ბელგრადის გუნდების, “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის” შეხვედრა 17 გულშემატკივრის დასახიჩრებით დასრულდა. სერბეთის დედაქალაქის დერბი, ტრადიციულად მაღალი რისკის თამაშებს განეკუთვნება და ეს რომ ასეა, ამჯერადაც დამტკიცდა. AFP-ს ფოტორეპორტიორების თქმით, ჩხუბი მოწინააღმდეგეთა ბანაკებს შორის კი არ ატყდა, არამედ, “ცრვენა ზვეზდას” ფანების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ შეუტია ერთმანეთს. ბრძოლა დაახლოებით ათ წუთს გაგრძელებულა და საბოლოოდ პოლიციის სპეცრაზმს შეუწყვეტია. შეხვედრას...
წელი: 2017
პორდენონემ ვერ ჰქმნა…
ჩვენში კი არა, იტალიაშიც ცოტამ იცოდა მოკრძალებული „პორდენონეს“ შესახებ. გუნდი რომელიც სერია C – ს ბ ჯგუფის ბინადარია, ლამის ტოპ-სენსაციის შემოქმედი გახდა. მილანში, სახელოვანი „ინტერი“ სათასო მეოთხედფინალში, ამ ჩვენ გმირს მასპინძლობდა. მოლოდინისამებრ, მილანელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში და სამარქაფოებით სცადა ფონს გასვლა… მრისხანე მეტოქემდე „პორდენონეს“ ზედიზედ სამი სათასო გასვლა...
350 000 ევრო თითოეულს!
იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, მის თითოეულ წევრს პრემიის სახით 350 ათასი ევრო ერგება. შედარებისათვის: 2014 წელს ბრაზილიაში გამარჯვებული ბუნდესნაკრების ყოველმა ფეხბურთელმა 300 ათასი ევრო მიიღო. ახლა ფსონები გაზრდილია – გერმანიას შანსი აქვს, თავის ისტორიაში პირველად მოიგოს ზედიზედ ორი მუნდიალი და ამით იტალიისა (1934-38) და ბრაზილიის (1958-62) მიღწევა გაიმეოროს. გერმანიის...
ნეიმარი — ფინტები მოედანზე და ფინტები ცხოვრებაში
აი, რა მოხდა შაბათს დილით: “ნეიმარმა დამირეკა და მითხრა, რომ ოჯახში სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმე აქვს. თუ პირადად თქვენ და კლუბი წინააღმდეგი არ იქნებით, რამდენიმე დღით შინ, ბრაზილიაში წავალო. ურთიერთობაში ადამიანური მომენტის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა, ის საქმეშიც კარგ შედეგს იძლევა. თან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოჯახთან გადაფრენა ნეიმარისთვის ძალიან მნიშვნელოვანიიყო და გავუშვი”, — მოყვა “პარი სენ...
აბსოლუტური პროდუქტი
„დორტმუნდმა“ ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო დროს ჩრდილო რაინ-ვესფალიელები საშინლად გამოიყურებიან. მე-15 ტურში „ვერდერთან“ საშინაო 1:2 საბოლოო წვეთი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30 სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორჯერ ფრედ ითამაშეს კვიპროსულ “აპოელთან”. „ტოტენჰემთან“ და მადრიდის „რეალთან“ კი საერთოდ უქულოდ დარჩნენ. სასწაული...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
რამდენიმე შეკითხვა მაქვს. „ინტერზე“ არ მკითხო და რაც გინდა ის იყოს. კარგი. რატომ არის, რომ ხალხი ცხრა კაცითაც იგებს თამაშს, ჩვენ კი მთელი სტადიონი რომ ჩავიდეთ მოედანზე, ვაგებთ? იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ. ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუპერტ მერდოკს უნდა შევეკრათ. ვინ არის რუპერტ მერდოკი? მაგრამ რუპერტ მერდოკი ჩვენ არ შეგვეკვრება....
გცივა? იცეკვე!
სამხრეკორეულ პიონგჩანში 9 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება.ორგანიზატორების პროგნოზით, ამ დღეს ტემპერატურა – 14 გრადუსი იქნება, რაც აქამომდელ ზამთრის თამაშებს შორის ანტირეკორდია – მანამდე ლილეჰამერი „ლიდერობდა“ – 11 გრადუსით. ჰოდა ფიქრობენ: ჯერ თქვეს, მაყურებელი რომ არ გავყინოთ, შესვლის პროცედურა გავამარტივოთო… მერე თქვეს, ქარისგან დამცავი ფარები დავაყენოთ სტადიონის ტრიბუნებზეო… ბოლოს: მაყურებლები გახსნის ცერემონიალში ჩავრთოთ,...
რეალს კეპა 25 მილიონად დაიცავს
„ბილბაოს“ მეკარე კეპა არისაბალაგა რევუელტა 1 იანვრიდან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება. 23 წლის კეპაში, „მარკას“ ცნობით, მადრიდული კლუბი ბასკებს 25 მილიონ ევროს მიუთვლის, ხოლო მეკარეს ექვსწლიან კონტრაქტს გაუფორმებს – 2 500 000 ევრო წლიურად. კეპა ბასკური კლუბის აღზრდილია. 2011 წლიდან „ბილბაოშია“. 2014-2016 წლებში განათხოვრებული იყო ჯერ „პონფერადინაში“, მერე კი „ვალიადოლიდში“. მისი კონტრაქტი „ბილბაოსთან“ მომავალ ივნისს...
კარუანამ ნეპომნიაშჩის ლონდონი დაავიწყა
ამერიკის სახელით მოასპარეზე ფაბიანო კარუანა წლის დასკვნითი საჭადრაკო სუპერტურნირის, London Chess Classic-ის გამარჯვებული გახდა. მან კლასიკურ პარტიებში რუსი იან ნეპომნიაშჩის მსგავსად 9-დან 6 ქულა დააგროვა, თუმც მეტოქეს ტაი-ბრეიკში აჯობა და საპრიზო 300 ათასი დოლარიდან 62,5 ათასი მიითვალა. ამდენივე ერგო ნეპომნიაშჩის, რადგან საპრიზო ფონდის განაწილებისას მხედველობაში კლასიკური ჭადრაკის პარტაითა შედეგები მიიღება. ტურნირი ფიდე-ს რეიტინგ-ლისტის 10 ლიდერის...
“ჩელსი” მესის 29 აცილებას აძლევს
“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რთული ამოცანა აქვს — “ბარსელონას” უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა, თუმცა, არის ერთი რამ, რაც ლონდონელებს შესაძლოა კარგად ენიშნოთ: ლეო მესი “ლურჯებს” კარიერაში რვაჯერ შეხვედრია და მოედანი რვავეჯერ ისე დატოვა, რომ გოლი ვერ გაუტანა. ახლა 30 წლის არგენტინელს კიდევ ორი შანსი ეძლევა. თან, ანტონიო კონტეს გუნდს ამწუთას საუკეთესო დღეები არ უდგას, მაგრამ თებერვლამდე...









