წელი: 2017

Home 2017
განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში
ჩანაწერი

განცხადება: ვიყიდი სახლს ბარსელონაში

ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას  და  იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს. გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა სთხოვა. ფეხბურთელმა დაიცადა და იანვარიც მოვიდა, ახლა სიტყვა „ლივერპულზეა“. კოუტინიო 2012 წელს ბარსელონის „ესპანოლში“ იყო...

რას მოუტანს შტუტგარტს მარიო გომესის დაბრუნება?
ჩანაწერი

რას მოუტანს შტუტგარტს მარიო გომესის დაბრუნება?

“შტუტგარტს” ბოლო ოთხი ტურია ბუნდესლიგაში გოლი არ გაუტანია. რატომ? მარიო გომესი აკლდა? დიახ, 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 იანვრიდან 32 წლის მარიო გომესი “შტუტგარტში” ითამაშებს — “ვოლფსბურგიდან” სიყმაწვილის დროინდელ გუნდში ბრუნდება. სატრანსფერო თანხა საიდუმლოდ შეინახეს. გომესი მართლა კარგ დროს მიდის “მერსედეს-ბენც არენაზე”. ზოგადად “შტუტგარტს” (17 ტურის შემდეგ მე-14 ადგილი) გოლების გატანა თითქოს არ უჭირს,...

მოურინიუმ კლოპზე შური იძია
ჩანაწერი

მოურინიუმ კლოპზე შური იძია

ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს შარშანდელი ნათქვამი გაახსენა, გულში ჰქონია ჩადებული. კერძოდ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 105 მილიონ ევროდ პოლ პოგბა იყიდა, “ლივერპულის” თავკაცმა თქვა: “ფეხბურთელში ასეთ თანხას რომ იხდი, ხომ შეიძლება დაშავდეს? და თუ დაშავდა გამოვა, რომ ფული ქარს გაატანე. თუკი დადგება დღე, როდესაც ჩვენს საქმეში ვაჭრობა გახდება მთავარი, მე ფეხბურთიდან წავალ. მთავარი გუნდური თამაშია. რასაკვირველია,...

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
ჩანაწერი

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სწრაფ და ბლიც ჭადრაკში მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ იბნ აბდურახმან ალ-საუდის სახელობის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. უფრო ზუსტად, სწრაფი ჭადრაკის სესია დასრულდა და ბლიცი დაიწყო. ვინ იფიქრებდა, თუ 2017 წელს უხალისოდ მოთამაშე ვიშვანათან ანანდი სეზონს მაჟორზე დაასრულებდა და ყველა ახალგაზრდას (მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის წინამძღოლობით) აჯობებდა სისწრაფეში. მოკრძალებული სტარტის შემდეგ ინდოელმა მაესტრომ...

რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა
ჩანაწერი

რემზიმ ნეიმარი ფასდაკლებით იყიდა

წლეულს “პარი სენ ჟერმენმა” იყიდა ნეიმარი  222  მილიონ ევროდ, „მანჩესტერმა“ –  ლუკაკუ  85 მილიონად, აარონ რემზიმ  კი კარდიფის მდიდრულ უბანში  სახლი და ადგილ-მამული – 3 100 000 გირვანქად ისე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდა. ნეიმარი მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელია, ხოლო რემზის სახლი უძვირესია უელსში. შეფასებული იყო 4 500 000-ად, მაგრამ „არსენალის“ ნახევარმცველმა დააკლებინა. მამულში...

არსენალში განხეთქილებაა
ჩანაწერი

არსენალში განხეთქილებაა

ტიერი ანრი ამბობს, რომ “არსენალის” გასახდელში ბზარია. “მეთოფეებმა” “კრისტალ პალასს” სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია. “ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან თანაგუნდელებს საზეიმოდ უხმო. რატომ არ მიდიოდნენ ისინი? გოლი არ გაუხარდათ? როდესაც ფეხბურთელი იწყებს ფიქრს მიირბინოს...

გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !
ჩანაწერი

გრცხვენოდეთ, ავტობუსებო !

სამარცხვინო უწოდა ჯეიმი კარაგერმა იმ გუნდების თამაშს, რომლებიც  პრემიერლიგის ტოპ ექვსეულთან საშინაო მატჩებში დაცვას „ავტობუსებით“ ამაგრებენ. „ლივერპულის“ ყოფილი მცველი რაფაელ ბენიტესმა გააბრაზა.  „ნიუკასლი“- „სიტის“ მატჩის (0:1) შემდეგ კარაგერმა ბენიტესის არჩეული ტაქტიკა გაკენწლა და სხვებიც გადასწვდა: „მხოლოდ „ნიუკასლი“ კი არა,  თითქმის ყველა ასე თამაშობს საშინაო მატჩებს ტოპ ექვსეულის წინააღმდეგ. პრემიერლიგა სასაცილო ხდება. არის  ზედა ექვსი გუნდი...

ლაშამ შტანგა, ხალხმა ლაშა აიტაცა
ჩანაწერი

ლაშამ შტანგა, ხალხმა ლაშა აიტაცა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად 28 დეკემბერს, „სარბიელის“ დაბადების დღეს, ჟურნალისტთა გამოკითხვის გზით წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა – წლის საუკეთესო სპორტსმენად ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლაშა ტალახაძე აღიარეს. ლაშამ ამ ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. საუკეთესო სამეული კი ასეთია: I ადგილი – ლაშა ტალახაძე II ადგილი – ზაზა ფაჩულია III ადგილი – გენო პეტრიაშვილი წლის...

აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება
ჩანაწერი

აიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება

„აიაქსის“  მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა, რომელიც მანამდე „უტრეხტს“ თავკაცობდა. 47 წლის ტენ ჰაგმა მარსელ კეიზერი შეცვალა, ვინც ამსტერდამულ კლუბში ოდენ ექვსი თვე გაატარა. კეიზერის  ხელქვეით „აიაქსი“ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა – „ნიცასთან“ დამარცხდა, მერე კი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფსი ჩარჩა. ერიკ ტენ ჰაგი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა „იგლზში“ ( 2012-2013 ), მერე მიუნხენის...

კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ
ჩანაწერი

კარლუშ, ოღონდ არა კეირუშ

„სუონსის“ მწვრთნელად 52 წლის პორტუგალიელი კარლუშ კარვალიალი დანიშნეს. მან ალან კურტისი შეცვალა, რომელმაც გუნდი 20 დეკემბერს დროებით ჩაიბარა პოლ კლემენტისგან. კლემენტი „სუონსის“ იანვრიდან თავკაცობდა და თითქმის გასავარდნად განწირული გუნდი პრემიერლიგაში დატოვა. ამ სეზონში უელსურმა კლუბმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და ისევ ბოლო ადგილზეა. 19 დეკემბერს „ევერტონთან“ მარცხის შემდეგ პოლ კლემენტი მოხსნეს. კარლუშ კარვალიალი ორი წელი...