როგორ ახერხებენ გულში ბოღმის ჩადების ნაცვლად კეთილგანწყობის შენარჩუნებას? 22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ლეროი სანეს ამბავს მოგახსენებთ, რომლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ-წაყვანა სამშობლოში ბუნდესმანშაფტის მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გაირკვა, რომ ლიოვი სანეს ტოვებდა, გერმანიაში დიდი კამათი ატყდა.
და აი, უჩვეულო ამბავი: ლეროი სანე თავად ამბობს, რომ მას ესმის, თუ რატომ არ წაიყვანა მწვრთნელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
„იოგი ლიოვს ჩემ შესახებ ველაპარაკე. მან ისეთი არგუმენტები მომიტანა, რომ მე დავთანხმდი და მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს”, — თქვა „მანჩესტერ სიტის” მოთამაშემ Sky Sport-თან ინტერვიუში. თუმცა, კერძოდ რა არგუმენტები მოიყვანა ლიოვმა, სანეს არ უთქვამს.
მართალია გარემარბი რუსეთში არ იყო, მაგრამ მან თანაგუნდელების წაგება ძალიან განიცადა.
„გერმანიის ნაკრების ასე ნაადრევად გავარდნამ ძალიან დამწყვიტა გული. ვფიქრობ, ასეთი მწარე მარცხის გადატანა იოლი საქმე არ იქნება”, — თქვა „შალკეს” ყოფილმა მოთამაშემ.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ლეროი სანეს გასამხნევებლად ხმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამაც ამოიღო. მან თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაკრებს მიღმა დატოვება მას მხოლოდ გააძლიერებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
