ბარსელონაში გამართულ გალა-საღამოზე ლეო მესიმ მადრიდული გაზეთის, “მარკას” დაწესებული ტრადიციული პრიზები “პიჩიჩი” და ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ჯილდო მიიღო. რაფაელ “პიჩიჩი” მორენო არანსადი ბილბაოს “ატლეტიკის” ფეხბურთელი იყო, რომლის სახელიც “მარკამ” ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს უწოდა, ხოლო ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზს გაზეთი საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს. არგენტინელმა გასულ სეზონში, 37 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მან...
წელი: 2017
ჭადრაკის შვიდი საოცრება
ჭადრაკი სპორტია (მეცნიერება და ხელოვნებაც). სპორტს კი რეკორდები უხდება. ქვემოთ, 64 უჯრაზე შვიდი ყველაზე ფანტასტიური მიღწევის შესახებ მოგიყვებით. მოგებათა ყველაზე გრძელი სერია: მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი რობერტ ფიშერი – 20 პარტია 1972 წლის საჩემპიონო მარათონში ჩაბმულმა ამერიკელმა შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაიწყო. ჯერ 1970 წელს პალმა დე მალიორკაში ზონათაშორისი ტურნირი მოიგო, სადაც ბოლო 7 პარტიაში ზედიზედ იმარჯვა...
… ახლა მართლა წავიდა
16 წელი პროფესიულ ფეხბურთში, 9 საკლუბო ჯილდო და რამდენიმე ათეული – ინდივიდუალური. საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა კაკამ კარიერა დაასრულა. „მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. „მე მზად ვარ ახალი მოგზაურობისთვის. იესოს სახელით, ამინ“! – დაწერა ფეხბურთელმა. გამორჩეულ წარმატებას კაკამ „მილანის“ მაისურით მიაღწია. ამ გუნდში სხვა ჯილდოებთან ერთად ბრაზილიელმა სკუდეტო და...
“ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!
შაბათს, 23 დეკემბერს, “ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს — ასეთია კატალონიური კლუბის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მისმა ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორმა, გილერმო ამორმა განაცხადა. შაბათს, მადრიდელებმა, მოგეხსენებათ, აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. “ჩვენი კლუბი ღირსების დერეფანს ჩვეულებრივ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მომგებ გუნდებს უკეთებს… ეს ის შემთხვევა არ არის,” — განმარტა...
დიდი კაცი
მე არ მახსოვს მურთაზ ხურცილავას ფეხბურთი. მიყურებია კი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორში და ტელევიზორში ნანახით ფეხბურთელზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი. ჩემს მეხსიერებას მურთაზ ხურცილავას ფეხბურთიდან საზეიმო გაცილება შემორჩა ბუნდოვნად — ითამაშეს „დინამომ“ და სსრკ ნაკრებმა, მერე სხვა ფეხბურთელებმა ხურცილავა მხრებზე შეისვეს და ტრადიციულად გაიყვანეს მოედნიდან. ეს არის და ეს, მინდორზე სხვაგვარი მურთაზ ხურცილავა მე არ...
პეტერბურგის თავზე ქართული დროშა ფრიალებს
სანკტ პეტერბურგის მასტერსზე ძიუდოს სამყარო ქართველი ვაჟების სრული ტრიუმფის მოწმე გახდა. მასტერსი, რომელიც ყოველი წლის ბოლოს თითოეულ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 16 საუკეთესო ძუიდოისტს შორის იმართება, ჩვენებიდან აქამდე მხოლოდ ადამ ოქრუაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს მოეგოთ. ახლა კი 90 წონით კატეგორიაში იმავე ბექა ღვინიაშვილმა იმარჯვა, 100 კილოგრამში ოქროს ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლა, სარეკორდო სვლა კი მძიმე წონაში...
იქ, სადაც რაგბი რელიგიაა
ენდი მერთენსი 21 წლის კნაჭა ბიჭი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების 10-ნომრიანი შავი მაისურა რომ გადააცვეს და ხორცსაკეპში შეუშვეს. ერთად იყწებდნენ ის და მთაკაცი ჯონა ლომუ. 1973-მა წელმა უნიჭიერესი მორაგბეები აჩუქა მსოფლიოს – ენდრიუ მერთენსი, ტანა უმაგა, ჯასტინ მარშალი (ახალი ზელანდია), ჯორჯ გრეგანი, მეტიუ ბერკი (ავსტრალია), რაფაელ იბანიესი, ფაბიენ პელუ, ოლივიე მანი (საფრანგეთი), რიჩარდ ჰილი (ინგლისი)…...
რატომ ესროლეს ალექს ფერგიუსონს პიცა?
ფეხბურთში, რასაკვირველია, ყველაფერი ხდება, მაგრამ დღეს ბევრისგან გაიგებთ, რომ პრემიერლიგაში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია — “მანჩესტერ სიტის” ვეღარავინ დაეწევა. თან, ამას ამბობენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ კონკურენტი გუნდების მწვრთნელები, მიმომხილველები და სხვა. და არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც ინგლისში ხშირად მოისმენთ — ისე, როგორც მიმდინარე სეზონში “ქალაქელები” თამაშობენ, პრემიერლიგაში არასდროს არავის უთამაშია. “სიტი” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო...
ნუ დალეწავთ კევინ დე ბრუინს
საუცხოო ფორმაშია “მანჩესტერ სიტი”. არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს მისი 26 წლის ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი. შაბათს, ქალაქელებმა პრემიერლიგის ერთ-ერთ ყოჩაღ გუნდს, “ტოტენჰემ ჰოთსპურს” თვალსაჩინოდ აჯობეს — 4:1. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ანგარიში დიახაც, ზუსტად ასახავდა გუნდებს შორის სხვაობას. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთი გახლდათ ის 2 წუთი, როდესაც “სფურზისა” და ინგლისის ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა...
“რეალი” მსოფლიოს მწვერვალზე!
მადრიდის “რეალი” გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს აბუ დაბიში მოხდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული შედეგიანი საჯარიმო დარტყმის წყალობით “თეთრებმა” ბრაზილიური “გრემიო” დაამარცხეს. ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები მოედანზე თავიდანვე დომინირებდნენ, მაგრამ “გრემიოს” კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევა უჭირდათ. საბოლოოდ მათ მაინც გაიმარჯვეს — როგორც მოგახსენეთ, მატჩის ერთადერთი გოლი...









