თვე: ნოემბერი 2018

Home 2018 ნოემბერი
მოგება შეგვიძლია, უნდა მოვიგოთ!
ჩანაწერი

მოგება შეგვიძლია, უნდა მოვიგოთ!

მსოფლიო რაგბში დღეს შემოდგომა დადგა ანუ შემოდგომის ტესტები დაიწყო და სანახაობრივად მდიდარ პირველ თამაშში იაპონიამ ღირსეული 31:69 დასვა ახალ ზელანდიასთან, მე კი თავიდან წამიერად რატომღაც ფეხბურთზე ვიფიქრე: ფიფამ რომ ერთა ლიგა მოიფიქრა, დაგვიანებული, მაგრამ კარგი ამბავი გამოდგა ამხანაგური თამაშების მთქნარებასთან საომრად. აქამდე სად იყო? რაგბში კი მთქნარება გამორიცხულია, სიტყვა “ამხანაგურს” იქ არ იცნობენ. ამხანაგური? ჰმ!...

რა არის სუპერლიგა?
ჩანაწერი

რა არის სუპერლიგა?

ევროპის სუპერლიგის ამოქმედება და ჩემპიონთა ლიგის აღსასრული ასე ახლოს და ასე რეალური არასდროს ყოფილა. ლაპარაკია 16 გუნდიან შეჯიბრებაზე, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით 2021 წლიდან შეისხამს ხორცს. „ვიკილიკსის” საფეხბურთო ანალოგის „ფუტბოლლიკსის” თანახმად სუპერლიგას ჰყავს 11 დამფუძნებელი: „რეალი”, „ბარსელონა”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ბაიერნი”, „იუვენტუსი”, „ჩელსი”, „არსენალი”, „პარი სენ ჟერმენი”, „მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული” და „მილანი”. მათ გარდა შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის მზად...

კარტელი ევროპის დანგრევას აპირებს
ჩანაწერი

კარტელი ევროპის დანგრევას აპირებს

„ფუტბოლლიკსის” („ვიკილიკსის” საფეხბურთო ანალოგიაა) ცნობა იმის შესახებ, რომ ევროპის წამყვანი კლუბები „სუპერლიგის” შექმნას აპირებენ და უნდათ ამ შეჯიბრებით დღევანდელი ევროთასები (და შესაძლოა ეროვნული ჩემპიონატებიც) ჩაანაცვლონ, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. ინგლისურ „მირორში” გამოქვეყნდა წერილი, სადაც აქცენტი „ბაიერნზე” იყო გაკეთებული. სტატიის სათაური გახლდათ: „ბაიერნი ბუნდესლიგიდან გასვლის ნიადაგს სინჯავს”. „რეკორდმაისტერმა” თავი მოვალედ ჩათვალა ამ ინფორმაციისთვის ოფიციალური პასუხი გაეცა...

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან გააგდებენ?
ჩანაწერი

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან გააგდებენ?

უეფას წინააღმდეგ ჩივილს დიდი გამბედაობა სჭირდება — სწორედ ამით იმუქრება „მანჩესტერ სიტი”, რომელმაც შეიტყო, რომ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ. ფეხბურთის უმაღლესი ეშელონებიდან გამოსული ხმების თანახმად თვით ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ შეაწია „ქალაქელებს” ხმა. ის უეფაში ბოლო ვიზიტის დროს არაფორმალურად დალაპარაკებია ვისაც ჯერ არს, „მანჩესტერ სიტის” მარწუხებს ასე ძალიან ნუ მოუჭერთო....

რატომ გახდება საბურთალო ჩემპიონი?
ჩანაწერი

რატომ გახდება საბურთალო ჩემპიონი?

ექვსი ტურიც და ეროვნული ლიგის მორიგი სეზონიც დამთავრდება. მეორე წელიწადია ჩვენი ჩემპიონატი ახალი სისტემით ტარდება (გაზაფხული – შემოდგომა, 10 გუნდი, 4 წრე) და შეიძლება ითქვას, რომ ამართლებს. მთავარი დადებითი ამბავი, ცხადია, გუნდების შემცირებაა. 16-გუნდა ტურნირი საქართველოსთვის ნამდვილად ზედმეტი იყო, მაგრამ თამაშის, ფეხბურთის დონე?! ერთი თვეც და ახალი ჩემპიონის ვინაობასაც შევიტყობთ. რეალური კანდიდატი ორია: „საბურთალო“ და...

