უნდა დაუშვან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ეროვნული ლიგა 2-ში? ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემპიონატში ზესტაფონელთა დაბრუნების მომხრეა.
„სარბიელმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ „ზესტაფონის“ ლიგა 2-ში დაშვებაზე დაიწყო მსჯელობა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმასკომზე გაარკვევდა „ზესტაფონის“ დაშვება-არდაშვების საკითხს, თუმც დრო გადის და საკითხი ისევ ღიად რჩება.
გავიგეთ, რომ „ზესტაფონს“ სალიცენზიო დოკუმენტები ჩაუბარებია ფედერაციაში. ეს ჯერ კიდევ ნოემბერში.
მოკლედ, თითქმის მთელი ზესტაფონი აღმაკომის შეკრებას და მის გადაწყვეტილებას ელის – ითამაშებს თუ არა „ზესტაფონი“ ლიგა 2-ში. ისინი მწვანე შუქის ანთებას ელიან, მაგრამ ჯერ წითელია.
ჩვენი შეხედულება? ყველაფერ სამართლებრივს თავი რომ დავანებოთ და სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით ვუყუროთ, ორივე ხელით ვეთანხმებით „ზესტაფონის“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაშვებას.
ამ უმოქმედობაში, როცა თითო-ოროლა კლუბს ჰყავს კერძო სპონსორი და როცა კლუბებს ნორმალური სათამაშო მოედანი და პირობები ენატრებათ, როცა კლუბებში ხელფასების პრობლემებია როგორ არ უნდა გინდოდეს „ზესტაფონის“ შემომატება ოჯახში? ამ შემთხვევაში კითხვებიც არ უნდა ჩნდებოდეს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/11/2026 | 00:24ორმაგთან ახლოს
სიახლეები18/11/2026 | 23:20ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
