როგორც „ბილბაოში“ ტრადიციულად თამაშობენ მხოლოდ ბასკები, ასევე ეკვადორში კიტოს „ნასიონალს“ აქვს ტრადიცია, გუნდში ჰყავდეს მხოლოდ ეკვადორელები. ასე იყო 1964 წლიდან სანამ წლეულს, დეკემბერში, არ გაირკვა, რომ უკვე ორი სეზონია „ნასიონალში“ 30 წლის კოლუმბიელი რინსონ ლოპეს ლედესმა თამაშობს. აქამდე როგორ ვერ გაიგეს ? 17 წლის იყო კიტოში რომ ჩავიდა და ყალბი პასპორტით ეკვადორელი გახდა, რათა სამუშაო...
წელი: 2017
ფეხბურთის ფედერაციამ პრიზები ჩამოარიგა
27 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა – 2017 წლის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10 გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს. საქართველოს 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის...
ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს
ჟორჟ ვეამ, ევროპის ყოფილმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. არჩევნების მეორე ტური სამშაბათს ჩატარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვეამ კონკურენტს ქვეყნის 15-დან 12 რეგიონში აჯობა. ვეას კონკურენციას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბოაკი უწევდა, რომელის ამ პოსტს 12 წელია იკავებს. ლიბერიის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა, რომელიც არჩევნების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობდა, დამარცხებულს არჩევნების შედეგებთან შეგუება...
რონალდუმ “ოქროს ბურთი” დააბრუნა მესის გადაეცითო…
კატალონიურ სპორტულ გამოცემას, “ელ მუნდო დეპორტივოს” რამე დაესიზმრა თუ გადაწყვიტა საახალწლოდ უცნაურად ეხუმრა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: “ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ გულდამძიმებულმა კრიშტიანუ რონალდუმ “რეალის” გასახდელში განაცხადა, რომ ის “ოქროს ბურთს” არ იმსახურებს და აპირებს ჯილდო “ფრანს ფუტბოლის” რედაქციას დაუბრუნოს, რათა მან ის ღირსეულ მფლობელ ლეო მესის გადასცეს. გასახდელში თანაგუნდელებმა სცადეს...
გვარდიოლა: ფავორიტი ის გუნდია სადაც მესი თამაშობს
“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის ციდან ვარსკვლავების წყვეტას განაგრძობს. გუშინ, “ქალაქელებმა” ნიუკასლში გაიმარჯვეს 1:0. “მეტოქეს ვაჯობეთ. მართალია, გოლის გატანა მასაც შეეძლო, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ შევინარჩუნოთ ყურადღება. შეხვედრა იმით იყო რთული, რომ უჩვეულო დროს ჩატარდა. ყველა გუნდმა წინა დღეს ითამაშა, თან შობა-ახალი წლის პერიოდია, მთელი ინგლისი ისვენებს გარშემო განწყობაც შესაბამისია და ჩვენს წინაშე უფრო ფსიქოლოგიური ამოცანა იდგა....
ინგლისური ოცნება — 2030
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფებს სწამთ, რომ მათ ქვეყანას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მოსაწყობად ყველა პირობა აქვს. ევროპას რუსეთის 2018 წლის მუნდიალის შემდეგ მასპინძლობის შანსი 2030-ში ეძლევა და ინგლისელებმა გადაწყვიტეს ეს უფლება მოიპოვონ, თუმცა მოვლენების ფორსირებას არ აპირებენ. ასოციაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “სანს” უთხრა: “კარგად ვიცით, რომ თუკი მიზნის მიღწევა გვინდა, ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ. კერძოდ, არავითარ შემთხვევაში არ...
75 000 000 დაცვას მიხედავს
მცველისთვის სარეკორდო 75 მილიონი გირვანქა გადაუხადა „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ ვირგილ ვან დიიკის სანაცვლოდ და ჰოლანდიელი 1 იანვრიდან „ლივერპულის“ დაცვას გააძლიერებს. 26 წლის ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 180 000 გირვანქას მიიღებს. აქამდე უძვირფასესი მცველი კაილი უოკერი იყო, რომელიც გასულ ზაფხულს „სიტიმ“ „ტოტენჰემისგან“ 54 მილიონად იყიდა. ვან დიიკმა კარიერა „ტილბურგში“ დაიწყო, მერე „გრონინგენში“ გადავიდა და „სელტიკში“ (2013-2015) გააგრძელა. „სელტიკმა“...
გოგოვ, გნახე ინსტაგრამზე !
გასულ შაბათს გალისიური დერბი „დეპორტივო“ – „სელტა“ 1:3 დამთავრდა. „დეპორის“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაქალებითურთ სავახშმოდ შეიკრიბა და დერბის ჩაუჯდა. მატჩის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთმა, პატრისია დიას რუისმა, ინსტაგრამზე დადო გახარებული გოგოების სურათი წარწერით: „ვზეიმობთ „სელტას“ მოგებას” ! მალე გამოჩნდა, რომ ეს უშნო ხუმრობა იყო, რადგან „დეპორის“ ფანობა აღშფოთდა, კლუბის ოფიციალური პირები კი შეშფოთდნენ. ატყდა...
ეს აბრეუ ვინ ყოფილა ?
ურუგვაელმა სებასტიან აბრეუმ, რომელიც გინესის წიგნშია როგორც 25 სხვადასხვა კლუბში ნათამაშები, რეკორდი გააუმჯობესა – 25 არ ეყო და ოცდამეექვსეში გადავიდა. 41 წლის ფორვარდმა, ვისაც 400-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ჩილეს „აუდაქს იტალიანოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აბრეუს აქამდე რეკორდის მოზიარედ ჰყავდა ასევე 25 კლუბ გამონაცვალი გერმანელი მეკარე ლუც პფანენშტიელი, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა. გერმანელი სხვა...
დღე პირველი – ჯობავა და სხვები
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც 30 დეკემბრამდე გასტანს და 2 მილიონდოლარიანი საპრიზო ფონდით გამოირჩევა. პირველი სამი დღე სწრაფი ჭადრაკისაა და ყოველ მონაწილეს დღეში 5 პარტიის თამაში ევალება. ბოლო ორი დღე ბლიცს დაეთმობა და მოჭადრაკეებს დღეში 10 პარტიის გამართვა მოუწევთ. ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში პირველი დღის გმირი ჩვენებური ბაადურ...









