოს სამშობლოში გრანდ სლემზე ჩასულებმა ვისაც არ დაეზარა, ყველას აბურთავებინეს თავი, კინკილა მედალიც ვერ მოინაგრეს და ერთმანეთი კი სცემესო! ჯერ ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ფედერაციის საყვარელი ფრინველი…
„ბილდმა” შეიტყო: ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში „ბენფიკასთან” შეხვედრის წინ „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ფეხბურთელები შეკრიბა და გაუგებარი სიტყვა თქვა. ის რომ „ბაიერნი” შეკრებას და პრინციპულ ლაპარაკს გეგმავდა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დიუსელდორფის „ფორტუნასთან” 3:3-ის შემდეგ საჯაროდ თქვა, ასე რომ ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, მაგრამ ამ შეკრების შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის ცხადია უცნობი გახლდათ. გუნდის კრება კვირას,…
ორშაბათს, 26 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე,“ ლიდემა „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 2:1 მოუგო და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუღწეველი გახდა. ანგარიში მე-14 წუთზე დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. თუმცა, მასპინძლები გონს მალევე მოეგნენ და ჯერ გიორგი კოხრეიძემ მე-20 წუთზე გაათანაბრა პენალტით, ოთხ წუთში კი ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვეშმა მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში. სიუჟეტიც უფრო ფერადი…
ვინც გასულ უქმეებზე სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრებს უყურა ყურადღებას მიაქცევდა, რომ ბევრ ფეხბურთელს და ასე განსაჯეთ მსაჯებსაც კი ლოყა „სისხლით” ჰქონდათ მოთხუპნლი. ეს გახლდათ აქცია, რომლითაც იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს თანადგომა გამოუცხადეს. ცხადია, ქალთა მხარდაჭერის დღე ფეხბურთელებს არ მოუგონიათ, ის გაეროში მოიფიქრეს, აპენინებზე კი სოლიდარობა გამოუცხადეს. ლოყა წითლად ჰქონდა შეღებილი „იუვენტუსის” მეგავარსკვლავ…
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს განგებამ სიკეთე და უბედურება ერთი სახით გამოუგზავნა — მას ოსმან დემბელე ჰქვია. ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც წინა კვირებში ლანძღვის საგანი იყო, ახლა ქება-დიდების ობიექტია. „ატლეტიკოსთან” ბოლო ტურის შეხვედრაში მან 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და „ბარსა” წაგებისგან იხსნა. ესპანური ლიგის ყველაზე მოუწესრიგებელი მოთამაშე იმავდროულად ყველაზე საჭირო ფეხბურთელი გამოდგა. მადრიდში,…
თამაში, რომელსაც არგენტინის საუკუნის დერბის უწოდებდნენ კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად გაურკვეველი ვადით. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მედია ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა 8 დეკემბერს ჩაატარონ. ლაპარაკია „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალურ შეხვედრაზე „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის. პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. კონმებოლის პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმიტმა განაცხადა: „ამ ეტაპზე ორივე გუნდის თანაბარ პირობებში ჩაყენება ვერ მოხერხდება….
არასოდეს მიყვარდა საფეხბურთო მატჩის წუთობრივი აღწერა – არც როგოც მკითხველს და არც როგორც ფეხბურთზე მწერალს. ერთია, რომ ქრონიკული ინტერნეტიზაციის ეპოქაში მხოლოდ სურვილი კმარა ნებისმიერი მატჩის სანახავად. მეორე, რომ ვერანაირი სიტყვის მარაგი ვერ გადმოსცემს სრულფასოვნად თუნდაც ყველაზე უჯიგრო თამაშის ატმოსფეროს. არადა, დღეს მართლა ჯიგრიანი ბურთაობა იყო. ბათუმის ანგისას სტადიონმა და ზოგადად აჭარის მთავარქალაქმა პირველად უმასპინძლა საქართველოს…
