საქართველოში ვიდეორეფერის (VAR) მოსამზადებელი პროცესის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. 11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, სამოყვარული, ასაკობრივი და რეგიონული ლიგის მატჩებზე, ვიდეორეფერის სისტემის ტესტირება მიმდინარეობს.
დასკვნითი ეტაპის ფარგლებში, VAR-ის სისტემა ჯამში 12 თამაშზე იქნება გამოყენებული. 14 და 15 სექტემბერს, სატესტო მატჩებს ფიფას პოლონელი ინსტრუქტორი, მაცეი ვიერზბოვსკი დაესწრო.
მიმდინარე ეტაპის დასრულების და ფიფასგან შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება VAR-ის თანხლებით გახდება შესაძლებელი.
საქართველოში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვის სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს, პროცესს თვალს ფიფას ინსტრუქტორები და შესაბამისი ორგანიზაციები აკვირდებიან, ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
