Tag: ჯეკ უილშერი

Home ჯეკ უილშერი
უილშერმა, ემერიმ გამაგდოო
Post

უილშერმა, ემერიმ გამაგდოო

ჯეკ უილშერმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს „არსენალს” დატოვებს. ინგლისელის თქმით, ის „მეთოფეთა” ახალმა მწვრთნელმა, ბასკმა უნაი ემერიმ შეავიწროვა. 26 წლის ნახევარმცველმა ინსტაგრამით ამცნო გულშემატკივრებს, რომ ემერიმ პირობა წაუყენა: „ემირეითზე” დარჩენა თუ გინდა ხელფასის შემცირებას დაჰყაბულდიო. ასეთმა წინადადებამ მისთვის ცხადი გახადა, რომ გუნდიდან უშვებენ და მოლაპარაკებების გაგრძელება დიდად აღარც კი ცადა. ჯეკ უილშერი „არსენალში” 2001 წლიდანაა....

მაგის დედაც, ჯეკ!
Post

მაგის დედაც, ჯეკ!

„არსენალის” ახალი მწვრთნელი უნაი ემერი დღეს 26 წლის ჯეკ უილშერს უნდა შეხვდეს და დაარწმუნოს, რომ ლონდონიდან წასვლა არ ღირს. უილშერი ერთი ხანია თავისუფალი აგენტია, რადგან „მეთოფეებთან” მის ძველ კონტრაქტს ვადა სეზონის დამთავრებისთანავე გაუვიდა. „არსენალის” ბოსები ნახევარმცველს ეუბნებიან, რომ მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ, ოღონდ მის ადრინდელ ხელფასს, რომელიც კვირაში 120 000 გირვანქას უდრიდა მეოთხედი დააკლდება. ამასობაში...

უილშერი ნაწყენია და არ მალავს
Post

უილშერი ნაწყენია და არ მალავს

ჯეკ უილშერმა თქვა, რომ გარეთ საუთგეიტი შეცდა, როდესაც ის ინგლისის ნაკრების სარუსეთო განაცხადში არ შეიყვანა. ფეხბურთელმა თავისი მოსაზრება ტვიტერზე დაწერა. „არსენალის” ნახევარმცველმა თავს წარმოუდგენლად გულგატეხილი უწოდა და განმარტა: „მთელი სეზონის განმავლობაში ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყავი და მწვავედ ვთამაშობდი, ამიტომაც მწამს, რომ საუთგეიტს გუნდში უნდა შევეყვანე”. 26 წლის მოთამაშემ არც ის დამალა, რომ სანამ თავისი მოსაზრების...

უილშერი არსადაც არ გადავიდა
Post

უილშერი არსადაც არ გადავიდა

დღეს ჯეკ უილშერი აღარ მალავს, რომ არსენ ვენგერი მას გუნდიდან წასვლას ურჩევდა. თურმე ეს სეზონის დასაწყისში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ დარბაზში ტრენაჟორებთან ვარჯიშობდა. უილშერი მწვრთნელის სიტყვებს იგონებს: „მსურს გულწრფელი ვიყო. ამ ეტაპზე შენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ. ასე რომ, თუ სადმე გადასვლის ვარიანტი გაქვს, ხელიდან არ გაუშვა, — მითხრა ბოსმა. დარბაზში ველოსიპედის ბორბლებს ვატრიალებდი....