„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური მატჩის წინ „რივერ პლეიტის” ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს, რის გამოც ორი ფეხბურთელი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. სტადიონზე მისულ „ბოკას” ვარსკვლავებს, მათ შორის ევროპელი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილ კარლოს ტევესს გასახდელში გული ერეოდათ — ასე იმოქმედა ცრემლსადენმა გაზმა, რომლის ბალონებიც ხულიგნებმა ავტობუსის ჩამტვრეულ ფანჯრებში შეყარეს. არეულობის გამო სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ შეხვედრა თავიდან…
გუშინ „ლივერპულმა” „უოტფორდს” სტუმრად 3:0 მოუგო. მერსისაიდელები პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ შორია, ეგვიპტის ნაკრების ახალ მწვრთნელს, 59 წლის მექსიკელ ხავიერ აგუირეს კი არ მოსწონს, რომ მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი, 26 წლის მოჰამედ სალაჰი კვლავ დიდი ტიტულის გარეშე დადის. „თუ ერთ-ორ წელიწადში „ლივერპული” ისევ…
„ბაიერნმა” ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. ამჯერად ბავარიელები ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ დიუსელდორფის „ფორტუნასთან” შინ ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. თავიდან 2:0 იყო, შემდეგ 3:1, საბოლოოდ კი მატჩი 3:3 დასრულდა. დიუსელდორფელთაგან სამივე გოლი 21 წლის ბელგიელმა დოდი ლუკებაკიო ნგანდოლიმ გაიტანა. შაბათის ფრის შემდეგ ბუნდესლიგის ცხრილში „ბაიერნი” 21 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს” 7…
მეორე პოლინეზიურმა ნაკრებმაც ყურჩამოყრილმა დატოვა თბილისი. ნოემბრის საძაგელ ამინდში, გულისგამასიებელი წვრილი წვიმის თანხლებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამჯერად ტონგა დაამარცხა და წესით, მორიგ რეიტინგ-ლისტშიც უნდა გაუსწროს. სამოასთან მიღებული საპირველტაიმო გაკვეთილი მილტონ ჰეიგმა ქართველებს, ეტყობა, წარმატებით აუხსნა და “მიხეილ მესხზე” ფეხმარდ ტონგელებს თანამოძმეებივით თავისუფლად ქრიალის საშუალება არ მიეცათ. სხვა გზა არ იყო და ჯარიმებით ფონს გასვლა…
ქართველმა ოძეკიმ ტოჩინოშინმა კიუსიუ ბაშოს მეთოთხმეტე საშწჯიბრო დღეს დადებითი ბალანსი დაიბევა და თავიდან აიცილა იანვრის ბაშოზე ტიტულის დაცვის აუცილებლობა. ლევან გორგაძემ უკვე კლასიკად ქცეული მარცხენა ჩავლების ხარჯზე ადვილად გაიტანა დოჰიოდან სეკივაკე მიტაკუემი. ლევანის ბალანსი 8:6 გახდა და ხვალინდელ შერკინებას სიოხოძანთან (პირად შეხვედრებში 13:3) სატურნირო მნიშვნელობა დაეკარგა. ტურნირს აქამდე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავდა, მაგრამ ელიტის ყველაზე ახალგაზრდა…
იურგენ კლოპს „ლივერპულში” მუშაობის სამი წელიწადი შეუსრულდა და New Balance Football-თან ინტერვიუში განვლილ პერიოდს გადახედა. 51 წლის გერმანელს სთხოვეს გაეხსენებინა მისი მერსისაიდზე მუშაობის საუკეთესო მომენტი. საინტერესოა, რომ მან არც კი ახსენა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშება, სადაც „წითლები” ფინალში გავიდნენ და მხოლოდ იქ დამარცხდნენ „რეალთან”. ხსენებული სამი წლის განმავლობაში 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა კლოპმა 2016…
გერმანული გამოცემა „შპიგელი” „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ორჯერ დაარღვია ანტიდოპინგის წესები. ერთი თამაში, რომელმაც ეჭვი გამოიწვია გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი „იუვენტუსთან” (4:1), ხოლო მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „მალაგასთან” (2:1). „იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ რამოსის შარდში დექსამეტაზონი აღმოუჩენიათ. ამ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ის ჩვეულებრივ წამლებშია,…
ოსაკას „დიდი სლემი“ განსაკუთრებული მოვლენაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძიუდოს სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პატივია და სხვაგვარი ლაზათი ახლავს. იმიტომაც, რომ იაპონელებმა მასპინძლის კვოტა სრულად აითვისეს და თითოეულ წონაში ოთხი ფალავანი გამოიყვანეს. შესაბამისად, ნახევარფინალამდე ისე მისვლა, რომ მასპინძელს არ გადაეყარო, თითქმის გამორიცხულია. მიდი და დაუმტკიცე, რა ბიჭიც ხარ. ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) დღეს ტატამზე გასული საქართველოს…
