ედენ აზარმა, რომელიც 7 იანვარს 27 წლისა ხდება, “ჩელსის” ოფიციალურ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ქედს იხრის ბოლო ეპოქის “ბარსელონასა” და მისი ლიდერის, ლეო მესის წინაშე. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრამ ლონდონელები და ბარსელონელები ერთმანეთს გადაჰყარა და, შესაბამისად, ბელგიელი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც “ბლაუგრანა” ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს. პირველი შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 20 თებერვალს გაიმართება. “ბოლო...
წელი: 2017
თილისმა გარდაიცვალა
ვინ იცის, საფეხბურთო რეპორტაჟის ცქერისას რამდენჯერ გაგვჩენია კითხვა: ვინ არის ის ადამიანი კლუბის (ან შეჯიბრების) თილისმად რომ გამოწყობილა? ვინ არის ეს ხალხი, ხან სასაცილო ცხოველებად რომ იკაზმება, ზან ფრინველებად და ხანაც რობოტებად? ბავშვები არიან თუ დიდები? მაგრამ, შემდეგ თამაში დაწყებულა და გონება სხვაზე გადართულა. ალბათ, ყველგან სხვადასხვანაირადაა. ვესტ ბრომვიჩიდან კი სამწუხარო ცნობა მოედო ქვეყანას —...
აბრეზა-უფროსი და აბრეზა-უმცროსიც „ლოკომოტივში“
16 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს. მან თბილისის „დინამო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, თუმცა დინამოელებმა გარკვეული კომპენსაცია მიიღეს ფეხბურთელის აღზრდისთვის. დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ჭაბუკია საქართველოში. მან ეროვნულ ლიგაშიც ჩაატარა რამდენიმე მატჩი. ზურაბ დავითაშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (17 და 19 წლამდელები) მუდმივად ათამაშებენ. „ლოკომოტივში“ იმუშავებს სულიკო დავითაშვილიც. „აბრეზა“ „ლოკოს“ 19-წლამდელთა გუნდს უხელმძღვანელებს. ამ...
იოჰანეს, დაამუხრუჭე!
ჩვენთან არც დაწყებულა და ევროპაში კი მორჩა დღესასწაულები. იქ ორკვირიანი გადაბმული ამბები არ იციან, ახალი წლის შემოსვლას მხოლოდ ფეიერვერკით იგებენ, ხოლო 1 იანვარს და მომიჯნავე დღეებში ჩვეულებრივად მიდი-მოდიან საქმეებზე, ზოგიერთები კი მისრიალ-მოსრიალობენ კიდეც. 30 და 31 დეკემბერს, 1, 3, 4, 6 და 7 იანვარს ბარის თხილამურობის (Cross-country skiing) მსოფლიო თასზე მნიშვნელოვანი ეტაპებია, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი...
ჰარი კეინი — შირერსა და მესიზე მეტი
39 გოლი ერთ წელიწადში! ეს გახლავთ პრემიერლიგის ახალი რეკორდი, რომელიც “ტოტენჰემ ჰოთსპურის” 24 თავდამსხმელმა ჰარი კეინმა დაამყარა. საამისოდ მან “უემბლიზე” “საუთჰემპტონის” კარში სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა დასრულდა 5:2 “სფურზის” სასარგებლოდ. წინა რეკორდი, 36 გოლი, ალან შირერს ეკუთვნოდა. შირერმა ის 1995 წელს დაამყარა, როდესაც “ბლექბერნში” თამაშობდა. მან კეინს წარმატება “ტვიტერით” მიულოცა: “შენ ბრწყინვალე 2017 წელი გქონდა....
მუტკო გადადგა
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მუტკო, რომელიც დაბადებით ვიქტორ მუტკო ყოფილა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მოგეხსენებათ, 5 დეკემბერს მას საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამუდამოდ აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება ნებისმიერ რანგში. მიზეზი: დოპინგ-მაქინაციები. მუტკომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა. “სანამ საქმე წარმოებაშია, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდგები”, — თქვა მან. გაისად რუსეთი ფეხბურთელთა...
ზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა,...
ყოფილი მილიონერი ხელით რეცხავს
საშინელებები ილაპარაკა ემანუელ ებუმ „მირორთან“ ინტერვიუში. „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს ცოლთან გაყრის შემდეგ გახვრეტილი გროშიც აღარ აბადია და თურმე მეგობრის სახლში იატაკზე სძინავს. ხელით რეცხავს სარეცხს და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობს. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „არსენალიდან“ „გალათასარაიში“ 2011 წელს გადავიდა, 4 სეზონი გაატარა და 8 მილიონი ევრო მიუთვალეს, რომელიც თითქმის სრულად ცოლ-შვილისთვის გაუგზავნია. „საბანკო საქმეებისა არაფერი...
“ბარსელონა” — 21 ტურით ადრე ჩემპიონი
წინ კიდევ გრძელი გზაა — “ბარსელონას” გასახდელიდან დღეს ყველაზე ხშირად ეს წინადადება ისმის, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლა ლიგას ლიდერები უფრო მოტივაციის შესანარჩუნებლად იმეორებენ, წერს კატალონიური სპორტული გაზეთი “მუნდო დეპორტივო”. “ბარსა” მდევარ “ატლეტიკოს” 9 ქულით უსწრებს, მესამეზე მყოფ “ვალენსიას” თერთმეტით, “რეალი” კი “ბლაუგრანას” 14 ქულით ჩამორჩება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ძლიერია და შესაბამისი პოზიციაც უკავია, მაგრამ...
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარში დარტყმა არ იცოდა
ფაბიო კაპელომ თქვა, რომ როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” მივიდა, მან კარში დარტყმა არ იცოდა. ეს 2004 წლის ამბავია. იბრა “იუვეში” “აიაქსიდან” გადავიდა. “იუვენტუსში” შვედმა ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, თუმცა “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ტურინის კლუბს ეს ორი “სკუდეტო” ჩამოართვეს. შემდეგ ათ წელიწადში კი იბრაჰიმოვიჩი ცხრაჯერ გახდა სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი “ინტერის”, “მილანის”, “ბარსელონასა” და “პარი...









