ჭდე: VAR

Home VAR
მანჩესტერ იუნაიტედი თასიდან ხელით გააგდეს
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი თასიდან ხელით გააგდეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალიდან „მიდლსბრომ“ გააგდო. ბევრის აზრით ამაში სხვა მიზეზებთან ერთან როლი უსამართლობამაც ითამაშა. საქმე ის არის, რომ ჯეიდონ სანჩოს მიერ 25-ე წუთზე გატანილ გოლს, მეტ კრუკსმა 64-ე წუთზე უპასუხა გოლით, რომელიც შარშანდელი წესებით არ უნდა ჩათვლილიყო. კრუკსს საგოლე პასი მიაწოდა დანკან უოტმორმა, მან კი საჯარიმო მოედანში ბურთი ხელით დაამუშავა. მსაჯ ენტონი...

ესპანეთში VAR-ზე ასე გადაწყვიტეს
ჩანაწერი

ესპანეთში VAR-ზე ასე გადაწყვიტეს

ესპანელ მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა გადაწყვიტა VAR უფრო იშვიათად გამოიყენოს. წინა სეზონებში აშკარა იყო, რომ ესპანეთში VAR-ს ყველა შესაძლო და სადავო სიტუაციაში იყენებენ. ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილებები გულშემატკივარს თვალში ყველაზე მეტად ლა ლიგის თამაშებში ხვდებოდა, სადაც ვიდეორეფერის მითითებით პენალტი ყველანაირი შეხების გამო დანიშნულა. თუმცა, დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ მიმდინარე სეზონში VAR მსაჯების გადაწყვეტილებებში გაცილებით ნაკლებად ერევა....

რუნიმ განაჩენი გამოიტანა
ჩანაწერი

რუნიმ განაჩენი გამოიტანა

„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი ინგლისურ და ზოგადად ფეხბურთში იმხელა წონის ფიგურაა, მის ყველა სიტყვას სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ამჯერად რუნიმ VAR სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრა და როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად გულახდილი იყო. „მსუბუქად რომ ვთქვათ, ამ სისტემის მიერ გამოტანილი ზოგი გადაწყვეტილება არადამაჯერებელია. ვერ ხვდები, როგორ მივიდნენ მსაჯები ამა თუ იმ გადამწყვეტილებამდე. ვფიქრობ, VAR-ის გარეშე ფეხბურთი უკეთესი...

სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა
ჩანაწერი

სულშერი: VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა

ოლე გუნარ სულშერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან” გუშინდელი 1:1-ის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ჯერ ერთი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ორი ქულის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა და მეორეც, ცოტა ძნელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როდესაც ხუთ თამაშში ცხრა ქულას ქარს ატან. „ოლდ ტრეფორდის” ნორვეგიელმა ბოსმა თქვა: „ასე ადრე დანებება გამორიცხულია. არავინ...

ბაიერნს პაVARმა მოაგებინა
ჩანაწერი

ბაიერნს პაVARმა მოაგებინა

ეს სათაური ჩვენი არ არის, გერმანული „შპორტბილიდისაა”, რომელმაც ამ ხერხით იმთავითვე აუწყა მკითხველს, რომ ჯერ ერთი „ბაიერნისა” და მექსიკური „ტიგრესის” ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი 24 წლის ბენჟანიმ პავარმა გაიტანა და მეორე, გოლს VAR-ზე დასჭირდა გადამოწმება, ამდენად საეჭვო იყო. მაშ ასე, მსოფლიოს უძლიერესმა კლუბმა, „ბაიერნმა”, მიჯრით მეექვსე დიდი ტიტული მოიგო: ბუნდესლიგის ჩემპიონობა (27 ივნისი, 2020); გერმანიის...

VA Rას გადაეკიდა ამ ჩელსის!
ჩანაწერი

VA Rას გადაეკიდა ამ ჩელსის!

„ჩელსიმ” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” აჯობა — 2:1 მოუგო. ფრენკ ლემპარდის გუნდმა ჟოზე მოურინიუსას დამსახურებულად სძლია, თუმცა „ლურჯების” ფანებს ალბათ მაინც დარჩათ პირში ცუდი გემო. მიზეზი: „დეზების” არგენტინელმა ნახევარმცველმა ჯიოვანი ლო სელსომ მასპინძელთა ესპანელ კაპიტან სესარ ასპილიკუეტას ფეხზე დააბიჯა. უფრო სწორად, იმას, რაც ლო სელსომ გააკეთა დაბიჯება არ ჰქვია. ინგლისური მას-მედიის ერთობლივი აზრით ეს იყო ფეხის მოტეხვის...