საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ძველ მოქიშპეებს, „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ჩაიშალა. მიზეზი: მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი ფეხბურთელების, დირექტორატის წევრების, კლუბის თანამშრომლების და ცხადია თავად ჭკუიდან გადასული ფანების მონაწილეობით. შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ზურგში კარსუკანა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა. პაიე ჯერ, როგორც ფეხბურთელებს...
ჭდე: ხორხე სამპაოლი
ხორხე სამპაოლი — არგენტინული მენტალიტეტის მსხვერპლი
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ლეო მესიზე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე. ასე მაგალითად, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიაზე მას ცუდი არაფერი დასცდენია. ამასთან, სამპაოლიმ თავისი მომავალიც ახსენა. „გადავწყვიტე ცოტა ხანი დავისვენო, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გავაანალიზო ყველაფერი, რაც მოხდა. ეს ანალიზი პირადად ჩემთვის...
ხორვატიასთან წაგების შემდეგ, კრებაზე…
არგენტინელი ჟურნალისტი არიელ სენოსიაინი TyC Sports-ს და Ole-ს მესვეტეა, რომელმაც გაგიკვირდებათ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უკვე გამოსცა წიგნი სათაურით Mundial es Historias (მუნდიალი ისტორიებისგან შედგება), სადაც სხვა ამბებთან ერთად მოყვა ერთი, რომელიც არგენტინის ნაკრების ხორვატებთან 0:3 დამარცხების შემდეგ მოხდა. თურმე მატჩის შემდეგ ლეო მესის და ხავიერ მასკერანოს გუნდის შეკრება მოუთხოვიათ მწვრთნელის ხორხე სამპაოლისა და სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით....
რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის
სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში....
შემადგენლობას ფეხბურთელები დააყენებენ…
დღეს ლეო მესი 31 წლისა გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღესასწაულის გუნებაზე არ არის. როგორც არგენტინული პრესა წერს, მათი ქვეყნის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისსს განიცდის. გუშინ „ალბისელესტეს” ბანაკში დიდი თათბირი გაიმართა — ვარჯიშის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიკრიბენ. შეკრებიდან გამოსული ჭორების თანახმად გუნდში ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოთამაშეებმა გადაწყვიტეს სამშაბათს, 26 ივნისს, 22 საათზე, ნიგერიის...
გეგმამ არ გაამართლა
იმას, რომ არგენტინა ხორვატიას გადაურბენდა ალბათ დედამიწის ზურგზე არავინ ელოდა, მაგრამ ხორვატების მიერ არგენტინელთა 3:0 დამარცხებამ „ალბისელესტეს” მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უპასუხო კითხვების ამარა დატოვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არგენტინის ნაკრების თავკაცმა თქვა: „მარცხის გამო ძალიან მტკივა გული. არც კი ვიცი მატჩი სწორედ როგორ გავაანალიზო. გეგმამ, რომელიც ამ თამაშისთვის შევარჩიე არ გაამართლა. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსს უნდა...
სამპაოლი არგენტინის სანახავად ევროპაში მოდის
არგენტინის ნაკრები “რუსეთი 2018”-ზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს ჩაატარებს. “ოტკრიტიე არენაზე” ანუ იმავე “სპარტაკის” სტადიონზე “ალბისელესტე” ისლანდიას დაუპირისპირდება. არგენტინელთა მწვრთნელმა, 57 წლის ხორხე სამპაოლიმ თავისი წილი ჩემპიონატი უკვე დაიწყო. ის ევროპაში გაემგზავრა, რათა ნაკრების წევრებს ერთხელაც შეავლოს ტრიბუნიდან თვალი და თან ლიონელ მესის, ლუკას ბიგლიას, პაულო დიბალას, მაურო იკარდის და სხვებს შეხვდეს. ის აგრეთვე ნახავს...






