მაუწყებელმა Telecinco-მ კრასნოდარში, ესპანთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე გადაიღო ექსკლუზიური კადრები: კადრები ასახავს „ლა როხას” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგისა და „რეალის” ლეგენდის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის ფერნანდო იეროს დაძაბულ ლაპარაკს. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა სენსაციური ცნობა, რომ ლოპეტეგიმ „რეალთან” მიაღწია შეთანხმებას და მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდება. ფედერაციას მადრიდული კლუბისგან საკომპენსაციოდ 2 მილიონი ევრო უნდა მიეღო.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ლოპეტეგის მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებას აღარ აცლის და თანამდებობიდან ხსნის.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
