ინგლისური გამოცემა The Telegraph “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველს, ჟერარდ პიკეს ესაუბრა. ჟურნალისტი სემ უოლესი შესავალში წერს, რომ მართლაც ცოტაა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელი, რომელიც სახელს, დიდებასა და ვარსკვლავის ტკბილ ცხოვრებას პოლიტიკური პოზიციების გამოხატვით გაირთულებს. პიკე აშკარად განსხვავებული ადამიანია და ის ამას თავადაც ადასტურებს — ჩემი ცხოვრება ყოველთვის სხვანაირად მიდიოდაო, ამბობს. “ბარსელონასა” და ნაკრების მაისურით მან...
წელი: 2017
მოურინიუს ოფიციანტობა აუკრძალეს
ესეც დისკვალიფიკაცია: “სანი” წერს, რომ ჟოზე მოურინიუ თავისივე კლუბმა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” დასაჯა. მომავალ პარასკევს, “იუნაიტედის” მოთამაშეები და პერსონალი საშობაო სუფრას მოუსხდებიან. მთავარი კერძი, რასაკვირველია შემწვარი ინდაური იქნება. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს, მოთამაშეებსა და კლუბის თანამშრომლებს მწვრთნელი და მისი ასისტენტები ემსახურებიან. ასე იყო ალექს ფერგიუსონის თუ ლუი ვან გაალის დროს. იდეა ის არის, რომ ხალხი, რომელიც...
პეპის გრძელი წინდა
… მას არც წითელი თმები აქვს და არც მარტო ცხოვრობს დიდ სახლში. არც მამამისია მეზღვაურების უფროსი და არც სხვადასხვა ფერის წინდები აცვია. თუმცა, ბოლო დროს ისეთ რამეებს სჩადის, ონავარ პეპილოტა გრძელწინდასაც კი გაუკვირდებოდა. ზღაპარია, აბა რა, – პეპ გვარდიოლა ზედიზედ მესამედ დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად. „ქალაქელებმა“ ნოემბერში ოთხივე მატჩი მოიგეს. „არსენალთან“, „ლესტერთან“, „ჰადერსფილდთან“ და...
ზესტაფონი წითელზეა და მწვანეს ელის
უნდა დაუშვან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ეროვნული ლიგა 2-ში? ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემპიონატში ზესტაფონელთა დაბრუნების მომხრეა. „სარბიელმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ „ზესტაფონის“ ლიგა 2-ში დაშვებაზე დაიწყო მსჯელობა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომზე გაარკვევდა „ზესტაფონის“ დაშვება-არდაშვების საკითხს, თუმც დრო გადის და საკითხი ისევ ღიად რჩება. გავიგეთ, რომ „ზესტაფონს“ სალიცენზიო დოკუმენტები ჩაუბარებია ფედერაციაში....
ემერი გაქურდეს
პარიზში, მეთექვსმეტე რაიონში, რომელიც ზეპური საზოგადოების საცხოვრებელი ადგილია, “პარი სენ ჟერმენის” ესპანელი მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს. ეს ამბავი დილას მოხდა, როდესაც ემერი სტრასბურგში იყო, ლიგის თასის მატჩზე. “მარკას” ინფორმაციით, მწვრთნელის მეუღლემ აღმოაჩინა, რომ სხვა ნივთებთან ერთად მოპარულია ნეიმარის ორი მაისური და ტრანსფერებთან დაკავშირებული დოკუმენტები. პირველი შეფასებით, ემერების სახლიდან გატანილი ნივთები 20 ათასი ევროს ღირებულებისაა....
ბინდისფერია სოფელი…
“მანჩესტერ იუნაიტედის” შეფები შიშობენ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვეღარასდროს ითამაშებს ისე, როგორც მუხლის ოპერაციამდე თამაშობდა. მას მერე, რაც “ანდერლეხტთან” ევროლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მძიმე ოპერაცია გადაიტანა შვიდი თვეა გასული. ამ ხნის განმავლობაში 36 წლის იბრას ცდა არ დაუკლია ჯანი და ფორმა რომ აღედგინა, მაგრამ იმ ფორვარდის ლანდიც აღარსადაა, გასულ სეზონში, 46 შეხვედრაში 28 გოლი...
ლებრონ ჩე
NBA-ში სულ ოთხი ვარსკვლავია, ვისაც თამაშის განზრახ „ჩაშვებაში“ საჯაროდ დასდეს ბრალი. ელვინ ჰეისი – ისე ნატრობდა მწვრთნელის პოსტიდან ჯეკ მაკმეჰონის გაშვებას, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ „ვერ დაიჭირა“ ბურთი. უილტ ჩემბერლენი – 1969 წლის ფინალის მე-7 მატჩში მისი „ტრავმა“ და მარცხის შემდეგ კონფლიქტი საუკეთესო მეგობარ ბილ რასელთან… კობი ბრაიანტი – „ფინიქსთან“ ფინალში აშკარა პასიურობა და ნამატჩევს...
ახალგაზრდები ცეცაძეს დაუთმეს
საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრები 43 წლის გია ცეცაძეს ჩაბარდა. ეს ამბავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს გაახმაურა და ახალ მწვრთნელთან კონტრაქტიც გააფორმა, რომლის დეტალები ჯერ უცნობია. ცეცაძის თანაშემწეები ზურაბ ხიზანიშვილი და თემურ ლორთქიფანიძე იქნებიან. გია ცეცაძეს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 19 წლმადელებს ხელმძღვანელობდა და გუნდი ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველომ...
უკლანოდ დარჩენილი ვინსენ მუტალე
ეს კვირაა და დიდმნიშვნელოვან შეჯიბრებებში გვარიანი ამბები ხდება: სამპრასი წაახდინეს, ჩანდა რუბინმა და არანტა სანჩესმა ლამის ოთხ საათს იქნიეს ჩოგნები, ხორხე ვალდანომ ქუდი დაიხურა და ამღვრეული „რეალი“ დელ ბოსკეს გადაულოცა, თბილისის „დინამო“ მანეჟში სათამაშოდ გაემგზავრა, ჟან-მარკ ბოსმანი მგონი ჰააგის სასამართლოს უსტაბაშად აირჩიეს, დენის როდმანმა საქოჩრეზე წითელი ზოლი გაივლო და სხვა რამ ათასი დიდი და მცირე....
ჯერ არ ჩათვალეს, მერე ჩათვალეს, მერე ისევ არ ჩათვალეს…
“მარკა” წერს, რომ აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში, ადგილობრივ “ალ ჯაზირასთან” შეხვედრის დროს, “რეალმა” ახლოს გაიცნო ის, რაც მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ელის — ვიდეორეფერი. ერთ-ერთ ეპიზოდში ისკომ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა. შორეულ ძელთან ყველაზე მაღლა კაზემირო ახტა და თავურით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა, სანდრო რიკიმ ოფსაიდის მიზეზით გოლი არ ჩათვალა. “რეალის” ფეხბურთელებმა ვიდეოსამსჯავრო მოითხოვეს. რიკიმ...









