ჯეკ უილშერმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს „არსენალს” დატოვებს. ინგლისელის თქმით, ის „მეთოფეთა” ახალმა მწვრთნელმა, ბასკმა უნაი ემერიმ შეავიწროვა.
26 წლის ნახევარმცველმა ინსტაგრამით ამცნო გულშემატკივრებს, რომ ემერიმ პირობა წაუყენა: „ემირეითზე” დარჩენა თუ გინდა ხელფასის შემცირებას დაჰყაბულდიო. ასეთმა წინადადებამ მისთვის ცხადი გახადა, რომ გუნდიდან უშვებენ და მოლაპარაკებების გაგრძელება დიდად აღარც კი ცადა.
ჯეკ უილშერი „არსენალში” 2001 წლიდანაა.
„ვადასტურებ, რომ ივნისის ბოლოს, როდესაც ჩემს კონტრაქტს ვადა ამოეწურება, კლუბიდან წავალ, — დაწერა ფეხბურთელმა, — ხელმძღვანელებთან, განსაკუთრებით კი ახალ მწვრთნელთან უნაი ემერისთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ვიგრძენი, რომ დიდი არჩევანი აღარც მქონდა დარჩენილი. მოგეხსენებათ, კარგად იყო ცნობილი, რომ აქამდე თვეების განმავლობაში ჩემი წარმომადგენელი „არსენალის” დირექტორატთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა კონტრაქტი გამეხანგრძლივებინა და კლუბში დავრჩენილიყავი. მე ყოველთვის აქ მსურდა დარჩენა. 17 წელიწადია არსენალელი ვარ და თავს ყოველთვის ამ ფაბრიკის პროდუქტად აღვიქვამდი. დარჩენის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ხნის წინ ხელფასის შემცირებაზეც კი ვიყავი თანახმა. დადგება დრო, როდესაც ყველაფერზე ვილაპარაკებ, ამჯერად კი მინდა მადლობა გადავიხადო ყველაფრისთვის, რაც გასულ 17 წელიწადში გადამხდა”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
