ჭდე: ფიფა

Home ფიფა
კორონა ყატარამდე ვერ მიაღწევს
ჩანაწერი

კორონა ყატარამდე ვერ მიაღწევს

„მსოფლიო ჩემპიონატი დათქმულ ვადებში გაიმართება. მანამდე ორ წელიწადზე მეტია დარჩენილი და კორონავირუსზე კონტროლს დავამყარებთ. დრო საკმაოდ არის,“ – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და იმედიანად აღნიშნა, რომ კორონავირუსი ყატარი 2022-ის მაყურებლებით ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. შესარჩევის ყველა მატჩი გაისად ჩატარდება. პირველი ტური 24 – 25 მარტს გაიმართება. მონდიალი, როგორც იცით, ზამთარი იქნება: 21 ნოემბრიდან 18...

სამშობლოს შეცვლა ნებადართულია
ჩანაწერი

სამშობლოს შეცვლა ნებადართულია

ფიფას კონგრესმა მოიწონა ცვლილება წესში, რომელიც ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლას განსაზღვრავს. ამიერიდან, ფეხბურთელს შეუძლია, უპრობლემოდ გადავიდეს მეორე ქვეყნის ნაკრებში, თუ პირველში მხოლოდ ერთი ოფიციალური (ამხანაგურები არ ითვლება) მატჩი აქვს ნათამაშევი. ოღონდ, ეს ერთი მატჩი რომელიმე დიდი ტურნირის ფინალური ეტაპისა არ უნდა იყოს. პირველად ამ რეფორმის იდეა 2018 წელს გაჩნდა. მაშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უარი უთხრა...

ორი ნაბიჯით წინ
ჩანაწერი

ორი ნაბიჯით წინ

ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და 91-ედან 89-ე ადგილამდე აიწია. უახლოესი მეტოქე ბელარუსი ოდნავ ზემოთ, 87-ე ადგილზეა. მომდევნო მეტოქე სომხეთი – 101-ე. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შეხვედრებში საქართველომ ესტონეთს 1:0 მოუგო, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 1:1 ითამაშა. უშუალოდ ევროპაში კი, საქართველო 39-ე საფეხურზეა და 16 ქვეყანას უსწრებს....

FIFA წესებს ცვლის
ჩანაწერი

FIFA წესებს ცვლის

FIFA ნაკრებში თამაშის წესებს ამარტივებს – ფეხბურთელს ერთ ნაკრებში თამაშის შემდეგ, მეორე ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებაც ექნება. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 3 ოფიციალურ მატჩზე მეტს არ ჩაატარებს. პლუს, საფეხბურთო მოქალაქეობას ვერ შეიცვლის ის ფეხბურთელი, რომელიც მონაწილეობას მსოფლიო თასზე ან რომელიმე კონფედერაციის მიერ ჩატარებულ ფინალურ ტურნირზე მიიღებს. FIFA-ში ასევე განიხილავენ პირველ...

დიდი საფეხბურთო მაფია
ჩანაწერი

დიდი საფეხბურთო მაფია

ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ორგანიზაციას ჟოაო აველანჟი ედგა სათავეში. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ბრაზილიელი სამართალდამცავების მიერ ძებნილი სეუ ჟოზე სერიოზული მაფიოზი იყო. მისი მემკვიდრე ფრიად რესპექტაბელური იოზეფ ბლატერი გახდა. მერე? როგორ დაასრულა კარიერა? კორუფციაში ბრალდებით და გადადგომით. ჯანი ინფანტინო – კაცი, რომელმაც ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერი შეცვალა და წესიერების იმედი დააბრუნა… შვეიცარიის...

ინფანტინო შარშია
ჩანაწერი

ინფანტინო შარშია

თუ ვინმეს ფიფას პრეზიდენტობა ამოგიჭრიათ გულში, ახლავე გადაიფიქრეთ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავიდან ციხის კარამდე ერთი ნაბიჯია. მოკლედ, მაგარი შარია… ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კრიმინალური საქმის ფიგურანტია. ჩინოვნიკის მიმართ გამოძიებას შვეიცარიის პროკურატურა აწარმოებს და ბრალს ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებში სდებს. ფიფა, ცხადია, აღიარებს შვეიცარიის კანონმდებლობასა და ფედერალური პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შესამაბისად...

ჯადო ნამდვილად მოსახსნელია
ჩანაწერი

ჯადო ნამდვილად მოსახსნელია

კვლავ დაისვა კითხვა: მართლა დაწყევლილია თუ არა FIFA-ს ვიდეოთამაში? უფრო სწორად მისი გარეკანი? გაგეცინებათ და კითხვა ლოგიკურია. შესაძლოა ის ლოკალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავში არავის მოსვლია, მაგრამ ევროპაში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო: როგორც კი კილიან მბაპე Fifa 21-ის ყდაზე გამოსახეს, ფრანგი დაშავდა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხსენებული თამაშის...

ზამთრის მონდიალის კალენდარი
ჩანაწერი

ზამთრის მონდიალის კალენდარი

მოგეხსენებათ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ყატარში გაიმართება. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. ფიფამ „ზამთრის“ მონდიალის კალენდარი გამოაქვეყნა. გახსნა „ალ ბაითზე“ შედგება, სტადიონზე, რომელიც 60.000 გულშემატკივარს იტევს. მატჩი 14:00 საათზე (თბილისის დრო) დაიწყება. ჯგუფურ ეტაპზე ყოველდღიურად 4 მატჩი გაიმართება: 14:00, 17:00, 19:00 და 23:00 საათზე. ფლეი ოფები 3 დეკემბრიდან დაიწყება, შეხვედრები კი 19:00-ზე...

ვარსკვლავები 70-იანებში გადაისროლეს
ჩანაწერი

ვარსკვლავები 70-იანებში გადაისროლეს

ფიფა 1970 წელს მექსიკაში გამართული მონდიალის 50-წლისთავს აღნიშნავს. ფიფამ იხუმრა და twitter-ის გვერდზე თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავების რეტროფოტოები დადო. ორგანიზაციამ გვიჩვენა, თუ როგორები იქნებოდნენ არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი, ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი და მისივე თანაგუნდელი, ფრანგი შემტევი კილიან მბაპე 70-იან წლებში. შეგახსენებთ, რომ მექსიკაში გამართული 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის...

ბლატერს მილიონი ამოუქექეს
ჩანაწერი

ბლატერს მილიონი ამოუქექეს

შვეიცარიის ფედერალურმა პროკურატურამ ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი  მილიონი დოლარის უკანონოდ გაცემის საქმეში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა. ბლატერი ეჭვმიტანილია საფეხბურთო სფეროში არსებული თანხების არამიზნობრივად მართვაში. საქმე აღიძრა თანხის უპროცენტოდ გაცემის გამო, რომელიც ფიფამ 2010 წლის 13 აპრილს ტრინიდადი და ტობაგოს საფეხბურთო ასოციაციას გამოუყო. საქმეში მითითებული იყო, რომ განაცემი თანხა იყო უპროცენტო, უზრუნველყოფის გარეშე და შემდგომში...