ფინალის წინ დაღვრილი სისხლი

Home კატეგორიის გარეშე ფინალის წინ დაღვრილი სისხლი
ფინალის წინ დაღვრილი სისხლი

ვისთვის სასეირო და ვისთვის თავსატეხი ამბავი მოხდა კიევში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „რეალის” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე. კრიშტიანუ რონალდუ მიზანს ისწორებდა, დარტყმაში ვარჯიშობდა, როდესაც ბურთი გააქანა და… TV Univision-ის ოპერატორ ხუან ლორენსანა პრიეტოს გაარტყა. თან ბედი არ გინდა, პირდაპირ თავში ხეთქა.

ოპერატოს წარბი გაუსკდა, თუმცა გადარჩა. იქვე უმკურნალეს და მუშაობის გაგრძელება შეძლო.

მომხდარმა კრიშტიანუზე იმოქმედა. პორტუგალიელმა ძალიან განიცადა და უნებლიედ ჩადენილის მეტ-ნაკლები კომპენსაციისთვის პრიეტოს თავისი სავარჯიშო მაისური აჩუქა.

ვინ იცის ასეთ სუვენირად თავის განზრახ შეშვერაც კი ღირდა.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...