კიუსიუ ბაშომ ნეცამეტე საშეჯიბრო დღე მოილია, ლევან გორგაძეს 7 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დასაბევებლად და ტიტულის უპირობოდ შესანარჩუნებლად დარჩენილი ორი ბრძოლიდან ერთი აუცილებლად უნდა მოიგოს. დღეს ქართველმა ოძეკიმ მეექვსე მაეგაშირა ტაკანოივა დაამარცხა, თუმცა გაუმართლა კიდეც – მეტოქეს ფეხი დაუცდა. ხვალ ლევანის მეტოქე სეკივაკე მიტაკუემი იქნება, ვისთანაც რვა შეხვედრიდან ხუთი მოუგია. თუმცა,…
მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ. დროზე წასვლა – აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26 წლისაა და ერთ დროს ათეულის მუდმივი წევრი იყო. ტყუილად ჩოგნის ცემას მან წასვლა არჩია და…
ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი „დორტმუნდის” ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, არადა სულ 20 წლისა გახლავთ. ის გერმანიაში 2015 წელს გადმობარგდა, როდესაც ჯერ კიდევ საყმაწვილო გუნდის ფეხბურთელი იყო. მაშინ „დორტმუნდის” დიდ გუნდს იურგენ კლოპი წვრთნიდა და პულიშიჩი უკვე თვალში მოსდიოდა. „ჯერაც ყმაწვილთა გუნდში ვთამაშობდი, როდესაც კლოპმა პირველად მავარჯიშა პროფესიონალებში, — მოყვა ამერიკელმა „გოლთან” ინტერვიუში, — ამით მან დიდი…
პეპ გვარდიოლა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის გახლავთ ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის ჩემპიონი, „ბარსელონას” თავკაცობის წლებში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოც აღუმართავს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და კიდევ დარჩენია ერთი დიდი ოცნება. „მინდა ნაკრებ გუნდს ჩავუდგე სათავეში და ვიცი, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება, — თქვა გვარდიოლამ ლივერპულის უნივერსიტეტში შეხვედრის…
IFAB მოგეხსენებათ რაც არის: ეს გახლავთ ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო, რომელშიც შედიან ინგლისის, შოტლანდიის, ჩრდილო ირლანდიის, უელსის ფეხბურთის ასოციაციები და ფიფა. საბჭოს ოფისი მდებარეობს ციურიხში. საბჭო იგონებს, განიხილავს, ცვლის და ამტკიცებს ფეხბურთის წესებს. დღეს IFAB-ს მორიგი თათბირი აქვს. დღის წესრიგშია ათი საკითხის განხილვა. მართლა შეიცვლება თუ არა ფეხბურთის წესებში რამე, ამას 2019 წლის მარტში ხსენებული ორგანიზაციის ასამბლეა…
კარგი ამბავი ჰოლანდიიდან: რვა ტურია კახი ჟორდანიას „დენ ბოსხს“ ქულაც არ დაუკარგავს. შედეგი? „დენ ბოსხი“ ერსტე დივიზიონში მეორე ადგილამდე აღზევდა და ლიდერ „იგლზს“ სულ ქულით ჩამორჩება. მე-15 ტურის მატჩს ჩვენიანი პრეზიდენტის გუნდი გიორგობას, შინ „კამბურთან“ ითამაშებს და მოსალოდნელია, რომ ზედიზედ (ხეზე სამჯერ ვაკაკუნებთ) მეცხრე გამარჯვებასაც მიითვლის. „დენ ბოსხის“ მოგებათა სერია 28 სექტემბერს ახალგაზრდული ალკმაარის 3:1…
დანიელი ნიკლას ბენდტნერი, რომელმაც განაჩენი ვეღარ გაასაჩივრა და ახლა 50 დღით ციხეში მოუწევს ჩაჯდომა, ყველაზე მეტად „არსენალში” თამაშით იყო ცნობილი. ლონდონის კლუბიდან ის გაქირავებული იყო „ბირმინგემ სიტიში”, „სანდერლენდში”, თვით „იუვენტუსშიც” კი, შემდეგ თამაშობდა „ვოლფსბურგსა” და „ნოტინგემ ფორესტში”, ახლა „რუსენბორგშია”; დანიის ნაკრებში 81 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი. და უცბათ ციხე. მიზეზი: 30 წლის თავდამსხმელმა 9…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ვიღაც დაწინაურდა, ვიღაც დაქვეითდა, უეფამ კი ქულები და გოლები მისხალ-მისხალ დათვალა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ ყველა ნაკრები შესაბამის კალათებში განთესა. საქართველოს ნაკრებმა წარმატებული გამოსვლით, შეიძლება ითქვას, ბოლო ვაგონს მიუსწრო და მეოთხე კალათში განითესა. ზოგადად კალათები ასე გამოიყურება: 1 კალათა: შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია,…
