ესპანურ „მარკასთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გააკრიტიკა VAR და ის მსაჯები, ვინც ამ ვიდეოსისტემას მართავს. „მსაჯებს მაფია აქვთ. ისინი VAR-ის საქმეებში ყოფილ ფეხბურთელებს არ რევენ. მაგალითად, როდესაც ერთ მოთამაშეს სახეში მეორის ხელი ხვდება და ის ეცემა, თამაში ჩერდება. ინიშნება ჯარიმა. რატომ? თუკი მე სიმაღლეში 190 სანტიმეტრი ვარ, ის კი 175 სანტიმეტრია, ჩემი მკლავი...
ჭდე: VAR
კონტეს ნათქვამი „მაღლა” არ მოეწონათ
„ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრის შემდეგ (1:1), ნეაპოლელთა განრისხებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად ილაპარაკა. ის უკმაყოფილო იყო პენალტით, რომელიც მისი გუნდის კარში დანიშნეს ― ზამბო ანგისამ დენზელ დუმფრიზი წააქცია. დარტყმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ შეასრულა, ძელს გაარტყა ბურთი. კონტეს მრისხანება არც იტალიელ მსაჯთა ხელმძღვანელ ჯანლუკა როკის ესიამოვნა და არც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. როგორც გაირკვა ორივეს თავისი...
ლა ლიგა ფეხბურთელების სახსრებს დააკვირდება
იმისათვის, რომ კარგად წარმოვიდგინოთ, თუ რა ტექნოლოგიური სიახლე დაინერგება ესპანეთის ლა ლიგაში ახალი 2024-25 წლების სეზონიდან, ჯერ გავეცნოთ ოფსაიდის ნახევრად ავტომატური დაფიქსირების მეთოდს. მას მოკლედ „ნახევრადავტომატურ ოფსაიდს” უწოდებენ. ლაპარაკია არა ბევრი ვიდეოკამერით მიღებულ გამოსახულებათა შეჯერება-შედარებაზე, არამედ მოწყობილობაზე, რომელიც სტადიონის სახურავზე დამონტაჟდება და როგორც კი მოთამაშე მოედანზე ფეხს შედგამს, მის 30 სახსარს კონტროლის ქვეშ აიყვანს. ეს...
მსაჯების ორმაგი შეცდომა ნაპოლის წინააღმდეგ
იტალიის თასზე „ნაპოლის” საშინაო მარცხს „ფროზინონესთან” (0:4) არავინ ამართლებს, მაგრამ გავლენიანმა რომაულმა გამოცემამ „კორიერე დელო სპორტმა” მკითხველის ყურადღება შეხვედრის ერთ ეპიზოდზე გაამახვილა. მოგეხსენებათ, სანამ ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, ეს ჯოვანი სიმეონემ გააკეთა. VAR-მა ეპიზოდი გადაახვია და მსაჯ როსარიო აბისოს მისი მონიტორზე ნახვისკენ მოუწოდა. არბიტრმა მომენტის ჩანაწერი შეამოწმა და ჩათვლილი გოლი გააუქმა,...
გაასაჯაროვეს VAR-ის ლაპარაკი მსაჯთან
არა და არ წყდება დავა „ნაპოლისა” და „ინტერის” შეხვედრაში მსაჯის დავიდე მასას გადაწყვეტილებების გამო. ხსენებული შეხვედრა „ინტერმა” მოიგო 3:0, ხოლო ტელეკომპანია Dazn-მა მოიპოვა და გაასაჯაროვა მსაჯისა და VAR-ის ოთახის საუბარი. საუბარია ორ ეპიზოდზე. ჯარიმა არ იყო. პირველი ტაიმის მიწურულს ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გახსნა, მაგრამ კომბინაცია მოედნის ცენტრში ლაუტარო მარტინესისა და სტანისლავ ლობოტკას ორთაბრძოლით დაიწყო. Dazn-ის...
ესპანეთის სუპერთასი და ტექნოლოგიები
ესპანეთის სუპერთასი მომდევნო კვირაში, კერძოდ 11 იანვარს ოთხთა ტურნირის ფორმით ჩატარდება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ამ შეჯიბრებაში ახალი ტექნოლოგია გამოცადოს. „მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით ტურნირზე, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად იმუშავებს VAR, რომელიც თამაშგარე მდგომარეობას ავტომატურად დააფიქსირებს. ეს გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებში უკვე ვნახეთ. ის ანალიზს...
გრიზმანი VAR-ის წინააღმდეგ
საფრანგეთის ნაკრებისა და „ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ტუნისს გოლი გაუტანა, მაგრამ VAR-მა არ ჩაუთვალა. ამასთან დაკავშირებით, „ლურჯების” ვარსკვლავმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ვფიქრობ, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელსაც VAR-მა გოლი არ ჩაუთვალა. ეს ესპანეთთან მოხდა. და მინდა გითხრათ, რომ საშინელი შეგრძნებაა, რადგან შენს გემოზე ვერ ზეიმობ. მეტისმეტად გულნატკენი ვარ, მაგრამ...
VAR რომ არ ჩარეულიყო: ლა ლიგის ორი ცხრილი
„რეალმა” ლა ლიგის მე-12 ტურში „ჟირონას” ვერ მოუგო (1:1), მაგრამ მაინც პირველ ადგილზეა. „ბარსელონამ” მსაჯის წამატებულ წუთებში მოახერხა გიორგი მამარდაშვილის კარში გოლის გატანა და მეორე პოზიციას ინარჩუნებს — ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება. „ბეტისმა” „რეალ სოსიედადს” აჯობა და „ატლეტიკოს” მსგავსად 23 ქულა აქვს — ეს ორი გუნდი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს ანუ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელთა ზონაშია. თუ...
VAR-ი მალე იქნება…
საქართველოში ვიდეორეფერის (VAR) მოსამზადებელი პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. 11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, სამოყვარული, ასაკობრივი და რეგიონული ლიგის მატჩებზე, ვიდეორეფერის სისტემის ტესტირება მიმდინარეობს. დასკვნითი ეტაპის ფარგლებში, VAR-ის სისტემა ჯამში 12 თამაშზე იქნება გამოყენებული. 14 და 15 სექტემბერს, სატესტო მატჩებს ფიფას პოლონელი ინსტრუქტორი, მაცეი ვიერზბოვსკი დაესწრო. მიმდინარე ეტაპის დასრულების და ფიფასგან შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური...
ესპანური VAR-იანტები
საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ესპანურ გაზეთ AS-ში VAR-თან დაკავშირებით. მისი ავტორი რუბი არესი ამბობს, რომ ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონს ვიდეომსაჯობამ თავისი კვალი დააჩნია. VAR რომ არა, ზოგი გუნდი საბოლოო ცხრილში სხვა ადგილს დაიკავებდა. კერძოდ, „ბარსელონა” მესამე ადგილზე გავიდოდა და სუპერთასზე ვერ მოხვდებოდა, „ვილიარეალი” მომავალ სეზონში ევროლიგაში ითამაშებდა, „გრანადა” კი გავარდნას გადარჩებოდა. მეორე მხრივ, ფაქტია,...









