„ვალენსიას” მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი ავტომობილით გარეულ ღორს დაეჯახა. დედასთან და მეუღლესთან ერთად ხიხონში საშობაოდ მიმავალ ტორალს ლოგრონიო-ბილბაოს ავტობანზე გზააბნეულმა ტახმა გადაურბინა. დამუხრუჭება კი მოასწრო, მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა და შედეგად, მწვრთნელი და მისი ცოლი მსუბუქი ტრავმებით გადარჩნენ, 81 წლის დედა კი უფრო მეტად დაშავდა. ყველანი ახლო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების შემდეგ გაუშვეს.
წელი: 2017
ლილის გიჟს გალტიე შეცვლის
„ლილის“ მწვრთნელი 51 წლის კრისტოფ გალტიე გახდა. ამავე კლუბის ყოფილმა ( 1987-1990 ) ფეხბურთელმა ცხრილში ჩაკარგული გუნდი ჩაიბარა და გავარდნას უნდა გადაარჩინოს. „ლილს“ ივნისიდან მარსელო ბიელსა – მეტსახელად „გიჟი“ – თავკაცობდა, მაგრამ 19 მატჩში 19 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა და 15 დეკემბერს დაითხოვეს. ბიელსა დროებით შეცვალა ოლივიე დალოლიომ და ორ მატჩში გაუძღვა გუნდს, თუმცა ვერც...
ელ კლასიკოს ლოთები, დაალაგეს ბოთლები
„რეალთან“ მადრიდში 3:0 მოგება საკმარისზე მეტი მიზეზია 5 300 ევროს ღირებულების ღვინის ჩასაცეცხლად, რაც ჩაიდინა კიდეც შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ ნამატჩევს და გამოლოკილი ბოთლების ფოტო ინსტაგრამში გამოფინა. ღვინის მცოდნეებმა არ დაიზარეს და პიკეს ღვინოების ფასები დაადგინეს. მაშ ასე, სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: „შატო ლატური“ – 1495 ევრო „ლა რომანე“ – 3360 „ვეგა სიცილია“ – 479,34...
რა მოხდა ასეთი? 101 და 101
შაბათს „ბორნმუთთან“ 4:0 მოგებულ მატჩში სერხიო აგერომ დუბლი შეასრულა და „ეტიჰადზე“ გატანილი მე-100 და 101-ე გოლები იზეიმა. მარადონას ყოფილი სიძე „სიტიში“ 2011 წლიდანაა და პრემიერლიგის 195 შეხვედრაში 134 გაიტანა, ყველა ტურნირში კი 273 მატჩში 184 გოლი მოაგროვა. 2017 წლის 1 იანვრიდან „სიტის“ 101 გოლი აქვს გატანილი და „ლივერპულის“ 1982 წლის შედეგის (106 გოლი კალენდარულ წელში)...
ზიდან, ჩამოეცალე გზიდან!
“სანი” წერს, რომ “ჩელსის” იტალიელ თავკაც ანტონიო კონტეს “რეალის” მწვრთნელობა უნდა. 10 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტის თანახმად კონტეს “ლურჯებთან” კიდევ აკავშირებს წელიწადნახევარი, მაგრამ პირველივე სეზონში პრემიერლიგის მოგების შემდეგ მას “სტემფორდ ბრიჯზე” რთულად მისდის საქმე — 19 ტურის შემდეგ ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 16 ქულით ჩამორჩება. კვირას, ლონდონელებმა, “ევერტონთან” სტუმრად უსახური ფრე 0:0 ითამაშეს, “რეალმა” კი შინ...
კეინს ერთი შანსი დარჩა
ჰარი კეინმა ალან შირერის რეკორდი გაიმეორა — 36 პრემიერლიგური გოლი კალენდარულ წელიწადში. “ტოტენჰემს” 2017 წელს კიდევ ერთი თამაში რჩება. ლონდონელები “ბოქსინგ დეიზე” ანუ 26 დეკემბერს “საუთჰემპტონს” მასპინძლობენ. შესაბამისად, რეკორდი შეიძლება დაემხოს კიდეც. შირერმა, რომელიც დღეს 47 წლისაა, 36 გოლი 1995-ში გაიტანა. ფორვარდი მაშინ “ბლექბერნში” თამაშობდა. რეკორდი 22 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო. ეფექტური გახლდათ, რომ კეინი...
მისია შეუძლებელია
“ბარსელონა” უძლიერესია! მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 მოუგო “რეალს” და ლა ლიგის ცხრილში 14 ქულით ჩამოიტოვა. მართალია, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ გამოტოვებული შეხვედრა რომც მოიგონ, მათთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა მაინც უკვე შეუძლებელ მისიად მოჩანს. რამ განაპირობა მადრიდელთა კრახი? ამ კითხვაზე პასუხი მათ გასახდელშია საძებნელი. “თეთრებმა” ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. შესვენებამდე ისინი სათამაშო...
ვინ შეუტევს “მანჩესტერ იუნაიტედს”?
“სევილიამ” არგენტინელი მწვრთნელი ედუარდო ბერისო გაათავისუფლა. ბერისო ესპანურ გუნდში სულ შვიდი თვის მისული იყო. ერთი თვის წინ მან პროსტატის სიმსივნეზე იმკურნალა. სევილიელები ბერისოს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა შეხვდეს, ყოველმხრივ მხარში დგომას და ერთგულებას ჰპირდებოდნენ. ლა ლიგაში “სევილია” 17 თამაშიდან 29 ქულით მეხუთე ადგილზეა. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში...
ნეიმარმა, ტელევიზორსაც კი არ ჩავრთავო
ეს მართლა “რეალში” ხომ არ აპირებს გადასვლას?. “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, “ელ კლასიკოების” ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნეიმარმა გამოაცხადა, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების ნახვა ტელევიზორშიც კი არ უნდა — არდადეგები დაეწყო და მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი საკლუბო შეხვედრა არ აინტერესებს. უფრო სწორად, ნეიმარი “პარი სენ ჟერმენის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად დოჰას ერთ-ერთ პორტში გემზე ავიდა და პარიზული კლუბისთვის...
ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ. ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....