ერთა ლიგი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგს ვერც ინატრებდა. ჩვენებმა ხომ ჯგუფი ათქულიანი უპირატესობით მოიგეს და ამასთან, D დივიზიონის ოთხ ჯგუფის საუკეთესო პირველადგილოსანი გახდა. ამ შედეგეით შედგა კიდეც ნახევარფინალური წყვილები: საქართველო შინ ბელარუსს შეხვდება, მაკედონია – კოსოვოს. ეს მატჩები და ფინალიც 2020 წლის მარტში გაიმართება. 16 თვის მერე როგორი იქნება ბელარუსის ნაკრები, არავინ…
„მირორი” წერს, რომ „ლივერპულს” და „ბარსელონას” გარიგება აქვთ. წინაისტორია ასეთია: გასულ იანვარს მერსისაიდელებმა კატალონიელებს 142 მილიონ გირვანქად ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიუ მიჰყიდეს. თავდამსხმელს „კამპ ნოუზე” გადასვლა კიდევ უფრო ადრე, 2017 წლის ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კატეგორიული უარი განაცხადა და როდესაც ნაახალწლევს ტრანსფერი მაინც შედგა, Cadena Ser-ისა და AS-ის ინფორმაციით „წითლებმა” „ბარსელონას” პირობა დაადებინეს, რომ კოუტინიუს შეძენიდან სამი…
66 წლის ული ჰიონესმა განაცხადა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში „ბაიერნის” პრეზიდენტისა და სადამკვირვებლო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგება, ოღონდ დასძინა — რომ ვიცოდე იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ჩემს შეცვლას შეძლებს, გაისადვე წავიდოდიო. ჰიონესი ვალდებულია 2019 წლის ბოლოსთვის გადაწყვიტოს რას აპირებს. გაისად ამ დროს „ბაიერნს” ყოველწლიური კონგრესის გარდა არჩევნებიც უწევს და ის ან თავად უნდა დარჩეს თანამდებობაზე…
ბრაზილიისა და კამერუნის ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარი დაშავდა, ხოლო საფრანგეთისა და ურუგვაის მატჩში კილიან მბაპე. სხვა სიტყვებით, „პარი სენ ჟერმენს” ერთბაშად ორი მთავარი თავდამსხმელი გაუხდა საექიმო და ეს ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” თამაშამდე ერთი კვირით ადრე. მეორე მხრივ, თუ ტრავმები სერიოზული არ არის, მათ დასაამებლად ერთი კვირა საკმარისი დროა. ბრაზილიამ კამერუნს, ხოლო საფრანგეთმა ურუგვაის ერთნაირი ანგარიშით მოუგეს…
„სანის” ცნობით „რეალი” მარკუს რეშფორდისა და კრისტიან ერიკსენის შესაძენად ინგლისურ ბაზარზე აპირებს გასვლას. მადრიდელები 90 მილიონი გირვანქით ანუ 101 მილიონი ევროთი ყოფილან შეიარაღებულნი. გაზეთის ცნობით „რეალის” შეფებს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა უნახავთ და რეშფორდის თამაში მოსწონებიათ. მათ იმედი აქვთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის ნაწილს მაინც შეავსებს….
ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ: ერთა ლიგა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის. ამ ახალმა ტურნირმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ჩვენს ეროვნულ გუნდს. ყაზახეთთან გუშინდელი გამარჯვება კი ერთგვარად ისტორიულიც გამოდგა, „ჯვაროსნებმა“ არა მარტო ჯგუფში, არამედ მთლიანად D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, პლეი ოფშიც გავიდნენ და ნახევარფინალის თბილისში გამართვის უფლებაც მოიპოვეს. სლოვაკი ვლადიმირ ვაისი კი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა…
საამსეზონო მისია შესრულებულია – საქართველოს ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით ჩაათამაშა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და საგრძნობლად დაიახლოვა სრულიად ეროვნული მიზანი – მთავარ ევროფორუმზე მოხვედრა. ევროპის ჩემპიონატი ასე ახლოს არასდროს ყოფილა ქართველთათვის, მართლაც რომ ორ ნაბიჯშია, ღონივრად გადასადგმელ ორ ნაბიჯში… ყველაფერი დასრულდა ისე როგორც დაიწყო -ჩაკვეტაძის გოლით… სწორედ ქართული ფეხბურთის ახალმა თვალისმომჭრელმა ბრილიანტმა შეაგდო საერთალიგო ისტორიული პირველი…