ვიალი ამბობს, ვიალის სჯერა…
ჩანაწერი

ვიალი ამბობს, ვიალის სჯერა…

ყველა დროის ერთერთ საუკეთესო იტალიელ თავდამსხმელ ჯანლუკა ვიალის ჩვენი კოლეგები ესტუმრნენ და მისი დროისა და ახლლანდელი „იუვენტუსის“ შედარება სთხოვეს რაზეც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი პასუხი მიიღეს: „მარტივად ვიტყვი. 1996 წელს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მოგება კი დაიმსახურა, მაგრამ სხვა ყველაფრით დღევანდელი იუვენტუსი მაშინდელზე ძლიერია“, – თქვა ვიალიმ, ვინც იმ გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახლდათ, სადაც ალესანდრო...

გავიხსენოთ კენ ნორტონი
ჩანაწერი

გავიხსენოთ კენ ნორტონი

კენ ნორტონის გამო ბევრის დაწერა შეიძლება. მისი საკრივო თავგადასავალი მრავალფეროვანი და ღირსეულია. მაგრამ ამ ჯერზე უშველებელი ფურცლის შედგენა არ გამოვა. ისევ ისა სჯობს, რამდენიმე ეპიზოდი წარმოვადგინოთ მისი საკრივო და რინგსგარეთა ცხოვრებიდან და მის ნაფიქრსაც მივუგდოთ ყური. კენ ნორტონი გასახსენებელი ვინმეა… ცხოვრება გავიხსენოთ, მაშ აბა რა? არ შეიძლება არ გავიხსენოთ. კენ ნორტონი ხომ ის კაცია, მძიმე...

ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე
ჩანაწერი

ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელია.  ეს მას მერე გაირკვა, რაც რაფაელ ნადალი პარიზის ტურნირიდან მოიხსნა. ჯოკოვიჩმა წელს ორი უმსხვილესი ტურნირი, უიმბლდონი და US Open-ი მოიგო. პარიზის ტურნირიდან მოხსნამ რაფაელ ნადალის წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობაც ეჭვქვეშ დააყენა. ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე 2016 წლის 31 ოქტომბრის მერე არ ყოფილა. სერბის ანგარიშზე ჯამში ATP-ს ტურნირებზე მოპოვებული...

48 გუნდით ყატარში?
ჩანაწერი

48 გუნდით ყატარში?

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში გაიმართება, შესაძლოა მონაწილეთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდოს. განცხადება ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აზიის საფეხბურთო კონფედერაციის კონგრესზე გააკეთა. აქამდე არსებული გადაწყვეტილებით, მუნდიალის მონაწილეთა რიცხვი 32-დან 48-მდე 2026 წლიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ფორმატი შესაძლოა 4 წლით ადრე შეიცვალოს. ჯანი ინფანტინოს თქმით, ფორმატის გაფართოება აზიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვოტის გაორმაგების საშუალებას...

უტვინო იდიოტების გაკეთებული
ჩანაწერი

უტვინო იდიოტების გაკეთებული

„ლონდონ სთედიუმზე”, რომელიც ყოფილი ოლიმპიური სტადიონი გახლავთ და საგანგებოდ 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ორ გულშემატკივარს წაუთაქეს. როგორც „სანში” ეწერა, ეს უტვინო იდიოტებმა გააკეთეს. „კარაბაოს თასზე”, „ვესტ ჰემმა” „ტოტენჰემს” უმასპინძლა და 1:3 წააგო. სტადიონი „ვესტ ჰემის” სახლად ითვლება — მას ლონდონური კლუბი და მძლეოსნები ქირაობენ. ჰოდა, „სფურზის” ორი გულშემატკივარი შეცდომით „ჩაქუჩების” გულშემატკივართა სექტორში...