„ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც „რომაში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის პერსპექტივაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრო ლიგა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, თუ არა ყველაზე საუკეთესო. ყველა საუდური კლუბი დიდ ძალისხმევას იჩენს იქ ცნობილი ფეხბურთელების გადასაბირებლად. ისინი მნიშვნელოვნად იხვეწებიან. მათ ჩემპიონატს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო...
ჭდე: ჩელსი
გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი
„ჩელსის“ მცველი ტიაგუ სილვა (39 წლისა და 109 დღის) გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველის რაიან გიგზის შემდეგ (40 წელი და 39 დღე). 39 წლისა და 109 დღის სილვა მოედანზე „რივერსაიდის“ სტადიონზე გავიდა „მიდლსბროსთან“ მატჩში, რომელიც წინა დღეს გაიმართა. „ბორომ“ თამაში 21 წლის ნახევარმცველის ჰეიდენ...
მამარდა, სიმბოლური და ჩელსი
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ბილბაოსთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის გმირი იყო“, – ასე დაახასიათეს ქართველი მეკარის თამაში. „ვალენსიამ“ „ბილბაოთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა, მაგრამ წააგებდა ქართველ მეკარეს შესანიშნავად რომ არ ეთამაშა – გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ხუთი რთული დარტყმა მოიგერია. „ბილბაოსთნ“ მატჩში 22 წლის...
პოჩეტინო ნეიმარს ვერ ხედავს
პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი, ამ ზაფხულს „ჩელსის“ არ შეუერთდება, – წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები. ბრაზილიელი თავდამსხმელი არ შედის „ჩელსის“ მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს გეგმებში, ამიტომ ფეხბურთელი ნაკლებად სავარაუდოა, ლონდონურ კლუბში გადავიდეს. ნეიმარი „ბარსელონადან“ პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ მან 173 მატჩი ჩაატარა, 118 ბურთი გაიტანა და 77 საგოლე პასი გააკეთა.
ინგლისი წინ მიდის
დღეს, ბრისბენის (ავსტრალია) სტადიონ „ლანგ პარკზე,“ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ნიგერიის ნაკრებები შეხვდნენ. ძირითად და დამატებით დროში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ. ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გაიმარჯვეს – 4:2. 87-ე წუთზე ინგლისის ნაკრები უმცირესობაში დარჩა: ფეხბურთელმა ლორენ ჯეიმსმა წითელი ბარათი მიიღო. ის ჩელსის მცველის, რის ჯეიმსის და გახლავთ. მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები, რომელიც ევროპის...
წარმოუდგენელად ნიჭიერი
„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ უკრაინელ გარემარბ მიხაილო მუდრიკის თამაშის შესახებ ისაუბრა. „მუდრიკისთვის და ჯექსონისთვისაც მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა, ისევე როგორც ნკუნკუსთვის. ახლა ვეცდებით გავაუმჯობესოთ თამაში. მუდრიკი წარმოუდგენელად ნიჭიერი ახალგაზრდაა. მან უნდა იგრძნოს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კომფორტს შევუქმნით, რათა სრულად გამოავლინოს თავისი საოცარი ნიჭი.“ შეხვედრა პენსილვანიაში (აშშ) სტადიონ „ლინკოლნ ფაინენშალ ფილდზე“ გაიმართა და...
პოჩეტინოს ჩელსი ებევრა
„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, განაცხადა, რომ გუნდში ძალიან ბევრი მოთამაშე მოგროვდა. „უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, რა ბედი ეწევა მათ ახალ სეზონში. ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. მოთამაშეებისთვისაც და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რეალური შეფასება. ახლა ისინი გუნდში საკმარისზე მეტნი არიან,“ – განუცხადა პოჩეტინომ ჟურნალისტებს ამხანაგურ მატჩში „რექსჰემის“ დამარცხების შემდეგ (5:0). არგენტინელი სპეციალისტი ჩელსის 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. გასულ...
ჩელსიმ ლუკაკუს თარიღი 12 დან 17 ივლისით შეცვალა
ლონდონის „ჩელსიმ“ ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს კლუბის ბაზაზე დაბრუნების თარიღი შეცვალა. ახლა, თუ თავდამსხმელი „ინტერში“ არ გადავა, მას მოუწევს ვარჯიშის განახლება არა 12, არამედ 17 ივლისს. ორივე მხარე ელოდება, რომ ფეხბურთელის ტრანსფერზე იტალიურ კლუბში 17 ივლისამდე შეთანხმდებიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუ არ აპირებდა ლონდონელებთან ვარჯიშის განახლებას დათქმულ დღეს. 12 ივლისს. „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი,...
ალ-აჰლი და მენდი…
„ჩელსის“ მეკარე, ედუარ მენდი, საუდის არაბეთის „ალ-აჰლისთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმდა – წერს „ტვიტერტში“ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. წყაროს ინფორმაციით, 31 წლის სენეგალელი მეკარის კონტრაქტი „ალ-აჰლისთან“ 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. ედუარ მენდიმ „ლურჯების“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა. გასული სეზონი „ალ-აჰლიმ“ საუდის არაბეთის მეორე ლიგაში გაატარა. გუნდმა 34 მატჩში...
პრეზიდენტი ოსმენის ხელფასზე ფიქრობს
„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს. მის სახელს ასევე პსჟ-ს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ უკავშირებენ. ნეაპოლელები ნიგერიელთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შეეცდებიან. კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, ოსიმენთან უკეთესი პირობებით ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს რამდენიმე დღეა ინტენსიურად განიხილავს. ახლა ოსიმენი „ნაპოლიში“ ხელფასად წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს. გარდა ამისა, დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტში გასაყიდ ფასად...