გუშინ, აფრიკის ერთა თასის შესარჩევ შეხვედრაში ლესოტომ ტანზანიას უმასპინძლა და ნკაუ ლეროთოლის გოლით 1:0 მოუგო. ეს გახლდათ L ჯგუფის თამაში. 5 ტურის შემდეგ ლესოტო მეორე ადგილზეა, ტანზანია მესამეზე. ჯგუფს 13 ქულით ანუ მთელი 8 ქულიანი უპირატესობით უგანდა ლიდერობს. ხსენებულ შეხვედრაში ლესოტოს კიდევ ერთიგოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ტუმელო ხუტლანგმა აი, ასე ააცილა:
„რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი ბედნიერია — მისი ცხენი, სახელად „იუკატანი” მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რამოსმა „ლა როხას” ბანაკი ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ დატოვა. მან ისარგებლა იმ გარემოებით, რომ მცირე ტრავმა მიიღო და სევილიასკენ გაეშურა, სადაც SICAB ანუ ცხენების საერთაშრისო შოუ-გამოფენა ტარდებოდა. ხსენებულ შოუზე ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი გახლდათ ის, რომ ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავის ერთ-ერთმა ცხენმა ეგრეთწოდებულ…
„ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის ოსმან დემბელეს შესახებ ბოლო დროს რამდენჯერმე მოგახსენეთ. მიზეზი: 21 წლის ფეხბურთელმა თავისი დაგვიანებებითა და უდისციპლინობით კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები შეაწუხა. ერთი ხნის წინ მსოფლიოს მოედო ამბავი, რომ დემბელე ავად გახდა, ენტეროვირუსი სჭირდა და ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ სანამ ავადმყოფობის ამბავს შეიტყობდნენ, ბარსელონელები მას ვერაფრით უკავშირდებოდნენ. ახლა, ორიოდ კვირა…
„პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა პრეზიდენტმა შარლ ვილნევმა ინტერვიუში არსენ ვენგერისა და კარიერის გაგრძელების იმ ვარიენტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მის მეგობარს იმ პერიოდში ჰქონდა. მოგეხსენებათ, ფრანგმა მწვრთნელმა ლონდონის გუნდი 22 წლიანი ეპოქის შემდეგ, 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. ვილნევი ამბობს, რომ მას გერმანიასა და ესპანეთში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა. „იყო ორი კლუბი, რომელთაც ყოველთვის უნდოდათ მისი გადაბირება,…
… ნუ იფიქრებთ, რომ საქართველო-ყაზახეთი მხოლოდ პრესტიჟის ამბავია. კი, საქართველო პირველ ადგილზეა და ყაზახები ჩვენებს გვერდით ვერ დადუდგებიან, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის ეს თამაში პრესტიჟს სცილდება, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია და აი, რატომ: ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხი პირველადგილოსნიდან ორი საუკეთესო (ჯგუფში დაგროვილი ქულებით) ორ უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდს უმასპინძლებს. დავუშვათ, საქართველომ დააგროვა 16 ქულა, ბელარუსმა 14,…
კიუსიუზე მიმდინარე წლის დამაგვირგვინებელ ბაშოს ორი ფავორიტი დაწყებამდევე გამოაკლდა. იოკოძუნებიდან მესამემ ოთხი დღე იჯახირა და ისიც ტრავმის მიზეზით დაემშვიდობა კუნძულს. ასეთ ვითარებაში ოძეკი ტოჩინოშინი ერთ-ერთ კი არა, ლამის უპირველეს ფავორიტად შეირაცხა. სწორედ მოჭარბებულმა ყურადღებამ გაუწია ქართველ გოლიათს დათვური სამსახური. სუმოს ელიტაში უკვე ყველამ იცის, ქართველი თუ მავაშიმდე მიუშვი, იოკოძუნასაც გაიტანს. ჰოდა, კონტრტაქტიკის შერჩევაც დაიწყეს. შედეგი?…
უცნაურია ადამიანის ბუნება. სულ მინდოდა, ქართულ სპორტში გვყოლოდა ერთი ისეთი ფიგურა, მთელი კარიერის მანძილზე რომ მოსრავდა ყველას და ყველაფერს… განა ეგეთები არ გვყოლია?! ლევან თედიაშვილის ბიოგრაფია, ორად ორი მარცხით ლეგენდად შემორჩა არა მხოლოდ ქართულ საჭიდაო სამყაროს. ვიქტორ სანეევმა სამი ოლიმპიადა ხომ იფრინა და მეოთხეზე, სპორტსმენის კვალობაზე ლამის უკვე პენსიონერმა, სულ ბოლო ცდით ოლიმპიური ვერცხლი გამოღლიტა…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes